ქმარმა ის 6 შვილთან ერთად მიატოვა, რომელთან 5 ერთი წლისაც კი არ იყო. როგორ წარიმართა მისი ცხოვრება

5810

ქმარმა ის 6 შვილთან ერთად მიატოვა, რომელთაგან 5 ერთი წლისაც კი არ იყო.

2016 წლის ივნისში გაზეთებში იბეჭდებოდა ამბები ერთი უჩვეულო ოჯახის შესახებ. ახალგაზრდები პატარა გოგონას ზრდიდნენ და მატებას ელოდნენ. თუმცა, ეს მატება ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე ისინი ელოდნენ. აქსანა კობილეცკას 5 შვილი შეეძინა; 3 ბიჭი და 2 გოგო. იმ მომენტისთვის ქალი 37 წლის იყო. გასაოცარია ისიც, რომ ქალი ბუნებრივი გზით დაფეხმძიმდა. ამ სიახლემ მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ეს ოჯახი მაშინვე პოპულარული გახდა. მათთან ხშირად მიდიოდნენ ჟურნალისტები ინტერვიუს ასაღებად და ფოტოების გადასაღებად. მთავრობამ ოჯახს 5 ოთახიანი ბინა გამოუყო და მიკროავტობუსი გადასცა.

როდესაც აქსანა ნაყოფის შესანარჩუნებლად საავადმყოფოში იწვა, ერთ-ერთმა პაციენტმა მას პირადი ბლოგის გაკეთება ურჩია. აქსანა სერიოზულად დაფიქრდა და გადაწყვიტა რომ ეცადა. შედეგად, ეს მის ჰობიდ გადაიქცა და მშველელადაც, ვინაიდან მშობიარობის შემდგომი დეპრესია ძალიან გავრცელებულია. მითუმეტეს, მის შემთხვევაში. მას მხოლოდ მეუღლე და დედა ეხმარებოდნენ.

ერთი შეხედვით იდეალურმა მეუღლემ და მამამ ერთ წელსაც ვერ გაუძლო. მან განაცხადა, რომ დატვირთავს ვერ უძლებდა და დღისითაც და ღამითაც ძალიან იღლებოდა. შედეგად, აქსანა მარტო დარჩა. ბინაში, რომელიც სახელმწიფომ აჩუქა, რემონტი მიმდინარეობდა, ოჯახი აგარაკზე ცხოვრობდა. ოჯახს სოციალური დახმარება ძლივს ყოფნიდა. მეუღლესთან ოფიციალური განქორწინების შესახებ მან თავის გამომწერებს სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა. ის მხოლოდ იმის გამო ნერვიულობდა, რომ მეუღლემ საბუთები, გასაღებები და კომპიუტერი წაიღო, სადაც ფოტოები იყო.

ქმარმა, აქსანა ერთხელ მაშინაც მიატოვა, როდესაც წყვილმა გაიგო რომ 5 შვილი შეეძინებოდათ. ექიმებმა რამდენიმე ემბრიონის მოცილება შესთავაზეს, რათა დანარჩენები ნორმალურად განვითარებულიყვნენ, მაგრამ აქსანა ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. მის მეუღლეს კი ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა. ის თავის მეუღლეს მალევე დაუბრუნდა, მაგრამ დიდი ხნით არა.

საზოგადოებამ მრავალშვილიანი დედა არ მიატოვა. ადამიანები მატერიალურ დახმარებას სთავაზობდნენ, კომპანიები რეკლამის სანაცვლოდ ეხმარებოდნენ.

მან საკუთარ თავს 5 წესი დაუწესა:

– რეჟიმის დაცვა;

– სიმშვიდის შენარჩუნება;

– მოვალეობების გადანაწილება;

– საკუთარი ჰობისთვის დროის დათმობა.

რეჟიმის დაცვა აქსანას საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ის წესრიგს ყველაფერში იცავდა.

აქსანას ქმარს განქორწინების შემდეგ ბავშვები აღარ უნახავს და ოჯახს არც ფიზიკურად და არც მატერიალურად არ დახმარებია. ალიმენტის გადახდას კი ინვალიდობის გამო აარიდა თავი.

აქსანასთვის ძირითადი შემოსავალი მის ბლოგს მოჰქონდა. მას თავისი გამომწერებიც ეხმარებოდნენ. აქსანა ცდილობს, რომ პანიკაში არ ჩავარდეს, თუმცა მას ამის დრო საერთოდ არ აქვს. ბავშვები დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვენ. თავის ბლოგს ის ღამის საათებს უთმობს, როდესაც ბავშვებს სძინავთ. ის თავის გამომწერებს უზიარებს, თუ როგორ უმკლავდება ყველაფერს და რჩევებსაც იძლევა. მაგალითად, როგორ უნდა უმკურნალო ბავშვებს, როდესაც ყველა ერთად ხდება ავად.

ახლა ბავშვები წამოიზარდნენ და აქსანას ისე აღარ უჭირს. მისი ბოლი პოსტების მიხედვით ქალი ბავშვებთან ერთად დასასვენებლად წასვლასაც კი ახერხებს.

ის ამბობს, რომ თავის ყოფილ ქმარზე ნაწყენი აღარ არის. მისი ცხოვრება ნელ-ნელა დალაგდა. რთული სიტუაციები ბევრს აქვს, მაგრამ ნუთუ გამოსავალი არ არსებობს? აქსანა არ დანებდა. მან საკუთარ თავში ძალა იპოვა, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო. ახლა ოჯახს აღარ უჭირს. ბავშვები მოსიყვარულე ოჯახში იზრდებიან. ის მართლაც სამაგალითო ადამიანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს