პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მარინას ისტორიას გიამბობთ.მარინამ და დათომ ძალიან ადრე იქორწინეს, ისინი 19 წლისები იყვნენ. სამაგიეროდ, ერთმანეთი უყვარდათ. ახალგაზრდებისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, მშობლებმა ბინა იპოთეკით შეიძინეს და იქ გადავიდნენ, საერთო საცხოვრებლის ოთახი კი მათ დაუტოვეს.
მაშინვე დაიწყო საყოფაცხოვრებო პრობლემები. ჩხუბის გარეშე დღე იშვიათად ჩაივლიდა. დღითიდღე კონფლიქტი უფრო მძაფრდებოდა. იატაკზე ნასროლი ჭურჭელი ხმაურით იმსხვრეოდა, უთოები დაფრინავდა, კაბები და მაისურები იხეოდა. ასეთ საომარ ვითარებაში ახალგაზრდებმა თითქმის ორი წლის მანძილზე იცხოვრეს. მალე მარინას მოთმინება ამოეწურა და მან განქორწინება გადაწყვიტა. მარინამ საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა.
ერთი თვის შემდეგ მარინამ შეიტყო, რომ ბავშვს ელოდებოდა, თუმცა მეუღლესთან დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა. და მაინც, ის ხვდებოდა, რომ ბავშვს ფეხზე მარტო ვერ დააყენებდა და ამიტომ მის შესახებ ყოფილ მეუღლეს უთხრა.
დათოს მოეჩვენა, რომ ეს ოჯახის დაბრუნების შესაძლებლობა იყო, მაგრამ ქალმა მისი წინადადება კატეგორიულად უარყო.
- მე სხვა მყავს, – უთხრა მან. ხუთი თვის ორსული ვიყავი, როდესაც სხვა მამაკაცი გავიცანი. ის ჩემი ორსულობის გამო საერთოდ არ აღშფოთებულა. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ახლა ერთად ვცხოვრობთ.
ბავშვის დაბადების შემდეგ დათო დროდადრო მათთან სახლში მიდიოდა ალიმენტისა და ბავშვისთვის სათამაშოების მისატანად. ასეთი ვიზიტები მარინას ახალ ქმარს არ მოსწონდა, მაგრამ მარინა ყველანაირად ცდილობდა კონფლიქტების თავიდან აცილებას. სამი წლის ასაკში მარინამ გოგონა საბავშვო ბაღში მიიყვანა. დათოს უფლება ჰქონდა, რომ ბავშვი საბავშვო ბაღიდან გამოეყვანა და უქმეებზე თავისთან წაეყვანა. რამდენიმე ხნის განმავლობაში სწორედ ასე ხდებოდა.
ერთ დღეს მარინას ყოფილი ქმარი ბავშვის წამოსაყვანად არ მივიდა, თუმცა უნდა მისულიყო. საღამოს 8 საათზე მარინას ბაღის გამგემ დაურეკა.
- ბავშვი არ მიგყავთ? – ამის გაგონებაზე, მარინას სული გაუცივდა: “როგორ დატოვა ბავშვი მარტო?!”
მარინამ ბავშვი წამოიყვანა და დათოს დაურეკა. ის ზარს არ პასუხობდა. მარინა ბრაზობდა და ოთახში წინ და უკან დადიოდა. მისი ქმარი სახლში მოსვლას აგვიანებდა.გავიდა ნახევარი საათი. დათომ დარეკა. ის ყოფილ ქმარზე გაბრაზებული იყო და ამიტომ მაშინვე ჩხუბი დაუწყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს დათო კი არა, არამედ უცხო მამაკაცი იყი, რომელმაც ავარიის შესახებ შეატყობინა. მისი ყოფილი ქმარი კომაში იყო. მარინას თვალებიდან ცრემლები ჩამოცვივდა.
ცოტა ხნის წინ მას ეგონა, რომ დათო საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ ყველაფერი გაჭირვების დროს ვლინდება: მეგობრობაც და სიყვარულიც. ქალი სახლში ადგილს ვერ პოულობდა. როდესაც მისი ქმარი დაბრუნდა, ქალმა ბავშვი მას დაუტოვა და გადაუდებელ საქმეზე წავიდა. ქალაქის საავადმყოფოში მას დათოს ნივთები გადასცეს, მის ტელეფონში კი…
მარინას ნომერზე ისევ – “ჩემი სიყვარული” ეწერა. მარინას თვალებზე ცრემლები მოადგა. მხოლოდ ახლა გამოუტყდა საკუთარ თავს, რომ დღემდე ვერ შეძლო ყოფილი ქმრის გადაყვარება. კონფლიქტები კი – ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ განქორწინებამდე საქმე ყველას არ მიჰყავს.მარინა დათოს თითქმის კვირანახევრის განმავლობაში უვლიდა და ის გონს მოვიდა. მას მარინას დანახვა უსაზღვროდ გაუხარდა. მან თავის ყოფილ ცოლს შეხედა და წარმოსთქვა:
- ქორწილის დღეს შენი თვალები სწორედ ასეთ ნაპერწკლებს აფრქვევდა…
მარინამ მას აკოცა. მას შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობენ. მისი ახალი ქმარი კი მაინცდამაინც არ დაღონებულა, რადგან ის მასთან მხოლოდ სახლის გამო იყო. ეს ჩხუბის დროს გაირკვა.ცხოვრებაში რა აღარ ხდება. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ზოგჯერ ბედნიერება უბედურებასთან ერთად მოდისო.