ბარში უამრავი ადამიანი იყო. ელეგანტურად ჩაცმული სტუდენტი გამოცდების წარმატებით ჩაბარებას აღნიშნავდა. ის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მან ბარში ერთი მოხუცი მამაკაცი შენიშნა, მიუახლოვდა და დაუწყო ახსნა, თუ რატომ ჩნდება უთანხმოება მათ თაობებს შორის.
“ჩვენ უბრალოდ სხვადასხვა სამყაროში გავიზარდეთ. თქვენ ხომ საერთოდ, პირველყოფილში – ბიჭი ხმამაღლა ლაპარაკობდა და ყველას ესმოდა. – ჩემი თაობა ტელეფონების, ტელევიზორების და ინტერნეტის ეპოქაში გაიზარდა, თქვენი კი…”
ბიჭს ყელი გაუშრა, შეჩერდა და ლუდი მოსვა. მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ დრო ამაოდ არ დაეკარგა და უპასუხა: “მართალი ხარ, ჩვენ ეს ყველაფერი არ გვქონდა. იცი რატომ? – ჰკითხა მამაკაცმა. – იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვქმნიდით! ახლა კი დაფიქრდი, შენ თუ ქმნი რაიმე მსგავსს მომავალი თაობისთვის?”
ირგვლივ ყველა ტაშს უკრავდა!