უცნობმა 12 წლის გოგონა სკოლიდან გაიყვანა. მეორე დღეს მამამ სახლთან გამოსასყიდის მოთხოვნის წერილი იპოვა.

233

არსებობს ასეთი ხალხური სიბრძნე: “ენდე, მაგრამ შეამოწმე”. რიგ შემთხვევებში, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ეს ისტორია სათავეს 1927 წელს, შობამდე ცოტა ხნით ადრე იღებს. 12 წლის გოგონა სკოლიდან გაიტაცეს.

მარიონ პარკერი 1915 წელს, ლოს-ანჯელესში დაიბადა. მამამისი ქალაქში ცნობილი ბანკირი იყო. მარიონს ტყუპი და ჰყავდა, მარჯორი.

15 დეკემბერს, მარიონი უილიამ ჰიკმენმა გაიტაცა. მან სკოლის ადმინისტრატორს უთხრა, რომ გოგონას მამა საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაშია და თავისი ქალიშვილის ნახვა სურდა. ადმინისტრატორ ქალს ასეთი რამ აქამდე არასდროს გაუკეთებია, თუმცა ჰიკმენის თხოვნის გულწრდელობამ იგი დააჯერა.

მეორე დღეს, ჰიკმენმა პარკერს სამიდან პირველი წერილი გაუგზავნა, რომელშიც 1 500 დოლარს ითხოვდა გამოსასყიდის სახით. თუმცა, ფულის აღების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა – ამ რაიონში პოლიცია მორიგეობდა.

მეორედ, ჰიკმენმა და პარკერმა სხვაგან დათქვეს შეხვედრა. ბატონი პარკერი შეხვედრის ადგილზე მარტო მივიდა. დამნაშავის მანქანის უკანა სავარძელში იწვა მარიონი, რაღაც ქსოვილში ყელამდე შეხვეული. გოგონას განძრევაც კი არ შეეძლო.

მარიონის მამამ ფული გადასცა, შემდეგ ჰიკმენმა რამდენიმე მეტრი მანქანით გაიარა და გოგონა მანქანიდან ქუჩის ბოლოს გადმოაგდო. პატარა უკვე მკვდარი იყო… მოგვიანებით, პოლიციამ გაარკვია, რომ გოგონა უკვე 12 საათია, რაც აღარ სუნთქავდა, მად ქვედა და ზედა კიდურები მოკვეთილი ჰქონდა.

შემდეგ ჰიკმენმა აღიარა, რომ გოგონა გაგუდა. მარიონის მოჭრილი კიდურები, მოგვიანებით, ტყეში იპოვეს. გასამართლებული დამნაშავე 1928 წლის 19 ოქტომბერს ჩამოახრჩეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს