ჩაგირის ფოთლები შეიცავს სპილენძს, რკინას, მანგანუმს, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, სელენიუმს, გალმჟავას, არბუტინს, ასევე ცხიმისმწველ ნივთიერებას.
შემოდგომაზე ფოთლები ღია ცეცხლისფერი ხდება და ფერს ზამთარშიც ინარჩუნებს. ზამთრის ფოთლები სამკურნალოდ ზაფხულის ფოთლებზე უფრო ეფექტურია.
ჩაგირის ფოთლების ჩაი უძველესი დროიდან ხალხში პოპულარული იყო. მას ალთაის, ციმბირის და მონღოლეთის ხალხი დიდ პატივს სცემს. ჩაი განსაკუთრებით მონღოლებს უყვარდათ, რასაც მისი მეორე სახელიც ამტკიცებს – მონღოლური ჩაი.
მონღოლეთი სტეპური ტომები ჩაის ზამთარ-ზაფხულ სვამდნენ. ის ორგანიზმს ატონიზირებს, ამხნევებს, ენერგიას აძლევს, წყურვილს შესანიშნავად კლავს, ნივთიერებათა ცვლას აღადგენს. ჩაის ანტიბაქტერიული აქტივობა კი გრამდადებითი ბაქტერიების ზრდას აფერხებს.
ტიბეტელები მას მამაკაცის ჩაიდ მიიჩნევდნენ.
ფოთლები ივნისი-ივლისის პერიოდში კრეფენ. ფოთლებს მაქსიმუმ 50+ გრადუს ტემპერატურაზე ახმობენ.
ჩაგირის ჩაის სარგებელი
ჩაგირით სხვადასხვა დაავადებას კურნავდნენ: სასუნთქი ორგანოები, გინეკოლოგიური და შარდსასქესო სფერო.
ჩაგირი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, წნევას ამცირებს, სისხლძარღვების კედლებს და კაპილარებს აძლიერებს, გულის ამტანობას ზრდის, სისხლდენას აჩერებს და ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს.
ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მაგრამ ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორაზე გავლენას არ ახდენს. სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს აქტიურად გამოიყენება.
ჩაგირის ჩაის ოქროსფერი შეფერილობა, განუმეორებელი არომატი და გემო აქვს. როგორც გრილი, ასევე ცხელი სახით სვამენ.
ჩაგირის ფოთლები შეგიძლიათ ზამთრის შემდეგ პირდაპირ ბუჩქებიდან მოკრიფოთ. მას მოყვითალო ან მოშავო-ყავისფერი შეფერილობა აქვს და თითქმის მიწასთან მდებარეობს. ასეთი ფოთლები ადრეულ გაზაფხულზე შეაგროვეთ, გარეცხეთ და იმწამსვე მოადუღეთ.
ჩაიში სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა რომ გადავიდეს, სასმელი ადუღებამდე მიიყვანეთ და გაზიდან გადმოდგით.
სამკურნალო ჩაის დილით დალევით დაღლილობას გაუმკლავდებით. მას ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება გააჩნია.
ჩაგირის ფოთლების ჩაის ფარისებრი ჯირკვლების, შარდსასქესო გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროსაც სვამენ.
ფერმენტული ფოთლების ჩაი დეპრესიის, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, გადაღლილობის და ფსიქოლოგიური დაძაბულობის დროს გამძლეობის გასაზრდელად ხშირად გამოიყენება.
სამკურნალო რეცეპტები
- ნახარში: 2 ს/კ ჩაგირის ხმელი ძირნაყოფი 300 მლ მდუღარე წყალში მოხარშეთ, 15 წუთით ადუღეთ, შემდეგ 10 წუთით დააყენეთ. პირის ღრუს სავლებად რეკომენდებულია.
- 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ჩაგირის ფოთლებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. ენტეროკოლიტის დროს 50 მლ ნახარში დღეში 3-ჯერ დალიეთ
- კუჭის აშლილობის დროს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ჩაგირის ძირნაყოფს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და 2 ს/კ ნახარში დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.
- უხვი მენსტრუაციის და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის დროს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ძირნაყოფს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. გაგრილებამდე დააყენეთ. საჭმლის მიღებამდე 1 ს/კ ნახარში დალიეთ.
- 1 ნაწილი ჩაგირის და მზიურას ფოთლები, 2 ნაწილი კრაზანას ფოთლები აიღეთ. აურიეთ და 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 15-20 წუთით ადუღეთ, მინიმუმ 1 საათით დააყენეთ. ¼ ჭიქა თბილი ნახარში დღეში 2-ჯერ დალიეთ. კარგი იქნება თუ ნახარშს ცოტა ქაცვის ზეთს დაუმატებთ, მაგრამ აუცილებელი არაა. ასე ძლიერ სურდოს სწრაფად მოიშორებთ.
- 2 ს/კ ჩაგირის ძირნაყოფს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 2 საათით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ. გამოიყენეთ, როგორც ყელის სავლები საშუალება დღეში 5-ჯერ. ასევე შეგიძლიათ პრობლემური კანის დროს ცივი სახვევის სახით გამოიყენოთ.
უკუჩვენება
- სისხლის გაზრდილი შედედების, ვარიკოზის დროს რეკომენდებული არაა. შეიძლება თრომბის წარმოქმნა გამოიწვიოს.
- დაბალი წნევის დროს რეკომენდებული არაა. ხშირი პულსის დროს უკუჩვენებულია. ორსული და მეძუძური ქალებისთვის მისი მიღება არ შეიძლება.
შეგროვება და მომზადება
სამკურნალოდ მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება: ფოთლები, თესლი, ყვავილები და ძირნაყოფი.
ძირნაყოფის შეგროვება გვიან შემოდგომაზე ხდება. მათ თხრიან, მიწას აშორებენ და გამდინარე წყალში რეცხავენ. დიდ ძირნაყოფს 15 სმ ნაჭრებად ჭრიან.
თავდაპირველად ახმობენ, შემდეგ 5 სმ სისქის ფენებად აწყობენ. ბნელ, კარგად განიავებულ შენობაში ახმობენ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ფესვები არ დალპეს.
ხმელი ნედლი მასა ადვილად უნდა იმტვრეოდეს. მას მწკლარტე გემო აქვს. 4 წელი ქაღალდის ან ქსოვილის ტომსიკაში შეინახეთ.