ისტორია ბუმერანგზე, ანუ ჩემი დედამთილის მოტეხილ კბილზე

404

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნანა გვიამბობს.ზაფხული იყო. მე, ჩემი ქმარი და ჩემი დედამთილი მაღაზიიდან ვბრუნდებოდით. გადავწყვიტეთ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით გვესარგებლა. იქ სპეციალური სანიაღვრეა, რომელიც მეტალის ბადეებით არის დახურული. უცებ ამ ბედეში ქუსლი ჩამივარდა და მაგრად წავიქეცი.

ჩემმა დედამთილმა სიცილი დაიწყო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი აკუსტიკაა იქ!

  • -რატომ გაგეცინათ?
  • -კალიასავით ხარ! თუ ქუსლებზე სიარული არ იცი, დაბალძირიანი ფეხსაცმლით იარე. ვის ეპრანჭები?

ჩემი ქმარი დედამისს ამშვიდებდა, მაგრამ ის ისევ აგრძელებდა ჩემ გაბრაზებას. დანარჩენი გზა სამარისებრი სიჩუმით გავიარეთ.

კიბეებზე ავდიოდით. უცებ ჩემმა დედამთილმა ფეხი რაღაცას წამოკრა, ყბით პირაპირ კიბის საფეხურზე დაეცა და წინა კბილები მოიტეხა. მე სიცილი შევიკავე, თუმცა ლაპარაკის დროს ენას ისე უკიდებდა, რომ გაგეცინებოდათ.

ჩემი ქმარი და დედამთილი კონსულტაციისთვის სტომატოლოგთამ მივიდნენ, პროთეზირების ფასი აინტერესებდათ. მე სახლში მარტო დავბრუნდი. ჩემი ქმარი გვიან მოვიდა, ძალიან განერვიულებული და დაბნეული იყო.

  • -დედას უნდა დავეხმაროთ, მას კბილების ფული არ ჰყოფნის…

მართვის მოწმობის ასაღებად გადადებული ფული ჩემს დედამთილს მივეცი. მან მადლობაც კი არ გადამიხადა.

არაუშავს, სამაგიეროდ კეთილ საქმედ ჩამეთვლება. ადრე თუ გვიან მას პროთეზის ფული მაინც დასჭირდებოდა, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავარჩინეთ თავი უფრო სერიოზული დანახარჯისგან. ის მომავალშიც მოგვთხოვდა ფულს კბილების გასაკეთებლად. უარს ვერ ვეტყოდი, ის ხომ დედაა. ჯერ მინდოდა მეთქვა, რომ ცოტა ხანს მოეცადა, მაგრამ როგორც კი მას წინა კბილების გარეშე წარმოვიდგენდი…

გავიდა ორი თვე. ამ ისტორიასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი რამ გავიგეთ. ჩემი მული თურმე ყველას ეუბნებოდა, რომ დედამთილს ხელი მე ვკარი. ჩემი დედამთილი კი ამბობდა, რომ გავთვალე კიდეც და ხელიც ვკარი. ჩემი ქმარი ჩემს დაცვას ცდილობდა, მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგო იყო. კარმის და ბუმერანგის კანონი არავინ დაიჯერა.

ეს ჭორები მხოლოდ მაცინებდა. სასაცილო ადამიანები არიან, რა უნდა მოსთხოვო? თუმცა ცხოვრებისეული გაკვეთილი ავითვისე – აღარანაირი ფული და დახმარება.

დიდხანს ლოდინი არ დამჭირდა. ჩემი დედამთილი პოლიკლინიკაში ტალონის ასაღებად წავიდა. იქ “თავი ჭკუისას” შეხვდა და მათ ბოლო ერთი ტალონის გამო იჩხუბეს.

ჩემი დედამთილი ისევ წინა კბილის გარეშე დარჩა! ვის მიმართა ფულისთვის? ისევ ჩვენ!

  • -თქვენ ხართ ვალდებული! – ხმამაღლა დამიყვირა ჩემმა “საყვარელმა” დედამთილმა.

აი, ხომ ხედავთ, დავეხმარეთ და ახლა ცხოვრების ბოლომდე ვალდებულები ვიქნებით.კბილის გასაკეთებელი ფული მას არავინ მისცა. ჩემს ქმარს ჩემი დარწმუნება არც უცდია, რადგან მისაღებ ოთახში დივანზე მოუწევდა დაძინება. ჩემი დედამთილი სახლში დაბრუნდა, თავის ქალიშვილთან.ჩემმა მულმა დამირეკა (თავად გამოიგონა ტყუილი და ისევ აგრძელებს ფანტაზიორობას):

  • -გადასასვლელში დედაჩემს ხელი ხომ ჰკარი? ახლა შენ გადაიხადე მისი კბილების ფული!

მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან შორს გავგზავნე…ჩემი ქმრის ნათესავები სათითაოდ გვირეკავდნენ. მე და ჩემი ქმარი მტკიცედ ვიცავდით თავს.ჩემი ქმრის სანათესაომ გაიგო, რომ მართვის მოწმობის აღებას ვაპირებდი. ჩემს ქმარს რა აღარ უწოდეს: უტვინო, ცოლის მონა, უმადური მახნჯი, რომელიც ცოლის სურვილებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ყველაზე ძვირფასი ადამიანის ჯანმრთელობას.

  • -თქვენ 50 – 50 ლარის შეგროვებაც კი არ გემეტებათ! ჩვენ რას გადაგვეკიდეთ? – ვეღარ მოვითმინე მე, როდესაც ჩემი დედამთილის მორიგმა ნათესავმა დამირეკა.

ახლა უკვე ხამი მიწოდეს, რომელიც სხვის ფულებს ითვლის.მაშინ წამოდგომაში რომ დამხმარებოდა და რომ არ გაეცინა, ახლა მისი კბილები ადგილზე იქნებოდა. ეს რეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს ბუმერანგის კანონი! ჩემს დედამთილს წინა კბილი ისევ არ აქვს, სამაგიეროდ ახალი ქურქი შეიძინა კრედიტით. ახლა ნამდვილად ვეღარ იტყვის, რომ ფული საერთოდ არ აქვს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს