ხურტკმელი თავისი სამკურნალო თვისებებით ჟოლოს, ბალსა და ვაშლს აჭარბებს.
კენკრა თირკმლის, შარდის ბუშტის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და კუჭის, კანის დაავადებების, ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს გამოიყენება
ხურტკმელი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს და სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს.
სეზონური მკურნალობის შედეგად ანემია, როგორი წარმოშობისაც არ უნდა იყოს, უკან იხევს.
კენკრა განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანებისთვისაა სასარგებლო. კენკრით ყოველწლიური მკურნალობა სიმსივნის კარგ პროფილაქტიკას წარმოადგენს.
თირკმლები
1 ჭიქა ხურტკმელის დღეში 3-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში მიღებით თირკმლების და შარდის ბუშტის ანთებით პროცესებს მნიშვნელოვნად განკურნავთ.
კლიმაქსი
გამოცდილი მკურნალები ხურტკმელის სეზონზე წარმატებით კურნავენ. ანუ 3-4 კვირის განმავლობაში დღეში 1 კგ-მდე ახალი ხურტკმელი პორციებად მიირთვით.
ერიზიპელასი (კანის ნებისმიერი მწვავე ანთება)
2-3 ს/კ კენკრა 1 ჭიქა წყალზე მზადდება. სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ადუღეთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში კარგად გადაწურეთ. დაზიანებულ ადგილას სახვევი გაიკეთეთ და 5-8 საათით გაიჩერეთ. კანი 1-2 საათით დაასვენეთ და კვლავ ახალი სახვევი დაიდეთ.
ყელის ანთება
ახალი ხურტკმელის წვენი აუცილებლად გიშველით. წვენს მცირე რაოდენობით თაფლი დაუმატეთ. ჩვეულებრივ, დღეში 1/3 ჭიქა წვენს ჭამის წინ სვამენ.
ანემია
როგორი ანემიის სახეობაც არ უნდა იყოს, 3-4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სისხლის ფორმულა ნორმას უბრუნდება. ხანდაზმულებს და ბავშვებს კარგად შველის. 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
გასუქება
სამკურნალო დიეტა ახალი ხურტკმელით და მისი წვენით გაცვლის პროცესების აღდგენას ხელს უწყობს და ასე 6-8 კგ-ს დაკლებას შეძლებთ.
ქოლანგიტი
ეს შიდა ღვიძლის და გარე ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთებაა. მის გასაქრობად 1 ს/კ დაქუცმაცებულ კენკრას 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 5 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე აავსეთ. 50 მლ ნაყენი ჭამამდე დალიეთ, გემოსთვის ოდნავ დაატკბეთ. მკურნალობის კურსი – 12-15 დღე.
ქრონიკული ყაბზობა
ამ უსიამოვნების მოსაშორებლად 1 თვის განმავლობაში დღეში 0,5 კგ ახალი კენკრა უნდა მიირთვათ, სჯობს მისი კომპოტი დალიოთ.
მწვავე ტკივილი გასტრიტის ან ნაღვლის ბუშტის ანთების დროს
კუჭში მოულოდნელ მწვავე ტკივილს გასტრიტის შეტევა ან ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევა იწვევს. მას რომ გაუმკლავდეთ, ემალის ქვაბში 1 ს/კ კენკრა ჩაყარეთ, 1 ჭიქა წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ, 10 წუთი სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, გადაწურეთ და ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ დალიეთ. გემოსთვის ოდნავ დაატკბეთ.
უკუჩვენება
ხურტკმელს თავისი უკუჩვენება გააჩნია. კენკრა დიაბეტის დროს რეკომენდებული არაა.
სამკურნალო საშუალების სახით მისი მიღება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის და კოლიტის დროს არ შეიძლება. კენკრის კანმა და კურკებმა შეიძლება ენტეროკოლიტის გამწვავება გამოიწვიონ.