სამყურა მრავალი უბედურებისგან გისნით: თუ მას გამოაშრობთ, ექიმებს ვეღარასდროს ნახავთ

6285

წითელი სამყურა მდიდარია ფიტოესტროგენებით, თანაც, იგი 10-ჯერ მეტ ამ ჰორმონს შეიცავს, ვიდრე სოიო. ეს მცენარეული ნივთიერებები ეხმარება ქალის ორგანიზმს, განახორციელოს თვითრეგულაცია კლიმაქსის პერიოდში.

წითელი სამყურა – ვიტამინებით სავსე მცენარეა, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, წმენდს სისხლსა და კანს.

მცენარეს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ანტიალერგიული, შემხორცებელი, ნაღველმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება.

იგი გამოიყენება კანის დაავადებების, ტუბერკულოზის, ღვიძლის დაავადებების, ტროფიკული წყლულების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების დროს, ქალის ორგანიზმში ქალური ჰორმონების(ესტროგენების) მოსამატებლად.

სამყურა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქოლესტერინის კოლტების წარმოქმნას.

გარდა ამისა, სამყურა სასარგებლოა გულის კუნთის, სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობისთვის, აღკვეთს მკერდის კიბოს.

სამყურას სასარგებლო თვისებები:

  • შარდმდენი, ამოსახველებელი, მკუმშავი;
  • აღადგენს ქალის სექსუალურ აქტივობას მენოპაუზის პერიოდში;
  • არეგულირებს ძილს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას;
  • ამცირებს კანის სიმშრალეს, აღადგენს ლორწოვანი გარსების დამცავ ბარიერს;
  • ამცირებს თმისა და ფრჩხილების მსხვრევადობას.

წითელი სამყურას ეფექტურობა, მენოპაუზის პერიოდში, სამედიცინო კვლევებითაა დამტკიცებული.

მკურნალობის რეცეპტები

წითელი სამყურას ნაყენი კლიმაქსის დროს

2 ს.კ. მშრალ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 8 საათით. ამის შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1/4 ჭიქა  ყოველდღე, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

სიმსივნე

სამყურა, ოროვანდის ფესვი, მჟაველა (ღეროები, ფოთლები, თესლი), თელა (ქერქი), რევანდი (ფესვი), წყლის წიწმატი, ნარშავი(შეიძლება ნარისჯაგას გამოყენებაც, ყვავილები და ფოთლები) – ყველა ეს ბალახი შეურიეთ თანაბარი ოდენობებით. 2 ს.კ. ნედლეულს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამე თერმოსში გააჩერეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა დღესი ხუთჯერ. ბოლოჯერ – ძილის წინ.

თავის ტკივილი და რევმატიზმი

ბალახების ნაყენი, ყვავილებთან ერთად, მიიღება თავის ტკივილის, ციებ-ცხელების, გაციების, რევმატიზმის, ყაბზობისა და ნერვული გამოფიტვის(ნევრასთენიის) დროს.

ფოთლებს იდებენ ჩირქგროვებზე, მათი მომწიფების მიზნით.

გამოყენება:

3 ჩ.კ. სამყურას გამომშრალ ბალახს დაასხით 1 საათით თავდახურულ ქვაბში 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ათეროსკლეროზი

სამყურას წითელი თავებით გაავსეთ ლიტრიანი ქილა ნახევრამდე და დაასხით 0.5 ლ არაყი პირთამდე. დაახურეთ თავსახური და შედგით ბნელ ადგილას 14 დღით. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად შენჯღრევაც.

მიიღეთ დღეში ერთხელ, სადილის წინ, 1 ს.კ., გააგრძელეთ მკურნალობა 3 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ შესვენოთ მეორე კვირაში და კურსი ხელახლა დაიწყოთ.

ამ ნაყენის მიღება დაგეხმარებათ ყურებში ხმაურისა და ხშირი ზუზუნის დროს.

სტენოკარდია

1 ჭიქა სამყურას ყვავილებს დაასხით 0.5 ლ არაყი და დააყენეთ ბნელ ადგილას 2 კვირით. მიიღეთ თითო ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი ორთვიანია.

ოპერაციის შემდეგ ძალების აღდგენა

ოპერაცია დიდ ძალებს საჭიროებს, ამიტომ, ფეხზე მალევე რომ წამოდგეთ და რეაბილიტაციის პერიოდი შეამციროთ, შეგიძლიათ სამყურას ნახარში გამოიყენოთ.

დაასხით 2 ს.კ. ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, 100 მლ.

თვალების ანთებითი და კანის სოკოვანი დაავადებები

ამ დროს მცენარის ნახარშს იყენებენ: 3 ს.კ. სამყურა ადუღეთ 200 მლ წყალში რამდენიმე წუთით, შემდეგ დააყენეთ 2 საათით. გადაწურეთ და ჩამოიბანეთ დაზიანებული ადგილები.

ასევე, სამყურას ფოთლების დამატება შეიძლება სხვადასხვა კერძში, რაც მას უფრო სასარგებლოსა და გემრიელს გახდის.

უკუჩვენებები

შეწყვიტეთ სამყურას პრეპარატების მიღება კუჭის ტკივილებისა და დიარეის წარმოქმნის შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, რომ მკურნალები ბალახით კუჭის ტკივილებსა და კოლიკებსაც კურნავენ).

ასევე, წითელი სამყურით მკურნალობა არ შეიძლება კიბოს ესტრაგენოდამოკიდებული ფორმის დროს.

არასასურველია სამყურა გულის დაავადებების, ინსულტისა და თრომბოფლებიტისადმი წინასწარგანწყობილების დროს.

უკუჩვენებაა ფეხმძიმობაც.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს