რამდენიმე ისტორია, რომელიც გვასწავლის, როგორ მივუჩინოთ თავხედებს საკუთრი ადგილი

67

ბევრი ადამიანი უბრალოდ დარწმუნებულია, რომ სითავხედე მეორე ბედნიერებაა. ეს ადამიანები უბრალოდ აცვიფრებენ სხვა ადამიანებს თავიანთი საქციელით, იმდენად, რომ ისინი სიტყვებსაც კი ვერ პოულობენ მათთვის სათანადო პასუხის გასაცემად. მაგრამ, მადლობა ღმერთს, არიან ადამიანები, რომლებიც არ კარგავენ გამბედაობას და ღირსეულად პასუხობენ ასეთ თავხედ ადამიანებს.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ ადამიანებზე მოგიყვებით. ყველა ისტორია რეალურია.

ერთხელ ასეთ სიტუაციას შევესწარი: ორი ძალიან მსუქანი ქალი პიკის საათში ავტობუსში ერთმანეთისთვის ადგილის გაცვლას ცდილობდა. ავტობუსი გადაჭედილი იყო და ამიტომ ეს ქალები ვერ ახერხებდნენ ადგილების გაცვლას. მათ ეს მობეზრდათ და ერთმანეთს ყვირილი დაუწყეს. მთელი ავტობუსი ჩუმად აკვირდებოდა მათ ამ სიტყვიერ დუელს. ამ დროს ერთმა ახალგაზრდამ ერთ-ერთ ქალს უთხრა: “თქვენც ადექით და უკბინეთ!” ყველა მგზავრი იცინოდა. ადგილები როგორ გაცვალეს, ეს აღარ მახსოვს.

ამ ამბავს ერთი კვირის წინ ტროლეიბუსში შევესწარი. პიკის საათი იყო. ერთმა ახალგაზრდა გოგონამ თავისი ჩანთა ცარიელ ადგილას დადო, თავად კი ამ დროს ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა. ეს ათი წუთის მანძილზე გაგრძელდა. ერთმა მოხუცმა ქალმა ვეღარ მოითმინა და უთხრა: “გოგონა, თუ შეიძლება ჩანთა აიღეთ, დაჯდომა მინდა”. გოგონამ ბებიას არაფერი უპასუხა. ის არ დანებდა: ისევ იკითხა. გოგონამ ისევ არ უპასუხა. ამის შემდეგ, ერთი მსუქანი ქალი პირდაპირ გოგონას ჩანთაზე დაჯდა. ჩანთიდან რაღის დამტვრევის ხმა მოისმა. გოგონა გამოფხიზლდა და ხმამაღლა იყვირა: “რას აკეთებთ!” მან თავის ჩანთას ხელი დაავლო და ტროლეიბუსის კარისკენ გაიქცა. ტროლეიბუსში მგზავრების სიცილის ხმა გაისმა.

ჩემი მეუღლე ფსიქოლოგია და ბავშვთა პოლიკლინაკში მუშაობს. ერთხელ მის კაბინეტში უცნობი ქალი შემოვიდა და დახმარება სთხოვა დისერტაციისთვის. ჩემი ქმარი ძალიან კეთილი ადამიანია, ამიტომ დახმარებაზე უარი არ უთქვამს. ის ქალი ერთი თვის შემდეგაც მივიდა მასთან და ისევ დახმარება სთხოვა. ჩემი მეუღლე ისევ დაეხმარა. რამდენიმე კვირის შემდეგ ის ისევ გამოცხადდა მასთან და უთხრა: ”ჩემს შვილს დაეხმარეთ – მას ენა ებმის. ის უკვე 20 წლისაა“.

ჩემმა მეუღლემ უპასუხა: “კი ბატონო, მოვიდეს”. ქალი ბედნიერად იღიმებოდა, ჩემმა მეუღლემ კი გააგრძელა: „აი ჩვენი საავადმყოფოს ფასიანი მომსახურების ფასები ზრდასრულთათვის”. ქალს სახე შეეცვალა და დამშვიდობების გარეშე გავრდა კაბინეტიდან.

ერთ დილით ღამის ცვლის შემდეგ სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდი. ერთ-ერთ გაჩერებაზე ავტობუსში ქალი ამოვდა ორ ბავშვთან ერთად და მაშინვე მე მომიახლოვდა: „ადგილი ჩემს შვილებს დაუთმე!“ ვუპასუხე, რომ სამსახურიდან ვბრუნდებოდი, ძალიან დაღლილი ვიყავი და ამიტომ ადგილს ვერ დავუთმობდი. ამ დროს ამ ქალმა ყვირილი დაიწყო, რომ მისი შვილები შეიძლება წაიქცნენ და რაიმე მოიტეხონ. მე კი ვუპასუხე, რომ სამსახურის შემდეგ ძალიან დაღლილი ვარ და შეიძლება მეც წავიქცე და მეც მივიღო ტრავმა. ამის შემდეგ ქალმა სიძულვილით სავსე მზერა მესროლა და შებრუნდა. შემდეგ გაჩერებაზე ავტობუსში მოხუცი ბაბუა ამოვიდა და მე მას ადგილი მაშინვე დავუთმე, რის გამოც, მაშინვე დავჯილდოვდი კიდევ ერთი სიძულვილით სასვსე მზერით. ამ ყველაფერს მთელი ავტობუსი აკვირდებოდა, მგზავრებმა გამიღიმეს და მოწონების ნიშნად “ლაიქებს” მაჩვენებდნენ. იქნებ ამ შემთხვევამ იმ ქალს ზრდილობა ასწავლოს. თუმცა, არა მგონია…

როგორ უნდა მიუჩინო ადამიანს საკუთარი ადგილი

ერთხელ მაღაზიაში საყიდლებზე მივედი. დიდი რიგი იყო. რიგში ჩემს უკან ერთი ბებია იდგა. მე ის გავატარე. მან გამყიდველს 5 რულონი ტუალეტის ქაღალდი სთხოვა. გამყიდველმა გაიცინა: “ბებია, ამდენი რად გინდა!” ბებია გაწითლდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას ამდენი ქაღალდის საყიდლად ფული არ ჰყოფნიდა. მან ქაღალდის ადგილზე დაბრუნება სთხოვა, გამყიდველმა კი ყვირილი დაუწყო: „რატომ მაწუხებთ! თქვენს გამო წინ და უკან არ ვირბენ!” საბრალო ბებია იდგა და არ იცოდა რა ექნა. მე ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: „ქაღალდის საფასურს მე გადავიხდი. თქვენ კი ნამდვილი ხამი ხართ, თქვენთვის ხალხთან მუშაობა არ შეიძლება!” პასუხად ძალიან მჭევრმეტყველი გინება მოვისმინე. ბებიამ ტუალეტის ქაღალდი აიღო, მადლობა გადამიხადა და აცრემლებული გავიდა მაღაზიიდან. მე კი ისე გავბრაზდი, რომ გადავწყვიტე შური მეძია ამ თავხედ და საზიზღარ გამყიდველზე: სხვადასხვა საქონელი მოვითხოვე, რომელიც მაღაზიაში სხვადასხვა თაროებზე იდო. მოკლედ, ის 15 წუთის მანძილზე მაღაზიაში გიჟივით დარბოდა თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. შემდეგ ყველაფერი დაითვალა და მითხრა: “სულ 200 ლარის არის”. მე კი ვუპასუხე: ”ოჰ, ცოტა ვერ გავთვალე. ფული არ მყოფნის, მხოლოდ 50 ლარი მაქვს!” გამყიდველი ბრაზისგან კინაღამ გასკდა. მე კი გავიღიმე და მაღაზიიდან გამოვედი.

მე და ჩემმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ ახალი ბინა ვიყიდეთ, გავარემონტეთ და საცხოვრებლად ამ ბინაში გადმოვედით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს სართულზე ერთი ძალიან ავი მეზობელილი ცხოვრობდა. ის გამუდმებით ეჩხუბებოდა ქმარს, ყვიროდა და ჭურჭელს ამტვრევდა. მას ერთი ამაზრზენი ჩვევა ჰქონდა: სადარბაზოში გამოდიოდა და ძალიან ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონზე. უფრო მეტიც, მას არ აინტერესებდა, რა დრო იყო: დღე თუ გვიანი ღამე. მშვიდად ცხოვრებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. ჩვენ მუდმივად არ გვეძინა, ძალიან გაბრაზებული და უკმაყოფილოები ვიყავით. ერთხელ უბრალო წვრილმანის გამოც კი ვიჩხუბეთ და ამ დროს მივხვდი, რომ საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება. დავჯექი, დავფიქრდი და ასეთი წერილი დავწერე: „შეწყვიტეთ ხმაური ღამის 11 საათის შემდეგ. თორემ საშინელ ჯადოს გაგიკეთებთ. მეშვიდე თაობის ჯადოქარი”. ეს წერილი მეზობლის კარზე ჩამოვკიდე. იმუშავა. უკვე ხუთი დღეა სამოთხეში ვცხოვრობთ: სიჩუმეში და სიმშვიდეში. მადლობა გადაცემას “ექსტრასენსთა ბრძოლა”.

მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ და ერთი არანორმალური მეზობელი გვყავს. მას აქვს უცნაური ჩვევა: შუაღამისას აივანზე გადის მოსაწევად და ხმამაღლა მღერის. მისი კივილი მთელ სახლს აღვიძებს. ვეჩხუბეთ კიდეც და რა აღარ ვიღონეთ, მაგრამ ის მაინც აგრძელებს ამის გაკეთებას. ჩემმა ქმარმა ვეღარ მოითმინა და ხმის გამაძლირებელი იყიდა. ვკითხე, რად უნდოდა, მან კი მიპასუხა: მის სიმღერას ჩავიწერ და დილის 5 საათზე მთელ ხმაზე ჩავრთავ”.

ეს ისტორია 50-ჯერ მაინც მსმენია ჩემი მშობლებისგან. ისინი მზად არიან ყოველ დღე მოყვნენ. აი ისიც: ერთხელ მამა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა და მას ორი ხულიგანი გადაეკიდა. მამა საჩხუბრად მოემზადა. უცებ სადარბაზოდან ახალგაზრდა გოგონა გამოვარდა, მამას სილა გაარტყა და ხულიგნებს მადლობა გადაუხადა უვარგისი ქმრის სახლში მიყვანისთვის. ხულიგნები შეშინებულები და მოულოდნელობისაგან დამუნჯებულები იყვნენ და იქაურობას სასწრაფოდ გაერიდნენ. ასე გაიცნეს ერთმანეთი ჩემმა მშობლებმა. ისინი 30 წელია ერთად ცხოვრობენ. ასეც ხდება: მან სიმამაცე და საზრიანობა გამოიჩინა და ბედნიერი გახდა.

ეს შემთხვევა საავადმყოფოში მოხდა. მაშინ გრიპის ეპიდემია იყო, ამიტომ თერაპევტთან ძალიან დიდი რიგი იყო. ერთი გოგონა მოვიდა, იკითხა ვინ იყო ბოლო და მას ერთმა მოხუცმა მამაკაცმა უპასუხა. გოგონა მშიდად დაჯდა და ლოდინი დაიწყო. ამ დროს ორი ქალი მოვიდა და ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა:

-თერაპევტთან ბოლო ვინ არის?

-მე ვარ ბოლო, – უპასუხა გოგონამ.

-მე ძალიან მეჩქარება, შენ კი ახალგაზრდა ხარ, დაელოდები. მე შენ წინ ვიქნები!

გოგონა გაჩუმდა. რიგში მყოფი ხალხი ასეთი სითავხედისგან აღშფოთდა. ამ დროს მოხუცმა განაცხადა:

-რატომ უთხარი, რომ ბოლო ხარ? შენს შემდეგ რიგი მე დავიკავე! ასე რომ, ქალბატონო, თქვენ ჩემს შემდეგ იქნებით!

ქალმა არ იცოდა მისთვის რა ეპასუხა და თქვა:

-კარგი, მაშინ მე თქვენს შემდეგ ვიქნები.

ცოტა ხნის წინ მაღაზიაში ასეთი შემთხვევის მომსწრე გავხდი: მამაკაცი მოლარეს ეუხეშებოდა. ქალი მის დამშვიდებას ცდილობდა, ის კი უფრო მეტად უხეშობდა: “მუშაობა თუ არ გინდა, წადი და ქუჩები დაგავე!” ქალი არ დაიბნა და უპასუხა: “რას ამბობთ, თქენ ხომ უმუშევარი დარჩებით! რას შეჭამთ!” ამ სიტყვების შემდეგ მამაკაცი გაწითლდა, არ იცოდა ქალისთვის რა ეპასუხა და მაღაზიიდან სწრაფად გავიდა.

ერთ საღამოს, სამსახურიდან ვბრუნდებოდი და მაღაზიაში შევიარე პროდუქტების საყიდლად. ძალიან დიდი რიგი იყო. ჩემს უკან ახალგაზრდა გოგონა იდგა, მის შემდეგ კი ოთხი ბიჭი იდგა. ბიჭებმა მოიწყინეს და ტელეფონში ძალიან ხმამაღლა ჩართეს მუსიკა. ბიჭების უკან, რიგი მხარბეჭიანმა მამაკაცმა დაიკავა. ცოტა ხნის შემდეგ გოგონას ვიღაცამ დაურეკა. მან უპასუხა, მაგრამ ხმამაღალი მუსიკის გამო არაფერი ესმოდა. მან ნერვიულობა დაიწყო. მამაკაცმა ამ გოგონას დახმარება გადაწყვიტა. მან ტელეფონი აიღო და ყურმილში წარმოთქვა:

-ლაშა, სად ხარ? ბიჭები შენთან არიან? მაღაზიაში მოდით, საქმე გამოგვიჩნდა.

მეც გადავწყვიტე, რომ განზე არ გავმდგარიყავი, ჩემს ქმარს დავურეკე და ვუთხარი:

-ძვირფასო, სასწრაფოდ მოდი მაღაზიაში. აქ ახლა დიდი ჩხუბი იქნება. მეშინია!

ბიჭებს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ესმოდათ, მაშინვე მიხვდნენ ყველაფერს და მაღაზიიდან მაშინვე გავიდნენ. ძალიან კარგი! რაც არ უნდა იყოს, ერთი ტვინი კარგია, ორი კი – უკეთესი.

ჩემს ქალიშვილთან ერთად დილით ადრე გადატვირთული ავტობუსით ვმგზავრობდი. ბავშვი ჭყლეტაში რომ არ მოყოლილიყო ხელში ავიყვანე. ჩვენს გაჩერებას მივუახლობდით და გასასვლელისკენ დავიწყე მოძრაობა. ბუნებრივია, ხალხს ვუბიძგებდი და ვთხოვდი, რომ გავეტარებინე. მგზავრებმა დაიწყეს უკმაყოფილების გამოხატვა, თუ სად მივდიოდი ასე ადრე ბავშვთან ერთად. მე არაფერს ვპახუხობდი და ჩუმად ვიწევდი გასასვლელისკენ. უცებ ჩემმა შვილმა დაიძახა: ”ნუ ნერვიულობთ, ამხანაგებო! სიჩუმე დაიცავით! საბავშვო ბაღში მივდივარ – ეს ჩემი სამსახურია!“ ამ სიტყვების შემდეგ მგზავრები გვიღიმოდნენ და გზას გვითავისუფლებდნენ.

შეყვარებულმა ბარში დამპატიჟა. მივედი, მაგრამ რატომღაც ის იქ არ დამხვდა. ვიჯექი და მას ველოდებოდი. უცებ ერთი მთვრალი ბიჭი მომიახლოვდა და ლაპარაკი დამიწყო. თავიდან ვცდილობდი სიტყვებით მომეშორებინა, მაგრამ არ გაჭრა. ამის შემდეგ პირდაპირ ცხვირში გავარტყი. გაირკვა, რომ ის ჩემს შეყვარებულს გამოეგზავნა, ჩემი გამოცდა უნდოდა. ისე გავბრაზდი, რომ როდესაც ის ბარში შემოვიდა, მასაც მაგრად გავარტყი. მოკლედ, ისინი ტრავმატოლოგიურში ერთად გაემგზავრნენ, მე კი სახლში დავბრუნდი.

რატომღაც მუდმივად არ მიმართლებს: საფულეებს მპარავენ. ეს ძალიან მომბეზრდა და ამასთან ბრძოლის გზა მოვიფიქრე: რამდენიმე ლამაზი საფულე ვიყიდე, ვუდუს თოჯინები ჩამოვაცვი და ჩანაწერი დავურთე: “თუ მოიპარავ, მალე მოკვდები!” საფულეს ზურგჩანთაში ვდებდი და ზურგჩანთას ღიას ვტოვებდი. ძალიან მალე ყველა საფულე მომპარეს. ახლა საფულეების ახალი პარტია შევიძინე და ახალი თოჯინების გაკეთებას ვაპირებ. ნუ გეშინია, ძვირფასო ქალაქო, მე დაგიხსნი ქურდებისგან!

ბებიაჩემი მართლაც საოცარი ქალია. ის ბევრს მოგზაურობდა და ხუთი უცხო ენა იცის. ეს შემთხვევა სწორედ მას გადახდა: ერთხელ ის მეტროთი მგზავრობდა და ესმოდა, რომ ორი 15 წლის გოგონა ვაგონში მყოფ მგზავრებზე ინგლისურად საუბრობდა. ისინი მხოლოდ უსიამოვნო რაღაცებს ​​ლაპარაკობდნენ. ბებიამ ვერ მოითმინა. გოგოები ინგლისურად გალანძღა და მგზავრებს კი უთარგმნა ის, რასაც ეს გოგოები მათ შესახებ ამბობდნენ. ბებიამ გოგოებს ბოდიში მოახდევინა, ხალხმა კი მას გულწრფელი მადლობა გადაუხადა.

თქვენ იცით, როგორ უნდა მოექცეთ თავხედ ადამიანებს? თუ არა, მაშინ უნდა ისწავლოთ. ეს აუცილებლად გამოგადგებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს