ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც პირველი კლასის ფსიქოლოგები არიან

692

ზოდიაქალური ფსიქოლოგები არიან ადამიანები, რომელთაც, ასტროლოგების თქმით, ვარსკვლავებმა სხვების პრობლემების გაგების უნარი აჩუქეს. ზოგჯერ ზოდიაქალურ ფსიქოლოგთან საუბარი ისეთ შედეგს იძლევა, როგორც ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი. ასეთ ადამიანთან საუბრისას ზედმეტ ტვირთს მოიშორებთ და სირთულეების გამკლავების ახალ მეთოდს შეიძენთ. როგორც მინიმუმ, უნდა იცოდეთ, რომელ ნიშნებს აქვს სულის განკურნების ბუნებრივი ნიჭი.

ზოდიაქალური ფსიქოლოგები: ვინ არიან და რა სურთ

ციური ძღვენი – მცოდნე ხალხი ირწმუნება, რომ ზოდიაქალური ფსიქოლოგები გვხვდება მხოლოდ 5 ნიშანში: ტყუპები, ქალწული, სასწორი, კირჩხიბი და მორიელი. ამ ნიშნების ქვეშ დაბადებულ ყველა ადამიანს სულის განკურნება არ შეუძლია. ასეა თუ ისე, მათ დახმარება სხვებზე მეტად შეუძლიათ. გაფრთხილებთ: ამ ხუთეულიდან თითოეული განსხვავებულად მუშაობს. ზოგისთვის მორიელთან ურთიერთობა შესაფერისია. სხვისთვის ტყუპების რჩევა იდეალურია. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ვის მიმართოთ პრობლემებით.

  • ტყუპები – დაგეხმარებათ, თუ არსებითი დახმარება გჭირდებათ. ნებისმიერი, თუნდაც რთული სიტუაციიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. ვერ დაგეხმარებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უბრალოდ ძლიერი მხარდაჭერა გჭირდებათ, ადამიანი, ვისთანაც გულს ამოიღებთ. ემოციური სფეროს პრობლემებს ცუდად უმკლავდება.
  • სასწორი – ოჯახური წყვილისთვის საუკეთესო ფსიქოლოგია. ციურმა მფარველებმა სასწორს თანდაყოლილი ბალანსის, წონასწორობის და სამართლიანობის გრძნობა მიანიჭეს. ნებისმიერ კონფლიქტში, სადაც ორი ან მეტი დაინტერესებული მხარეა, სასწორზე უკეთეს შუამავალს ვერ იპოვით.
  • ქალწული – გამჭრიახი და ოდნავ ცივი ქალწული ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევა. ქალწულის დახმარება გამოგადგებათ, თუ პრობლემების დამოუკიდებლად გამკლავებას მიჩვეული ხართ. ქალწული მიგანიშნებთ იმ ძაფს, რომლის მოქაჩვით რთული პრობლემების გორგალს სწრაფად დაშლით.
  • კირჩხიბი – ტყუპები ყოველთვის მზადაა, რომ წმინდა რაციონალური დახმარება გაგიწიოთ. ხოლო კირჩხიბი წმინდა ემოციურ მხარდაჭერაზე სპეციალიზირებულია. კირჩხიბს უნდა მიმართოთ, როცა უბრალოდ ტირილი, განტვირთვა და ყელში გაჩხერილი ბურთის მოშორება გჭირდებათ. გაითვალისწინეთ: კირჩხიბის დახმარების მიღებით ვალდებულებას იღებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავსი დახმარება აღმოუჩინოთ.
  • მორიელი – მორიელი იდეალური მსმენელია. დაგვეთანხმეთ, ზოგჯერ უბრალოდ გულის გადაშლა გვინდა და ამ შემთხვევაში მორიელზე უკეთეს კომპანიონს ვერ იპოვით. მორიელი პრობლემის მოგვარების არასტანდარტულ მეთოდს გასწავლით. ამ ნიშნის წარმომადგენელს მიმართეთ, თუ გრძნობთ, რომ ჩიხში ხართ. გაითვალისწინეთ, მორიელისთვის სხვის საიდუმლოებებზე ძვირფასი საგანძური არაფერია. დახმარება სთხოვეთ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ბოლომდე ენდობით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს