ხავერდას ნახარში მრავალ დაავადებას კურნავს! ყველგან ყვავილობს, მაგრამ ოქროს ფასი აქვს

471

ხავერდას სამკურნალო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის, არადა ამ მცენარეს ძლიერი სამკურნალო ძალა გააჩნია.

მაგალითად, უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში ხავერდას წყლიანი ნაყენი გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ოფლმდენი და ჭიების საწინააღმდეგო საშუალება.

ხავერდას ჩაის დიარეის და კუჭის კოლიკის დროს სვამდნენ.

ხავერდა შეგიძლიათ კომპოტს ან კისელს დაუმატოთ, რომელიც სასმელს განსაკუთრებული არომატით და სამკურნალო თვისებებით გაამდიდრებს. ხავერდა სურდოს, გრიპის დაავადებების, სხვადასხვა მიკრობების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას ზრდის, ადამიანს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან იცავს, იმუნიტეტს აძლიერებს.

მისი დოზა მკაცრად უნდა დაიცვათ, რადგან ყვავილები, განსაკუთრებით ფოთლები ეთერზეთებით მდიდარია და მათი ჭარბი მიღება ყველას არ უხდება.

თავდაპირველად ასეთი ნაყენი სცადეთ: საღამოს ერთი ყვავილი ჭიქაში ჩადეთ და მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. იმწამსვე მიხვდებით, ასეთი მკურნალობა გიხდებათ თუ არა. განსაკუთრებით სასარგებლოა მოწითალო-ყავისფერი ყვავილები, რომლებიც კაროტინებით და პიგმენტებით მდიდარია.

სამკურნალო რეცეპტები:

გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

პროფილაქტიკის მიზნით 1 ყვავილი აიღეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დააყენეთ. 0,25 ჭიქა დღეში 4-ჯერ დალიეთ.

სამკურნალოდ ასეთი ნახარში გამოგადგებათ: 3 ყვავილი ღეროებიანად აიღეთ, 400 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით აადუღეთ, ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ და გადაწურეთ. დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

დაავადების მიხედვით ასეთი სქემა გამოიყენება: 21 დღიანი მიღება, 7 დღე შესვენება. კურსი 2-3 თვე გრძელდება.

სურდოს და ჰაიმორიტის დროს ასეთი ინჰალაცია გაიკეთეთ: ნახევარი ლიტრიან ჩაიდანს მდუღარე წყალი გადაავლეთ, 5 კვირტს მდუღარე წყალი ისე დაასხით, რომ წყალი ჩაიდნის ცხვირის ქვედა ფუძემდე აღწევდეს. ჩაიდანი პირსახოცში შეფუთეთ. 5 წუთის შემდეგ ჰაერი პირიდან შეისუნთქეთ და ცხვირით ამოისუნთქეთ. როცა ცხვირი თავისუფლად სუნთქვას შეძლებს, ცხვირის შეისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ.

ხავერდას ზეთი ჭრილობებს და დამწვრობებს კურნავს. ღამით ყვავილები დააქუცმაცეთ და მცენარეული ზეთი 1:1 პროპორციით დაასხით, დილით წყლის ორთქლზე 60-70 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთით გააჩერეთ. ეს ზეთი სასუნთქი გზების დაავადებების, კერძოდ ბრონქიტის დროს გამოიყენება. ის ლორწოს მოძრაობას ამსუბუქებს, სტაგნაციას ანეიტრალებს და ხველას აქრობს.

აბაზანა ხავერდას ნახარშით ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სტრესულ სიტუაციაში დაგეხმარებათ, შფოთვას ამცირებს და სულიერ წონასწორობას აღადგენს.

რეკომენდებულია ნერვოზის, დეპრესიის, თავდაუჯერებლობის და დაბნეულობის დროს.

პანკრეასის დაავადების პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით: 1 ხავერდას ყვავილი დააქუცმაცეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი მოხარშეთ, გაგრილებამდე დააყენეთ და ¼ ჭიქა დღეში 4-ჯერ დალიეთ. ეს პანკრეასის და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო ერთდღიანი დოზაა.

დამამშვიდებელი, შარდმდენი, ოფლმდენი და ჭიების საწინააღმდეგო საშუალება: 1 ს/კ ყვავილებს 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 2 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.

სისხლძარღვების კედლების გასაძლიერებლად შინაგანი და გარეგანი სისხლდენის დროს: 2 ს/კ ხავერდას ყვავილები და 1 ჩ/კ ქაფურას ყვავილი 2 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ, თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთით დააყენეთ. 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

შაქრიანი დიაბეტი: 50 გრ ხავერდას მუქი შეფერილობის ყვავილებს 0,5 ლ არაყი დაასხით, 1 კვირა დააყენეთ, შემდეგ 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ხელის და ფეხის სახსრების ართრიტის დროს ხავერდას ნახარში დაგეხმარებათ. ნახარშის მოსამზადებლად 20-25 ახალ ყვავილებს 1 ლ წყალი (თითქმის მდუღარე – 80 გრადუსი) დაასხით. შეფუთეთ და გაგრილებამდე დააყენეთ. თუ ხმელ ყვავილებს იყენებთ, ნახარშის მოსამზადებლად 1 ს/კ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. დაყენებული ნახარში გადაწურეთ. დღეში 1-2,5 ლ ნახარში წყლის და ჩაის ნაცვლად დალიეთ. კურსი – 1,5-3 თვე. ყოველ 6-12 თვეში მკურნალობა უნდა გაიმეორეთ.

ხავერდას ახალი წვენი ფუტკრის და ბზიკის ნაკბენზე დაგეხმარებათ.

ჩირქოვანი გამონაყარის, კანის გაღიზიანების, გაუხეშებული ქუსლების და მუხლების დროს ხავერდას ზეთი დაგეხმარებათ. მის მოსამზადებლად ნახევარ ლიტრიანი ქილა დაქუცმაცებული ყვავილებით აავსეთ, ბოლომდე რაფინირებული მზესუმზირას ზეთი დაასხით და ბნელ ადგილას 1 კვირა დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ. საშუალება მაცივარში შეინახეთ და პრობლემურ ადგილას დღეში 1-2-ჯერ გამოიყენეთ.

ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ღვიძლის გასაჯანსაღებლად ასეთი რეცეპტი გამოიყენეთ: 5 ხავერდას ყვავილს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 3 წუთით აადუღეთ და გადაწურეთ. 250 მლ ჭამამდე დილა-საღამოს დალიეთ. კურსი – 1 თვე. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. კანის დაავადებების დროს შეგიძლიათ ლოსიონის სახით გამოიყენოთ.

მაღალი წნევა: დამამშვიდებელი თვისებების წყალობით ხავერდა არტერიულ წნევას ამცირებს.

კალენდულას, ხავერდას და პიტნის ყვავილები დააქუცმაცეთ და თანაბარი პროპორციით აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 10-15 წუთით დააყენეთ.

ამის შემდეგ გადაწურეთ და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ყოველდღე მიიღეთ. ძალიან მალე წნევა დარეგულირდება და ჰიპერტონია აღარ შეგაწუხებთ.

სახის გამაახალგაზრდავებელი ლოსიონი

საღამოს 2 ს/კ ხავერდას დაქუცმაცებულ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, მთელი ღამე დააყენეთ, გადაწურეთ. მიღებულ ნაყენს 1 ს/კ არაყი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. მზა ნაყენი მაცივარში შეინახეთ. სახეზე დღეში 2-3-ჯერ გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს