ძილი ჩვენი ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და კარგი განწყობის საფუძველია. საშუალოდ ზრდასრულ ადამიანს დღეში 7-8 საათი უნდა ეძინოს. სრულფასოვანი დასვენება გავლენას ახდენს ფსიქიკაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, კანისა და თმის მდგომარეობაზე. დღის სწორი რეჟიმი გეხმარებათ დრო რაციონალურად გამოიყენოთ, ყველაფერი მოასწროთ და ნაკლები ინერვიულოთ. რა უნდა გააკეთოთ, თუ გაწუხებთ უძილობა? ერთი შეხედვით, უსიამოვნებას არაფერი მოასწავებს, მაგრამ ღამით თვალს ვერ ხუჭავთ. ათას რამეზე ფიქრობთ და დილით დაღლილი იღვიძებთ. Paparazzi უძილობის წინააღმდეგ ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ.
რა გავაკეთოთ უძილობის დროს? – პირველ რიგში, თუ უძილობა გაწუხებთ, შფოთვის მიზეზი იპოვეთ. ის ღრმად ქვეცნობიერში შეიძლება იმალებოდეს. დაფიქრდით, რაზე ნერვიულობთ ბოლო დროს. იქნებ, ეს მცირე უსიამოვნებაა სამსახურში ან უბრალოდ დაიღალეთ. მიზეზის პოვნის შემდეგ შედეგებთან ბრძოლა გამარტივდება. მეორე რჩევა, დღის განრიგს გადახედეთ. იქნებ, ცოტა ადრე დაწოლა შეძლოთ. დაფიქრდით, რომელი საქმის გადადება შეიძლება, რომ დრო საკმარისი გქონდეთ. დასვენება დაგეგმეთ და არსად გასაქცევი არ იქნებით. დრო საკუთარ თავთან ან ოჯახთან ერთად გაატარეთ.
უძილობასთან ბრძოლის ნებისმიერი მეთოდი გარკვეულ დროს მოითხოვს, არადა უკვე დღეს დაძინება გვსურს. თქვენთვის სწრაფი და ეფექტური მეთოდი ვიპოვეთ. არსებობს პროდუქტი, რომელიც თავისი თვისებებით ცხოვრების ბევრ სფეროში ლიდერობს. თქვენთვის ნაცნობი პროდუქტია. ესაა ნიორი. დიახ, ის უძილობას ებრძვის.
როგორ ვებრძოლოთ უძილობას? – ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით და სხვა მიკროელემენტებით მდიდარია. მასში შემავალი სულფიდური ნაერთები გამოიმუშავებს ალიცინს, კარგი ძილისთვის მნიშვნელოვან ქიმიურ ნაერთს. ნიორი და მისი კბილები ასეთ სპეციფიკურ სუნს არ გამოყოფენ. ის კბილების დაჭყლეტის შემდეგ ჩნდება. ამ მომენტში ორი ფერმენტი, ალიციანაზა და ალიინი ერთდება და გარდაიქმნება ალიციტინად, რომელიც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს.
ნიორი თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს კარგავს, ამიტომ უმად მიღება რეკომენდებულია. ეს სპეციფიკური სუნის გამო ყოველთვის შესაძლებელი არაა. ერთი ხრიკი არსებობს. ნიორი დაჭერით და 10 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ნიორში ბევრი ალიცინი წარმოიქმნება და სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს.
კარგად რომ გამოიძინოთ, ნივრის კბილი დაჭყლიტეთ, პირსახოცში გაახვიეთ და ბალიშის ქვეშ დადეთ. მის სუნს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, სტრესს აქრობს და დაძინებაში გვეხმარება. ამ მეთოდით ვირუსულ დაავადებებს და ცხვირში შეშუპებას დაამარცხებთ.
თუ ბალიშის ქვეშ ნივრით დაძინება არ გსურთ, სპეციალური ნივრიანი სასმელი მოამზადეთ. ნიორი დაჭყლიტეთ, 10 წუთით გააჩერეთ, 1 ჭიქა თბილი რძე დაასხით. ოთახის ტემპერატურაზე შეათბეთ, ნივრის კბილები ამოიღეთ და კოვზი თაფლი დაუმატეთ. ყოველდღე ძილის წინ დალიეთ და შეამჩნევთ, როგორ სწრაფად გაუმჯობესდება ძილის ხარისხი. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევებით უძილობას დაამარცხებთ და სულისა და სხეულის დამშვიდებას შეძლებთ.