სახლის მფლობელებმა, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, გადაწყვიტეს ძალიან თბილი და მყუდრო საცხოვრებლის მოწყობა. ამასთან, გათბობისთვის მაღალი საფასურის გადახდა არ სურდათ და აი, რა მოიფიქრეს.
გარედან სახლი ჩვეულებრივი შენობაა: კოლონიალური სტილი, წითელი აგურის ფასადი, ელეგანტური სვეტები, გამოწეული აივანი. თუმცა, ნახეთ, როგორ გამოიყურება იგი გვერდიდან.
ეს ეკოლოგიურად სუფთა სახლი დაფარულია მიწის უზარმაზარი ფენით.
ბუნებრივი თბოიზოლაცია სახლის მფლობელებს ენერგორესურსების ეკონომიის საშუალებას აძლევს. საშუალოდ, კომუნალური გადასახადები ამ სახლში 150 დოლარს არ აღემატება. ეს კი ძალიან ცოტაა იქაური მაჩვენებლების მიხედვით.
სახლი ქალაქ კლინტონში, მერილენდის შტატში, აშშ-ში მდებარეობს.
11 წლის წინ აშენებული შენობის საერთო საცხოვრებელი ფართი 300 კვ.მ.-ს შეადგენს.
უსიამოვნო ექსტერიერი კომპენსირდება თანამედროვე სამყაროს ყოველგვარი აღჭურვილობით შიგნიდან. აქ 3 საძინებელი, 2 სააბაზანო, 2 მანქანისთვის განკუთვნილი ფარეხი, ბუხარი და სასადილოიანი სამზარეულოა.
ახლა ეკოსახლი იყიდება. მისი ღირებულება 425 ათას დოლარს შეადგენს. განცხადებაზე თანდართული აღწერის თანახმად, სახლის მფლობელი სრულიად დაცული იქნება ზომბი-აპოკალიფსის დროს.
საინტერესო და არასტანდარტული იდეაა. მე პირადად ძალიან მომეწონა, თუმცა ამ ნაბიჯს ბევრი არ გადადგამს.