ამ ზამთარს ერთი ამბავი შემემთხვა, რომელიც რთული დასაჯერებელია

1406

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

ამ ზამთარს ერთი ამბავი შემემთხვა, რომელიც რთული დასაჯერებელია. იმ დილით შემთხვევით ჩამეძინა.

ზოგადად პუნქტუალური ადამიანი ვარ, არასოდეს ვაგვიანებ, ამაში პირდაპირ სამაგალითო ვარ! თუმცა, ყველაფერი პირველად ხდება. მალ-მალე გავემზადე და მეტროსკენ გავექანე. მატარებელი გადავსებული იყო, მაგრამ დაგვიანება არ მინდოდა და ამიტომ შემდეგ მატარებელს აღარ დაველოდე. დავიყვირე: “მე ძალიან მაგვიანდება!” და როგორმე შევაღწიე ვაგონში. ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ნამდვილად დამაგვიანდებოდა და უფროსობასთან შეხვედრას წარმოვიდგენდი. უცებ ჩემმა ტელეფონმა დარეკა. ვაგონში იმდენი ხალხი იყო, რომ მოძრაობა შეუძლებელი იყო. თუმცა, მე ხომ პასუხიმგებლობიანი ვარ, რადგან რეკავენ, ესე იგი, უნდა ვუპასუხო.

ხელი ჯიბეში ჩავყავი და მობილური ამოვიღე:

-ალო, მაპატიეთ, მაგრამ ახლა ლაპარაკი არ შემიძლია, მოგვიანებით დაგირეკავთ, – ამ დროს ჩემს გვერდზე მდგომი ბიჭის დაჟინებული მზერა შევნიშნე.

ის გაოცებული მიყურებდა. მეგონა, რომ ამის მიზეზი ჩემი არასასიამოვნო ხმა ან დაუმთავრებელი მაკიაჟი იყი. ხელი სახესთან მივიტანე და თითქოს ყველაფერი წესრიგში მქონდა.

-გოგონა, მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ტელეფონი უნდა დამიბრუნოთ.

-როგორ თუ თქვენი? – გამიკვირდა მე. ტელეფონს დავხედე და გავშეშდი. ჩემი ტელეფონი არ იყო!

აღმოჩნდა, რომ მე და იმ ბიჭს ერთნაირი ზარი გვეყენა. მე მეგონა, რომ მე მირეკავდნენ, ვიბრაცია ვიგრძენი და ხელი ჯიბეში ჩავყავი. მის ჯიბეში! სირცხვილისგან დავიწვი და ეს ჯერ კიდევ რბილად ნათქვამია.

-მაპატიეთ, ჩემს ტელეფონზეც ეს ზარია, აქ კი იმდენი ხალხია, რომ… – თავი ვიმართლე მე.

-საშიში არაფერია, – გამიღიმა მან. – ამ მამაკაცთან საუბარი ძალიან არ მინდოდა, თქვენი კი დამეხმარეთ.

ასე გავიცანი ჩემი შეყვარებული. ახლა, როდესაც მას ურეკავენ, ის ყოველთვის მეუბნება: “უპასუხე, შენ ხომ მიჩვეული ხარ!”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს