კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბილ გეითსი, თავის მომავალ მეუღლეს, მელინდას, პირველად 1987 წელს შეხვდა. გოგონა ბილის კომპანიის თანამშრომელი გახლდათ მისი დაარსების დღიდან.
ბილი და მელინდა 1994 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 1996-ში მათ ქალიშვილი, ჯენიფერი შეეძინათ. სწორედ სამი შვილიდან ყველაზე უფროსზე ვისაუბრებთ დღეს.
აღსანიშნავია, რომ 1980-იან წლებში გეითსი სტივ ჯობსს ეჯიბრებოდა ტექნოლოგიის სფეროში, ახლა კი მათი ქალიშვილები ეჯიბრებიან ერთმანეთს ჯირითში. “ციფრული” მშობლების შვილებს ცხენოსნობა ტყუილად არ აურჩევიათ.
ბილსა და სტივს ესმოდათ, რომ ტექნოლოგიები ჯანმრთელობას ვნებს, ამიტომ შეგნებულად უზღუდავდნენ ქალიშვილებს კომპიუტერებისა და მობილურების გამოყენებას, ასევე, აჩვევდნენ ბუნებისა და ცხოველების სიყვარულს.
გეითსი ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარებს, რომ ჯენიფერს საკუთარი ტელეფონის ქონის უფლება მხოლოდ 14 წლის ასაკიდან მისცა.
გასაკვირია, რომ მილიარდერის ქალიშვილს სავსებით მიწიერი ინტერესები აქვს. იგი გიჟდება ცხოველებზე, მოგზაურობასა და სეირნობაზე თავის შეყვარებულთან, ნაიელ ნასართან ერთად.
ეს იმით აიხსნება, თუ როგორ ზრდიდა ბილი გოგონას. მან ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ განაცხადა, რომ თავის 90-მილიარდიან ქონებას ქველმოქმედებისთვის გამოიყენებდა. ბავშვებსაც მხოლოდ სასტარტო კაპიტალს დაუტოვებს, რომელიც მათ განათლებისა და საკუთარი საქმის არჩევაში დაეხმარება.
-“მე და მელინდამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შვილები განათლებისა და საკუთარი კარიერის დაწყებისთვის მიიღებენ ფულს. ისინი დოლარებში ნამდვილად არ იბანავებენ.” – ყვება ბილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც ჩანს, გეითსებს სურთ ნიჭიერი შვილების აღზრდა, რომლებიც თავიანთ თავებს დამოუკიდებლად იპოვიან. რა თქმა უნდა, მშობლების დახმარების გარეშე ყველაფერს ვერ შეძლებენ, როგორც ბილი, თავის დროს. მისი უზრუნველყოფილი მშობლები მუდმივად აძლევდნენ ბიჭს ფულს საკუთარი კომპანიის დასაარსებლად, თუმცა, ამის შემდეგ მან დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება.
როგორც ჩანს, ბილის გეგმა ამართლებს. ჯენიფერი სკანდალში არასდროს გახვეულა. იგი არ ბრწყინავს სიახლეებში, სხვა ოლიგარქების შვილებისგან განსხვავებით.
გეითსის ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელებში მისი აქტივობის წყალობით თუ გავიგებთ. სწორედ იქ უზიარებს იგი თავის მეგობრებს მოგზაურობისა და ვარჯიშის ფოტოებს.
თავისი მომავალი შეყვარებული ჯენიფერმა ცხენების სიყვარულის დამსახურებით გაიცნო. ნასარიც პროფესიონალი მოჯირითეა. ახლა ბილის ქალიშვილი ჯირითის ამერიკული ეროვნული ნაკრების სრულუფლებიანი წევრია.
ჯენიფერი განათლებას სტენფორდის უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე იღებს. მამამისმა, თავის დროს, ჰარვარდში სწავლას თავი მიანება, თუმცა გოგონა ამის გაკეთებას არ აპირებს.
როგორც ჩანს, ჯენიფერი ძალიან ჰგავს დედას – მელინდას.
ბილს დიდად არ უყვარს თავისი პირადი ცხოვრების გამჟღავნება. ამიტომ, გაგიჭირდებათ მისგან დასასვენებელ ადგილებზე გადაღებული ფოტოების ნახვა. ეს ჯენიფერი აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს ქსელში.
ახალგაზრდა გეითსის ინსტაგრამ-გვერდზე თქვენ ვერ იპოვით მოდურ კლუბებში გადაღებულ ფოტოებს. აქ, ძირითადად, მისი აქტიური დასვენების ფოტოებია.
როცა ვხედავთ, თუ როგორი ღირსეული შთამომავალი ჰყავს მილიარდერ ბილ გეითს, თითქოს ცოტათი შვებას ვგრძნობთ. როგორც ჩანს, ჯენიფერი თავისი მამის ღირსეული მემკვიდრე გახდება, რადგან სწორედ იგი უნდა ჩაუდგეს ბილისა და მელინდას საქველმოქმედო ფონდს სათავეში.
ახლა გეითსებს ყველაზე მეტად მედიცინის განვითარება აინტერესებთ. სწორედ ამ სფეროში გამოკვლევებზე ხარჯავენ ისინი ყველაზე მეტ დროს. იმის გათვალისწინებით, რომ ჯენიფერი მომავალი ბიოლოგია, დიდი ალბათობით, იგი მშობლების საქმეს გააგრძელებს.