კიტრის წვენი – მკურნალობა მედიკამენტების გარეშე. კიტრის წვენი დალიეთ და დაავადებები აღარ შეგაწუხებთ

623

კიტრი 97 % წყალს და 3% მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. ამათან 40% კალიუმი, 10% ნატრიუმი, 7,5% კალციუმი, 20% ფოსფორი, 7-7% ქლორი და გოგირდი, A ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, PP და C ვიტამინებია.

ტარტრონული მჟავა, რომელსაც კიტრი შეიცავს, ნახშირწყლებიდან ცხიმის წარმოქმნას აფერხებს. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები გირჩევენ, რომ წონის შესამცირებლად გამაჯანსაღებელ პროგრამებში ახალი კიტრის და კიტრის წვენის ჩართოთ.

კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით კიტრი წნევის დასარეგულირებლად ღირებული საშუალებაა.

კიტრი შესანიშნავი შარმდენი მოქმედება აქვს და რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული შეშუპების და შარდის ბუშტის ანთების დროს.

კიტრის წვენით მკურნალობა

  • ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, რომელსაც თან ხველა ახლავს 2-3 ს/კ კიტრის წვენი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. თაფლთან ერთად უკეთესი შედეგი ექნება. სუფთა კიტრის წვენი ან თაფლთან ერთად არეული სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების დაავადების და ციებ-ცხელების დროს როგორც სიცხის დამწევი საშუალება. 2-3 სუფრის კოვზი დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
  • კიტრის წვენი კბილების და ღრძილების ცუდი მდგომარეობის დროსაც დაგეხმარებათ. ფრჩხილებს და თმას კიტრის წვენში შემავალი ელემენტების კომბინაცია განსაკუთრებით სჭირდება. კიტრის წვენი თმის ცვენას აფერხებს.
  • კიტრის და სტაფილოს წვენის ნარევი რევმატული დაავადების დროს დადებით გავლენას ახდენს. ამ ნარევს ჭარხლის წვენი დაუმატეთ და ზოგადი პროცესები დაჩქარდება.
  • კიტრის წვენი მიოკარდიუმის გადატვირთვის პროფილაქტიკისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს.
  • ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს და აძლიერებს, ათეროსკლეროზს აფერხებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. ამისთვის 100 მლ სუფთა ახალი წვენი უნდა დალიოთ.
  • მისი მოქმედება სხვა წვენებთან კომბინაციაში ძლიერდება: პომიდვრის და ნივრის წვენებთან ერთად (პროპორცია 20:20:1), ვაშლის და გრეიფრუტის წვენებთან ერთად (2:2:1).
  • კიტრის წვენი ნაწლავების მოძრაობას აძლიერებს და ქოლესტერინის გამოყოფას ხელს უწყობს.
  • ადვილად ათვისებადი ფორმის იოდის შემცველობის წყალობით კიტრის წვენი თირეოტოქსიკოზს აფერხებს.
  • სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევები, როცა ყოველდღიურად, რამდენიმე თვის განმავლობაში 500 მლ კიტრის წვენის დალევით ნაღვლის ბუშტსა და სადინარებში კენჭები სრულად დაიშალა.
  • სტაფილოს და ჭარხლის წვენთან ერთად კანის დაავადების მკურნალობას ხელს უწყობს.
  • ახალ დაწურული კიტრის წვენი ნაწლავების ძლიერი ტკივილის დროს მიიღეთ. შეკრულობის დროს კიტრის წვენს საფაღარათო მოქმედება აქვს. გემოს გასაუმჯობესებლად თაფლი დაუმატეთ. 100 მლ კიტრის წვენი დღეში 2-ჯერ დალიეთ.
  • დღის განმავლობაში შეგიძლიათ 1 ლიტრამდე კიტრის წვენი დალიოთ, მაგრამ ერთ მიღებაზე 100 მლ-ზე მეტი არ უნდა მიიღოთ. გემოს და კვებითი ღირებულების გასაუმჯობესებლად ნიორი, კამა, კეფირი (მაწონი), ბოსტნეულის და ხილის წვენი დაუმატეთ.
  • კიტრის თესლები წყალში 2 საათით დააყენეთ და დალიეთ. ასე სტრესს მოიშორებთ, ნერვულ სისტემას დაიმშვიდებთ, გულის მუშაობას გააუმჯობესებთ. ამ ნაყენით სახეს იწმენდენ.
  • კიტრის მარილწყალი ფეხის კრუნჩხვების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის დროს დალიეთ.

უკუჩვენება

კიტრის წვენი კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს არ უნდა დალიოთ.

კუჭის წყლულის გამწვავების, გასტრიტის, ენტერიტის და მწვავე კოლიტის დროს მისი მიღებისგან თავი შეიკავეთ.

ასევე კიტრის წვენის მიღება უკუჩვენებულია მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს