პატარავ, რამდენი ხანია, რაც ჩემს აგარაკზე ცხოვრობ და რით იკვებები? – ნამდვილი ამბავი 

5279

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას მარიამი გვიამბობს.

მე მარიამი მქვია და ვარ 65 წლის. დიდი ხანია პენსიაზე ვარ და საკუთარი ცხოვრებით ვტკბები. უკვე 10 წელია მარტო ვცხოვრობ, რადგან არც შვილები მყავს, არც მეგობრები და არც ქმარი. უფრო ზუსტად, შვილები კი მყავს, მაგრამ ისინი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და შორს იმყოფებიან. ერთი სიხარული მაქვს – ჩემი აგარაკი. როგორც კი თბება მაშინვე იქ მივდივარ და ზამთრის შემდეგ ყველაფრის დალაგებას ვიწყებ, ბოსტნეულსა და ყვავილებს ვრგავ. აგარაკზე ზაფხულს ბედნიერად და მშვიდად ვატარებ.

ქალაქში მხოლოდ ზამთარში ვბრუნდები, რადგან მარტო ამხელა თოვლს ვერ ვუმკლავდები. ამ შემოდგომას გაციებით შევხვდი და გადავწყვიტე, რომ ერთი-ორი კვირა ქალაქში გამეტარებინა. როგორც კი გამოვჯანმრთელდი, მაშინვე აგარაკზე დავბრუნდი.

სახლს მიუახლოვდი და ვნახე, რომ ჭიშკარი ღია იყო. პირველ რიგში ის გავიფიქრე, რომ ვიღაც ჩემს ბოსტანში შესულიყო. თუმცა ვნახე, რომ იქ ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი ადგილზე იყო, მაგრამ კლიტე მოგლეჯილი დამხვდა… შემეშინდა. იქნებ სახლი გაქურდეს?  რა უნდა წაეღოთ საბრალო პენსიონერის ბინიდან? ფრთხილად შევედი და ვნახე, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, დივანზე კი პლედი იდო, რომელიც ჩემი დადებული არ იყო. მაგიდაზე ჭიქა იდგა. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვო იყო…

შიში საერთოდ გადამავიწყდა და მისი ადგილი გაღიზიანებამ დაიკავა. ჩემს სახლში ვინ ბატონობს? ვინ აიღო ჩემი ნივთები და ვინ დალია ჩემი ჭიქიდან? ფანჯარაში გავიხედე და ვნახე, რომ ბოსტანში პატარა ბიჭი იყო, რომელიც გასათბობად კოცონს ანთებდა. აი თურმე ვინ არის დაუპატიჟებელი სტუმარი…

გავედი, ჩავახველე და მას შევხედე. ბიჭმა შეშინებულმა მოიხედა, მაგრამ არ გაქცეულა, პირიქით, მომიახლოვდა.

-მაპატიეთ, მე აქ ვცხოვრობ…

ჩუმად და მორიდებულად მითხა მან. ძალიან პატარა იყო, მე ძალიან შემეცოდა.

-რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობ? რით იკვებები?

-ორიოდე დღეა. საჭმელი თითქმის აღარ მაქვს, პატარა პური დამრჩა.

თქვა და ჯოხზე წამოცმული პურის ნაჭერი მაჩვენა, რომელსაც ბოლი ასდიოდა.

-რა გქვია? საიდან ხარ? აქ როგორ მოხვდი?

-ნიკა მქვია. მამინაცვალმა სახლიდან გამომაგდო, დედას მუდმივად ეჩხუბება. თუმცა მათთან ცხოვრება არც მე არ მინდოდა…

-ალბათ გეძებენ.

-არა მგონია. არავინ დამიწყებს ძებნას. ეს პირველი არ არის. ხანდახან რამდენიმე დღითაც კი დავკარგულვარ, მაგრამ არავის შეუმჩნევია. მხოლოდ მაშინ ვბრუნდებოდი ხოლმე, როდესაც ძალიან მომშივდებოდა. თუმცა, ჩემი დაბრუნება დიდად არავის უხაროდა.

აღმოჩნდა, რომ ბიჭი ჩვენი სოფლიდან არ იყო. სტანდარტული ისტორია. დედა არსად არ მუშაობს, მამინაცვალი კი ბევრია და ყველა მსმელი. საჭმელი არასოდეს საკმარისი არ არის.

დავიწყე ფიქრი, როგორ დავხმარებოდი ბიჭს. მე ახალგაზრდა აღარ ვარ, მასზე მეურვეობას არავინ მომცემს. გადავწყვიტე, რომ ბიჭი ჯერ ჩემთან დამეტოვებინა. ვაჭამე და დასაძინებლად დავწექით. დილით გამახსენდა, რომ ნაცნობი მყავს, რომელიც ადმინისტრაციაში მუშაობს. გადავწყვიტე, რომ მასთან დამერეკა, იქნებ რაიმე რჩევა მოეცა.

ნათელამ მითხრა, რომ დახმარებას ეცდებოდა. მე საბუთები შევაგროვე და ორი კვირის შემდეგ ნიკას კანონიერი მეურვე გავხდი. ის ძალიან ბედნიერი იყო, დედამისს კი ის დღემდე არ გახსენებია.

მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ, როგორც ბებია და შვილიშვილი. ზამთარში ქალაქში მივდივართ, გაზაფხულზე კი აგარაკზე ვბრუნდებით. მალე ნიკა სკოლაში წავა, ის შეძლებისდაგვარად ემზადება: წერს, კითხულობს, ხატავს. ეს უკანასკნელი ყველაზე უკეთ გამოსდის…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს