პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ელენე გვიამბობს.
ერთხელ ჩემმა მეგობრემა სტუმრად დამპატიჟეს. ცოლ-ქმარმა გამაფრთხილა, რომ ძალიან ბევრი სტუმარი იქნებოდა. უარის თქმას ვცდილობდი, ვიმიზეზებდი, რომ ბევრ ხალხში ყოფნა არ მიყვარდა, მაგრამ დამაძალეს. მივედი. სასმელები, სხვადასხვა კერძები. ლაპარაკი დაიწყეს.
ყველა ლაპარაკობდა, მე კი ჩუმად ვიყავი. გამოკითხვა დამიწყეს. არ მიყვარს რაღაცას რომ მეკითხებიან, ლაპარაკი არ მიყვარს. ერთი გადამეკიდა. მთელი ერთი საათი მელაპარაკებოდა წესიერებაზე, რთულ ცხოვრებაზე ადამიანთა გარემოცვაში, რომლებიც აკურატულად არ გამოიყურებიან და კულტურული მოქცევა არ იციან. სამჯერ მკითხა, მე რა აზრის ვიყავი ამასთან დაკავშირებით. მე კი ვუპასუხე, რომ მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, დედამისის პერანგს არ ჩავიცვამდი, მამამისის პიჯაკის ქვეშ. და არც სალათს შევჭამდი საერთო თეფშიდან, საკუთარ თეფშზე დავიდებდი. მამაკაცმა ბოლომდე არ მომისმინა, ჩქარა ჩაიცვა და წავიდა. დიახ, მე გულწრფელობა მიყვარს.
ერთი ქალბატონი ჯანსაღ კვებაზე საუბრობდა და ჩიოდა, რომ სუფრა დიეტური არ იყო. ამასთან დაკავშირებით აზრი მეც მკითხა. ორჯერ. მე ვუპასუხე, რომ ის სწორი კვების ეტალონი იყო და სუფრაზე მისთვის საკვები აღარ იყო, გათავდა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც თვითონ იჯდა. ქალი აწრიალდა, თქვა რომ ეჩქარებოდა. ღვეზელი ბოლომდე შეჭამა და წავიდა. დიახ, მე სიმართლე მიყვარს.
და ისევ კითხვები, ამჯერად ქალებისგან. ერთი ქალი იმით ტრაბახობდა, რომ მამაკაცებს ძალიან მოსწონდათ. ის მამაკაცების დიდ ყურადღებას იპყრობდა, როდესაც ესპანეთში და თურქეთში ისვენებდა. ესენი იყვნენ მასაჟისტები და ოფიციანტები. შემდეგ მე მკითხა. მე ვუთხარი, რომ ისინი ჩემს ცხოვრებაში არ არსებობენ. მე არც ერთი ალფონსი არ გამიბედნიერებია. არც თურქი და არც ესპანელი. ფული მენანება, ძუნწი ვარ.
ამის შემდეგ, რატომღაც დანარჩენებიც აწრიალდნენ და წავიდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა. დავრჩით მხოლოდ მე, ჩემი დაქალი, მისი ქმარი და ბებია.
-რა კარგია, – თქვა ჩემმა დაქალმა. – პირველი შემთხვევაა, რომ სტუმრები ასე მალე წავიდნენ.
-ახლა ალუბლის ლიქიორს გამოვიტან, თავად მოვამზადე, სპეციალურად ვინახავდი, – დაამატა მისმა ქმარმა.
ლიქიორს ვსვამდით და მზის ჩასვლას ვუყურებდით. სიჩუმე იდგა, ფოთლების სურნელი. შესანიშნავი იყო.
-გმადლობთ, რომ დამპატიჟეთ, – ვთქვი მე. – აქ ძალიან კარგია.
-შენი ნახვა ყოველთვის გაგვიხარდება, – მიპასუხეს მათ.
რა თქმა უნდა, მე მათ კიდევ ბევრჯერ ვესტუმრები. მადლიერი ვარ.