როგორც ერთი ცნობილი ინგლისური ანდაზა გვეუბნება: “მეგობრისთვის ფულის სესხება, ნიშნავს მის დაკარგვას”. მართლაც, ბიზნესმენები და არა მხოლოდ ისინი, ყოველთვის გვირჩევენ, არ დავიწყოთ ბიზნესის კეთება ახლობელ ადამიანთან ერთად. ეს თითქმის ყოველთვის მარცხით დასრულდება. თუ არა ფინანსური თვალსაზრისით, მაშინ ადამიანებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით.
იგივე ეხება ნათესავებსაც. სესხის მეცემა იმ ადამიანისთვის, ვისაც მოგვიანებით ვერ მოსთხოვთ – უპერსპექტივო გადაწყვეტილებაა. შესაძლოა ვალის არ დაბრუნების აშკარა მიზეზი არ არსებობდეს და შეიძლება ყველაფერი უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე თავიდან ჩანდა. ამას არა უშავს, მაგრამ მაინც არავინ დაგიბრუნებს ვალს. ვინ აფორმებს ოფიციალურად დამოწმებულ ხელშეკრულებას ახლობელ ადამიანთან?
ფულის სესხება
დიდი ხანია, რაც მე და ჩემი მული ერთმანეთს ვერ ვიტანთ. თანაც მე მაქვს ამის მიზეზი, ის კი თავს დაჩაგრულად და დამცირებულად თვლის. ჩვენს კონფლიქტში რამდენიმე ნათესავიც ჩაერია, მაგრამ ეს უმნიშვნელოა. უბრალოდ მაინტერესებს, რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი.
ერთი წლის წინ ჩემი მული ჩემს ქმარს ესტუმრა და დახმარება სთხოვა. მე ქალაქში არ ვიყავი, ამიტომ ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე. შესაბამისად, ჩემი ქმრის შეჩერება ვერავინ შეძლო. საქმე კი ეხებოდა, აი რას: მულს სახლში რემონტის დასრულება უნდოდა და თანხა არ ყოფნიდა. ვისთვის უნდა მიემართა, თუ არა საკუთარი ძმისთვის? მას სულაც არ აინტერსებდა, რომ მას საკუთარი ოჯახი ჰყავდა და საკუთარი ხარჯები ჰქონდა.
ჩემს ქმარს უარი არ უთქვამს, რადგან საჭირო თანხა ჰქონდა. მილიონერები არ ვიყავით, მაგრამ ფულს ეკონომიურად ვხარჯავდით და ყოველ წელს ვახერხებდით თანხის შეგროვებას, საზღვარგარეთ დასასვენებლად. ეს ჩვენთვის ერთგვარი განტვირთვა იყო. ამ დასვენების წყალობით შეგვეძლო მუშაობის გაგრძელება და ერთმანეთის მიმართ ვნებისა და სიყვარულის შენარჩუნება. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ნორმალური პრაქტიკაა.
ჩემმა მულმა საჭირო თანხა აიღო, ჩემს ქმარს დაპირდა, რომ სრულად დაუბრუნებდა და განაგრძო თავისი ბინის გარემონტება. არ ვიცი, მისმა ქმარმა საერთოდ როგორ გამოუშვა ჩვენთან. მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მანამდე ძალიან კარგად დავფიქრდებოდი. მიუხედავად ამისა, როდესაც შევხვდით, ის საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
გავიდა სამი თვე. მულს ფული ამ დროისთვის უნდა დაებრუნებინა, მაგრამ მისგან არაფერი ისმოდა. ჩვენ საკუთარი საქმეებით ვიყავით დაკავებულები და გადავწყვიტეთ ცოტა კიდევ მოგვეცადა, რადგან ის უცხო არ იყო. არც ერთი და არც ორი თვის შემდეგ საყვარელ ნათესავებს მოსვლით არ გავუხარებივართ. მოგვიწია, რომ ისევ ჩვენ გვემოქმედა.
შევთანხმდით, რომ ერთმანეთს კაფეში შევხვდებოდით, რომელიც ჩვენი სახლების სიახლოვეს მდებარეობდა. ჩემი მული მარტო მოვიდა. მოგვესალმა, რამდენიმე კომპლიმენტი გაგვიკეთა ბევრს გვიღიმოდა. თითქოს ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით, ან თითქოს ჩვენ ვიყავით მასთან მისული დახმარების სათხოვნელად.
როცა საუბარი პირდაპირ ვალზე გადავიტანეთ, ჩემს მულს ძალიან ეწყინა. მან სახე დამანჭა, შემდეგ კი თეატრალურად მიუბრუნდა ჩემს ქმარს და ჰკითხა, ახსოვდა თუ არა, როგორ იცავდა იგი თავის უმცროს ძმას ბავშვობაში? როგორ იდგა მისთვის ყოველთვის მთასავით და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახლა ანგარიში საბოლოოდ გასწორებულია?
აღმოჩნდა, რომ მისთვის საერთოდ არ არსებობს ვალის ცნება, როდესაც თემა ახლობლებს ეხება. მის გონებაში ფინანსური ჩარჩოები არ არსებობს, როდესაც საქმე ნათესავებს ეხება. ამიტომ ფულის დაბრუნება, ამ შემთხვევაში, მისთვის ცუდი მანერაა. ეს არ იყო თვალთმაქცობა, ის ნამდვილად ასე გრძნობდა. საუბარი არ შედგა, ჩვენ შოკში ვიყავით და მე შევთავაზე, რომ დავშლილიყავით და უკვე სახლში კარგად გამეანალიზებინა სიტუაცია, ჩემს ქმართან ერთად. ასეც მოვიქეცით.
საშინაო კრებაზე გადაწყდა, რომ არ დავნებებულიყავით და საკუთარი მიზნისთვის მიგვეღწია. ეს ჩვენთვის წვრილმანს არ წარმოადგენდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ფულით ჩვენ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს ვინარჩუნებდით. გადავწყვიტეთ, რომ ჩემი ქმრის ნათესავები მოგვეწვია და ერთად გვემსჯელა. იქნებ ამის შემდეგ მოსულიყო გონს ჩემი მული.
დიდ ოჯახურ შეკრებაზე, ჩვენ დავმარცხდით. თითქმის ყველა ნათესავმა ჩემი მულის მხარე დაიჭირა. მათ დაცინვა დაგვიწყეს, რამდენიმემ ძუნძი წყვილიც გვიწოდა. ჩემმა დედამთილმა შეგვახსენა, რომ მან ჩვენც და მასაც ერთოთახიანი ბინები გვაჩუქა. ის გვეკითხებოდა, როდის ვაპირებდით მისი ბინის დაბრუნებას.
ჩემი მულის ქმარიც კი, ის მელოტი მსუქანი, რაღაცებს ამბობდა. ის კაცი, რომელმაც ფული ვალად გამოგვართვა და ახლა დაბრუნება არ სურდა. მოკლედ, ყველა ფრონტზე დავმარცხდით. კიდევ კარგი, რომ ჩხუბი არ მოხდა. უბრალოდ გაგვკიცხეს სკოლის მოსწავლეების მსგავსად და მორჩა.
ზოგადად, ამ ოჯახური “შეკრებიდან” დაახლოებით ერთი თვე გავიდა. ჩემი მული არ დაგვიკავშირებია. ცხადია, ის თვლის, რომ მართალია. ჩემი ქმარი უკვე ყველაფერს შეეგუა და მხოლოდ ხუმრობდა, რომ ეს მისთვის სტიმული იქნებოდა, რათა შემოდგომისთვის დასვენებისთვის საჭირო თანხა ეშოვნა. რა სისულელეა, მშვენივრად ვიცი, როგორი ხელფასი აქვს.
მე კი, შიგნიდან ვიწვი. სასამართლოში წასვლას აზრი არ აქვს. ეს იყო ზეპირი შეთანხმება ნათესავებს შორის. რომც მივაღწიოთ სამართალს, ჩემი ქმრის მთელი ოჯახი ჩვენს წინააღმდეგ შეიარაღდება. ჩემი დედამთილი აუცილებლად წაგვართმევს ბინას. რა უნდა გავაკეთო ასეთ შემთხვევაში? დასვენება – წლის მნიშვნელოვანი ნაწილია, მის გარეშე თავს არაკომფორტულად და დაჩაგრულად ვიგრძნობ.
რაღაც უნდა მოვიფიქრო. არ მინდა, რომ ეს ფული ჩემს მულს დავუტოვო. არც ყველასთან ჩხუბი არ მინდა. ამ შემთხვევაში ჭკვიანურად და ბრძნულად უნდა იმოქმედო.