თუ უცებ ნათესავის ვალების გადახდას დააპირებთ, გირჩევთ, არ დახარჯოთ იმაზე მეტი თანხა, რომლის დაკარგვისაც არ გეშინიათ. რათა მოგვიანებით, ეს არ იქცეს დრამად ან თუნდაც ტრაგედიად. დაე, დიდი კრედიტები ბანკებმა გასცენ. მათ აქვთ ამისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ინფორმაცია. ჩვეულებრივი ადამიანები კი, ასეთი ქმედების შედეგად დროზე ადრე ჭაღარავდებიან.
ჯერ ერთი, როგორც მსესხებელი, ვერაფერს მოიგებთ, რადგან ნათესავს პროცენტებს ვერ გამოართმევთ. მეორეც, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართება, ძალიან გაგიჭირდებათ იმის დაბრუნება, რაც თქვენია და სხვა ახლობლებიც კი დაიწყებენ თქვენს გაკიცხვას. მერწმუნეთ, ეს არის კლასიკური რეაქცია ასეთ შემთხვევებში. და, მესამე, მთელი ეს აურზაური მხოლოდ უარყოფითს მოუტანს თქვენს ნერვულ სისტემას, რომლის მკურნალობა ძალიან რთული და ძვირია. ამბობენ, რომ ყველა დაავადება ნერვებიდანაა.
ნათესავის ვალი
მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის ვარ, ყოველ წელს დაბადების დღეს ორჯერ აღვნიშნავ. პირველად იმ თარიღს, როდესაც დავიბადე. მეორედ კი, როდესაც ხანძარს გადავურჩი. უფრო სწორად, ჩემმა დამ გადამარჩინა. სახანძრო მანქანის მოსვლამდე 20 წუთით ადრე ჰაერზე გამიყვანა. აშკარაა, რომ ისინი მოსვლას ვერ მოასწრებდნენ.
ეს ისტორია სინამდვილეში საკმაოდ ბანალურია. მე, შვიდი წლის სულელმა, ტელევიზორში ვნახე როგორ კეთდება კარამელი. ამისათვის საჭიროა ტაფაში შაქრის ჩაყრა და თხევად მდგომარეობამდე მიყვანა. ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ, ამიტომ გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება. შაქარი მაშინვე არ გადნა, ამიტომ გადავწყვიტე სხვა ოთახში დავლოდებოდი. ამ დროს მულტფილმების ყურებით გავერთე, ტაფას კი სქელი კვამლი აუვიდა.
როგორც მოგვიანებით გვითხრეს, ცეცხლი ჯერ ფარდას გაუჩნდა, შემდეგ კი მთელ სამზარეულოს. დაკვამლიანება მოხდა, ცუდად გავხდი. კიდევ კარგი, რომ ჩემი და სკოლიდან ადრე დაბრუნდა და გარეთ გამიყვანა. ის ნამდვილი გმირივით მოიქცა.
დედა და მამა არც კი გამიბრაზდნენ. საყვედური მითხრეს და ეგ იყო. მაგრამ ოჯახში ჩემი და ყველაზე საყვარელი გახდა. მთელი ყურადღება მას ხვდებოდა. დედაჩემი კი გამუდმებით მახსენებდა იმ შემთხვევას და ყოველთვის მირჩევდა, რომ ჩემი დისთვის კიდევ ერთხელ გადამეხადა მადლობა გადარჩენისთვის. 20 წლის გასვლის შემდეგაც კი, წარმოგიდგენიათ?
ჩვენ გავიზარდეთ. მე თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა დავიწყე, პროგრამისტი გავხდი. ამ პროფესიამ მომცა საშუალება კარგად მეცხოვრა, ბევრი საინტერესო ქვეყანა მენახა და საინტერესო ადამიანებს შევხვედროდი. ჩემი დას, სამწუხაროდ, ასე არ გაუმართლა. ეს ჩემი ბრალი არ არის, ის უბრალოდ კარგად არ სწავლობდა.
თავიდან სპეციალობით მუშაობდა, მერე მეგობარმა სილამაზის სალონში წასვლა ურჩია. იქ უფრო მეტს იხდიდნენ, ეს საქმე მოსწონდა. წამწამები, ფრჩხილები, ნუნები… პრინციპში, მიხაროდა, რომ კარგად იყო. შემდეგ კი იგი ვიქტორს შეხვდა და ცოლად გაჰყვა.
ეს ბიჭი თავიდანვე არ მომწონდა. პატარა, ვიწრო თვალები. მოვალეობის მომხდელი ღიმილი სახეზე, რომელსაც იდეალურად მოვლილი წვერი ამშვენებდა. გამხდარი, ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფი მამაკაცი. რეალურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები არ არსებობენ, თუ გულმოდგინედ არ თამაშობ ამ როლს. მოკლედ, მე ჩემს დაზე ვღელავდი, მას კი ეს ვიქტორი თავდავიწყებით უყვარდა, მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა.
იმედი მქონდა, რომ დედაჩემიც ჩემნაირად იფიქრებდა, მაგრამ ვიქტორის გავლენის ქვეშ ისიც მოექცა. სასაცილო ის არის, რომ როდესაც ერთად ვიკრიბებოდით, ჩემი ნათესავები მას ბევრად უფრო უკეთესად ექცეოდნენ, ვიდრე მე. დედაჩემი მასთან უფრო ახლოს ჯდებოდა, ვიდრე მე. მის ხუმრობებზე იცინოდა, თუმცა ჩემი იუმორი საერთოდ არ ესმოდა.
ვიქტორი ბიზნესმენი იყო. მე რას ვაკეთებდი, მხოლოდ ღილაკებს ვაჭერდი, ის კი საქმიანი მამაკაცი იყო, ცხოვრებისეული ცოდნით და გავლენიანი ნაცნობებით. რამდენჯერაც არ უნდა მეკითხა, რა ბიზნესი ჰქონდა ჩემს სიძეს, კონკრეტულ პასუხს ვერ ვღებულობდი. ძალიან ფართო საქმიანი დიაპაზონი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საშუალო გონება ამას ვერ ჩასწვდებოდა.
ამიტომ, გამიკვირდა, როდესაც მათი ქორწილიდან 3 თვის შემდეგ ვიქტორმა მასთან შესახვედრად მიმიწვია. რაში დასჭირდა ასეთ საქმიან ადამიანს ჩვეულებრივი „ღილაკების დამჭერი“? რა თქმა უნდა, საქმისთვის. და არა უბრალო საქმისთვის, არამედ ძალიან მომგებიანი საქმისთვის. თუმცა მასში შესვლისთვის ფული იყო საჭირო. და, როგორც მოგეხსენებათ, სერიოზულ ბიზნესმენებს ნაღდი ფული არასდროს აქვთ ხელში. ეს ყველაფერი “ტრიალებს და მოგება მოაქვს”, თუ არ იცოდით.
საუბარი იყო რამდენიმე ათას მარადმწვანეს სესხებაზე. ჩემთვის ეს სასიკვდილო არ იყო, თუმცა დამეთანხმეთ, რომ ჩვენს დროში ეს პატარა თანხა არ არის. ამის შესახებ მთელმა ოჯახმა იცოდა. გეგმა შემდეგი იყო: ჩემი დის ოჯახს “ცოტათი უნდა დავხმარებოდი“. ამ თანხით ისინი იპოთეკის პირველად შენატანს გადაიხდიდნენ, მათი ოცნების ბინაში. როგორც ხვდებით, ცუდ მოგებას არ ნახავდნენ.
არც ერთ თვის და არც ექვსი თვის შემდეგ დაპირებული “მოგება” არ მიმიღია. თუმცა ამ დროისთვის, ჩვენი შეთანხმების მიხედვით, ჩემი ფული უკვე ჩემთან უნდა ყოფილიყო. გულწრფელად რომ გითხრათ, მე თვითონაც ცოტა გადამავიწყდა, რადგან ერთდროულად ბევრი საქმე გამომიჩნდა და არც ჩემი სიძე შემხვედრია. თუმცა, კიდევ 3 თვის გასვლის შემდეგ გამიჩნდა სამართლიანი კითხვები ჩემს “ინვესტიციებთან” დაკავშირებით.
დედაჩემის დაბადების დღე ახლოვდებოდა. მინდოდა, სანამ შანსი არსებობდა, ვიქტორს ცალკე დავლაპარაკებოდი. მაგრამ მან პირველმა დაიწყო საუბარი. ყურადღება მოითხოვა, ადგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში საუბრობდა, თუ რა კარგი ბიჭი ვარ, რომ რთულ დროს მათ ოჯახს დავეხმარე. რომ ისინი მადლობელი არიან იმ თანხის გამოყოფისთვის, რომელსაც, რა თქმა უნდა, მაშინვე დამიბრუნებენ, როდესაც ამის შესაძლებლობა გაჩნდება.
ანუ, ჩემი ფული “100%-ად მომგებიანი ინვესტიციიდან” ჩვეულებრივ ვალად გადაიქცა. და არა უბრალო ვალად, არამედ ჩემი დის ვალად. რაც სინამდვილეში, მას საჩუქრად აქცევს. უფრო მეტიც, ასეთ ამბავზე ჩემი რეაქცია ძალიან სასიხარულო იყო. ჩემი მშობლები ყველანაირად მხარს უჭერდნენ ჩემს სიძეს, მამაჩემმა თანაგრძნობით მხარზეც კი დაადო ხელი. ისე დავიბენი, რომ არც კი გამიპროტესტებია. უბრალოდ სულელურად ვიღიმებოდი, როცა ვიქტორი ხელის ჩამოსართმევად მომიახლოვდა.
ნებისმიერ სიტუაციაში, დადებითი მხარე უნდა იპოვოთ. ეს ფული რომც დავკარგო, არა უშავს, კიდევ ვიშოვი, ამის შესაძლებლობა მაქვს. ვიქტორი ჩემი მშობლებისთვის მეორე ვაჟივით არის, ჩემს დას კი – ახლა უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ადრე. სამაგიეროდ, ოჯახურ შეხვედრებზე, ან თუნდაც პირად საუბარში, დედაჩემი აღარ მაწუხებს წარსულში ჩადენილი საქციელის შეხსენებით. არ მოითხოვს და არ მირჩევს, რომ ჩემს დას მადლობა გადავუხადო ჩემი გადარჩენისთვის.
ამ მხრივ, ახლა თავისუფალი ვარ. ღირდა თუ არა ეს ამხელა თანხად? დიახ! მე ახლა მორალურად გადავუხადე ჩემს დას იმ დღისთვის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ. დაგვაახლოვა თუ არა ამ ფაქტმა მე და ვიქტორი? რა თქმა უნდა, არა. სამაგიეროდ, ახლა ძალიან აღარ ვნერვიულობ იმის გამო, რომ ის ჩემი დის ქმარია. მისნაირი ადამიანები არ დაიკარგებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი დაც კარგად იქნება.
ბედნიერი დასასრული? მე ვფიქრობ, დიახ! ჩემი ჯიბის გარდა არავინ დაზარალებულა. მაგრამ ეს ოჯახია და ფინანსურ წვრილმანებზე თვალი უნდა დავხუჭოთ. ეს უბრალოდ ფულია. პირადად მე, ასე ვფიქრობ!