
ალბათ, მხოლოდ ზარმაცებს არ სმენიათ, როგორ ამზადებს იულია ვისოცკაია ხაჭოს კვერებს. სწორედ იმ კვერებს, რომლებშიც მთავარი – “ქერქია”. მაგრამ თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც ინტერნეტ სკანდალებს თვალს არ ადევნებს, მაშინ ახსნა-განმარტების ჯგუფი უკვე თქვენთანაა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რატომ შეუტია უცებ ყველამ კულინარიის გურუს.
ვისოცკაია ხაჭოს კვერებს ამზადებს
მიმდინარე წლის აპრილში სოციალურ ქსელები ვრცელდებოდა ვიდეოები, რბილად რომ ვთქვათ, იულია ვისოცკაიას წარუმატებელი რეცეპტებით. კომენტარებში წერდნენ: ადრე რატომ ვერ ხვდებოდნენ ამას? იყო დრო, როცა თითქმის ყველა დიასახლისი აღფრთოვანებული იყო მუდამ მომღიმარი წამყვანით, ხოლო მისი შოუ “ვჭამთ სახლში” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული იყო. უფრო მეტიც, მის კულინარიულ ექსცესებს უყურებდნენ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც. რა სახის ფენომენია ეს?
აი, ვისოცკაია ქათმის ფრთებს წვავს ბეკონში და სანამ შეიწვება ის ბოსტნეულის სალათს ამზადებს (ძალიან გონივრული ნაბიჯია), მის ზურგს გრილი, პირდაპირ ცეცხლის ალშია გახვეული. რა თქმა უნდა, მთელი ხორცი გაშავდა და ნახშირს დაემსგავსა, მაგრამ ვისოცკაიასთვის ფრთები მაინც “მადის აღმძვრელად” გამოიყურება.
ახლა იულია კომბოსტოს ბლინებს წვავს, რომლებიც უფრო უფორმო მცენარეულ მასას ჰგავს და კომბოსტოს ცალკეულ ნაჭრებად იშლება. განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა კიბორჩხლის სუპის რეცეპტი. წამყვანმა კიბორჩხალები ჯერ მოხარშა, შემდეგ კი ჯავშანთან ერთად დააბლენდერა. მმმ, თითებს გაილოკავთ!
ჩაშუშული პომიდვრის რეცეპტი – კულინარიული ხელოვნების ცალკე სახეობაა. როდესაც ვისოცკაიამ ღუმლიდან თითქმის დამწვარი ბოსტნეული ამოიღო, კულისებში ქალმა იკითხა, პომიდორი ასეთი შავი უნდა ყოფილიყო თუ არა. კულინარიული დივას პასუხი დამაჯერებლად ჟღერდა: “დიახ, რაც უფრო შავია, მით უკეთესი”.
ხაჭოს კვერები იულია ვისოცკაიასგან
რომ იცოდეთ, როგორ ამზადებს ვისოცკაია ხაჭოს კვერებს! ეს ვიდეო რომ ვნახე სიცილი ამიტყდა. ყველას არ შეუძლია ასე სერიოზულად აღწეროს კერძის მომზადების პროცესი, რომელიც აშკარად კარგი არ გამოვიდა. პრობლემები ჯერ კიდევ ცომის მომზადების ეტაპზე დაიწყო.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ მოგიმზადებიათ ან გაგისინჯავთ ხაჭოს კვერები, მაშინ ალბათ გეცოდინებათ, რომ ხაჭოს ცომი მკვრივი უნდა იყოს. ვისოცკაიას შემთხვევაში ის ძალიან თხელი იყო. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მან შეურია შინაურული ხაჭო, კვერცხი, არაჟანი და კარაქი.
შესაძლებელი იყო ცომის გადარჩენა, ცოტაოდენი ხორბლის ფქვილის დამატებით, მაგრამ ამის ნაცვლად, ვისოცკაიამ მხოლოდ 1 სუფრის კოვზი ფქვილი გამოიყენა. ეს კრიტიკულად მცირე აღმოჩნდა ასეთი რაოდენობის ცომისთვის.
ყველაზე საინტერესო მაშინ დაიწყო, როცა იულიამ ხაჭოს კვერების შეწვა დაიწყო. ის ძალიან ცდილობდა პატარა კვერების ფორმირებას, მაგრამ მათი შეწვა მაინც ვერ მოახერხა. კვერებზე წარმოიქმნა ქერქი, რომელიც ფაქტიურად შორდებოდა ხაჭოს ცომს, თავად ცომი კი – შიგნიდან გამომცხვარი არ იყო. შეწვის შემდეგ, წამყვანმა ეს კულინარიული ქმნილება ღუმელში მოათავსა „5 წუთით, რათა ხაჭოს კვერები კიდევ უფრო ჰაეროვანი გამხდარიყო“. კი, როგორ არა!
რა სჭირს იულია ვისოცკაიას
ახლა გავარკვიოთ, რა ხდება. ჯერ ერთი, ვისოცკაიას თავი ისე უჭირავს, თითქოს ჭეშმარიტად კარგ კერძებს ამზადებს, ის თავის შეცდომებს არ აღიარებს. მეორეც, ის არც კი ცდილობს შეცდომების გამოსწორებას. როდესაც გადასაღებ მოედანზე მსგავსი რამ ხდება, უბრალოდ ხელახლა უნდა გადაიღონ. თუმცა, როგორც ჩანს, იულიასთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მაყურებლისა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემაზე, თითქოს არავის სმენია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს გადაცემა ნამდვილად პოპულარული იყო. წამყვანით ათასობით ქალი იყო აღფრთოვანებული. იგი პეპელასავით დაფარფატებდა სამზარეულოში და მხიარულად ხსნიდა თვის თითოეულ ქმედებას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იულია პროფესიით მსახიობია. გამოცდილი მზარეულის როლის თამაში მან შესანიშნავად მოახერხა, მაგრამ როგორც მზარეული სამიანს იმსახურებს.
საბედნიეროდ, დღეს უამრავი კულინარიული ბლოგია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. ასე რომ, დროა დავემშვიდობოთ იულია ვისოცკაიას. სხვათა შორის, იცოდით, რომ საკუთარ კერძებს ის იშვიათად ჭამს? საინტერესოა, რატომ?