ძალიან მიყვარს ვარდის ხვეულები, ამიტომ უკვე ვიმარაგებ, ფრთხილად ვარჩევ ფურცლებს

305

ბებიაჩემმა ვარდის მურაბის გაკეთება იცოდა, თავად ყვავილს კი ხვეულებისთვის იყენებდა. ამ ნამცხვარს განსაკუთრებული გემო აქვს, რომელიც სხვა არაფრის გემოს არ ჰგავს. ძალიან მომინდა რეცეპტის გაცოცხლება და თქვენთვის გაზიარება. თუ რა გამოვიდა, ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.

ვარდის ფურცლების მურაბა

ვარდის ხვეულების მოსამზადებლად არ გჭირდებათ ამ ყვავილის კლასიკური მურაბის მომზადება. თუმცა ის თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაქოური ორცხობილას, კურაბიეს, გამოსაცხობად. თუ მურაბის მოხარშვა გეზარებათ, შეგიძლიათ ამ მურაბის ცივი ვერსია მოამზადოთ და ხვეულებისთვის სწორედ ის გამოიყენოთ. ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით!

ცივი მურაბის ინგრედიენტები

  • 200 გ ვარდის ფურცლები;
  • 400 გ შაქარი;
  • ლიმონმჟავა, დანის წვერზე;

ცომის ინგრედიენტები

  • 5 გ დაპრესილი საფუარი;
  • 30 მლ თბილი რძე;
  • 100გ არაჟანი;
  • 50 გ კარაქი;
  • 2 კვერცხის გული;
  • 200 გ ხორბლის ფქვილი.

მომზადების წესი

1. ცივი მურაბის მოსამზადებლად ვარდის ფურცლები ყურადღებით უნდა გადავარჩიოთ, რათა მათში მწერები არ იყოს. შემდეგ ისინი უნდა ჩავყაროთ სანაყში და უნდა დავამატოთ შაქარი. ფურცლები დასრისეთ, მათ წვენი უნდა გამოუშვან.

2. შემდეგ ყვავილის მასას დაამატეთ ლიმონმჟავა, ყველაფერი კარგად აურიეთ. მზადაა! ახლა ცივი ჯემი შეგიძლიათ გადაიტანოთ მინის ქილაში. ამ მდგომარეობაში მისი შენახვა შესაძლებელია მაცივარში – ერთი წლის განმავლობაში. ეს მასა შეგიძლიათ გამოიყენოთ ხვეულების მოსამზადებლად.

3. ცომისთვის შეურიეთ საფუარი და თბილი რძე, სანამ საფუარი მთლიანად არ დაიშლება. თასში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, კვერცხის გულები და არაჟანი. აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. შემდეგ დაუმატეთ ხორბლის ფქვილი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ცომი გადაზილეთ, ამისთვის შეიძლება ფქვილი დაგჭირდეთ. დაამატეთ თქვენი შეხედულებისამებრ. 30-50 გრამზე მეტი არ უნდა დაგჭირდეთ.

5. ცომი გააბრტყელეთ არაუმეტეს 0,5 სმ სისქის ფენად და დაჭერით ერთნაირ სამკუთხედებად. თითოეულ მათგანზე გადაიტანეთ ცოტაოდენი ვარდის ფურცლების ცივი მურაბა და ხვეულა მოამზადეთ.

6. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი გაშალეთ და ხვეულები მასზე გადაიტანეთ. ზემოდან ქაღალდის ხელსახოცები დააფარეთ და კიდევ 30 წუთის განმავლობაში დაასვენეთ. ამის შემდეგ ხვეულებს მცენარეული ზეთი გადაუსვით და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. სანამ ხვეულებს ჩაისთვის მიიტანთ, შეგიძლიათ შაქრის პუდრი მოაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

ვარდის ფურცლების მურაბა: რჩევა

როგორც ხედავთ, ვარდის ხვეულების გამოცხობა სულაც არ არის რთული. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა გულსართიც, თუ ასეთი ექსპერიმენტებისთვის მზად არ ხართ. მაგრამ ყვავილის მურაბის ნუ შეგეშინდებათ! ხალხურ მედიცინაში იგი თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი. მისი გამოყენება სასარგებლოა ყელის ტკივილისა და ანგინის დროს.

თუ ცომის მომზადება გეზარებათ, შეეცადეთ შეიძინოთ ჩვეულებრივი ფენოვანი ცომი მაღაზიაში. გააბრტყელეთ იგი იგივე გზით, ამოჭერით სამკუთხედები და მოამზადეთ ხვეულები, ნებისმიერი შიგთავსით. იდეალური ვარიანტია, როდესაც ბევრი დრო არ გაქვთ, მაგრამ ჩაისთვის რაღაცის მოფიქრება გინდათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს