სადღესასწაულო ვახშამამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა ქმარმა დამირეკა და შემატყობინა ამბავი, რის გამოც ფეხებში ძალა გამომეცალა

2739

ფსიქოლოგებს ათასჯერ უნახავთ თავიანთი პაციენტების ეს მზერა. სასოწარკვეთილი და უიმედო გამომეტყველება. “ჩემი ქმარი წავიდა, რა უნდა გავაკეთო?” და ყოველ ჯერზე ამ სულელური კითხვის მიღმა არის რაღაც კონკრეტული ისტორია. არ აქვს მნიშვნელობა ოჯახში ფული იყო თუ არა. ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ერთად თუ ახლახან დაქორწინდნენ. მსგავსი სიტუაცია შეიძლება წარმოიშვას ძალიან წარმატებულ ქორწინებაშიც კი, რომელიც სიყვარულითა და ბავშვების სიცილით არის სავსე. მაგრამ ერთ მომენტში…

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ინტერნეტი სავსეა ისტორიებით, რომლებიც ამ თემას ეხება. ხალხი მზადაა ნებისმიერი ადამიანისგან მოისმინოს რჩევები, ოღონდ ეს რამენაირად დაეხმაროს. რჩევა კი არა, უბრალოდ რომ მოუსმენთ ვინმე, მათთვის ესეც კარგია. ფსიქოლოგები კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ: მთავარია, თავიდან პირველი პერიოდი გადაიტანოთ, შოკმა გადაგიაროთ და ფხიზლად შეხედოთ ყველაფერს. შემდგომ უფრო მარტივი იქნება და გაგიადვილდებათ სიტუაციის გაგება ან თუნდაც მისი მიზეზების დადგენა.

ქმარმა მიმატოვა, რა ვქნა?

როცა ახალგაზრდა ხარ და მომავლის არ გეშინია, ზოგჯერ არასერიოზულად და საკმაოდ იმპულსურად იქცევი. არ ფიქრობ შედეგებზე, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. ისე იქცევი, თითქოს ახალგაზრდობა სამუდამოდ გაგრძელდება. ეს არ არის მოსაწყენი ლექციის დასაწყისი იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა მოიქცე. ეს მხოლოდ ჩემი აზრებია ხმამაღლა. მითუმეტეს, რომ გამოცდილება გამაჩნია. უკვე ორმოცდაათს გადაცილებული ვარ.

მე და ჩემმა მეუღლემ ორი შვილი გავზარდეთ, რომლებმაც უკვე საკუთარი ოჯახები შექმნეს. ვაჟი სხვა ქალაქში ცხოვრობს, ქალიშვილი კი აქ დარჩა, სახლში მუშაობს და შვილიშვილს ზრდის. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა. რომ არა ერთი მაგრამ, რომელმაც ალბათ რამდენიმე წლის სიცოცხლე წამართვა.

ზამთრის დასაწყისში ჩემს ქმარს დაბადების დღე ჰქონდა. ამ დღესასწაულისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი: სუფრაზე კერძები ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც მას უყვარს: ბევრი ხორცი, თევზი, ლუდი და ყველაფერი ამის მსგავსი. მამაკაცური, მაღალკალორიული, გემრიელი საჭმელი. ის არ მაიძულებდა ამის გაკეთებას, უბრალოდ, მე კარგად შევისწავლე მისი გემოვნება მთელი ამ წლების განმავლობაში.

დილიდან მას რაღაც საქმეები ჰქონდა და შევთანხმდით, რომ საზეიმო ნაწილი გვიან შუადღეს გაგვემართა. ბავშვებსაც დრო სჭირდებოდათ, რომ ჩამოსულიყვნენ. მოკლედ, დამღლელი ლოდინი და უამრავი საქმე. მომწონს ეს სამზადისი, რადგან ვიცი, რომ შემდეგ ყველა ერთად შევიკრიბებით და როგორც წესია აღვნიშნავთ, ერთად კარგად გავატარებთ დროს. მთავარი ეს არის!

თუმცა, იმ დღეს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ქმარმა დამირეკა და არაფხიზელი ხმით მითხრა, რომ სალაპარაკო გვქონდა. ასეთი რამ მას არ სჩვევია, მაგრამ, როგორც ჩანს, რაიმე ძველი წყენა გაიხსენა? აღმოჩნდა, რომ საქმე ბევრად უფრო სერიოზული იყო.

მას ქეთი ჰქვია, გიორგის ყოფილი კოლეგაა. ჩემზე 10 წლით უმცროსი ქალი, ქერად შეღებილი თმით. ფურშეტებზე რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ყურადღებაც არ მიმიქცევია, თუმცა ჩემი ქმარი მას ყოველთვის აქებდა. მერე ის და კიდევ ათიოდე თანამშრომელი გაათავისუფლეს და მისი არსებობაც კი გადამავიწყდა. ჩემს ქმარს კი, როგორც ჩანს, არ დავიწყებია.

იმის გათვალისწინებით, რომ მან ამის აღიარება თავის იუბილეზე გადაწყვიტა, ოჯახურ შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშკარა იყო, რომ ეს ჩვეულებრივ ინტრიგაზე ბევრად უფრო მეტი იყო. თუმცა ჩემთვის ინტრიგაც კრიტიკული იქნებოდა. რა უნდა მექნა? მე თვითონ გავხსენი არყის ბოთლი, ერთი ჭიქა დავლიე და, ეფექტის მოლოდინის გარეშე, ბავშვებს დავურეკე და საღამოს ყველა გეგმა გავაუქმე. მახსოვს, რომ დეტალების ახსნის თავი არ მქონდა, მაგრამ იმ დღეს ნამდვილად არავინ მოსულა.

მეორე დღეს გიორგის შევხვდი. მარტო მოვიდა, ახალი ვარცხნილობით და თვალებში ნაპერწკლებით. მან მითხრა, რომ ჩემს მიმართ არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა, მაგრამ სხვა შეუყვარდა და სხვა გზა არ აქვს. ბინას მე მიტოვებს, მაგრამ მანქანა მიჰყავს. ფულის ნაწილი მან უკვე წაიღო, ამიტომ სხვა არაფერი სჭირდება. ჩვენი შვილები უკვე ზრდასრულები არიან, ამიტომ რაიმე ალიმენტზე საუბარი მისი მიერ ხუმრობად იქნება აღქმული.

და წავიდა. გამოსამშვიდობებელი სცენაც კი არ ყოფილა. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი, ამიტომ უბრალოდ თავი დავუქნიე ხმის ამოუღებლად. მას კი, როგორც ჩანს, რაც შეიძლება სწრაფად სურდა ყველაფრის გარკვევა, ამიტომ როგროც მოვიდა, ისე წავიდა. ზედმეტი სიტყვების გარეშე.

ჩვენი ვაჟი მაშინვე მამის მხარეს დადგა, რადგან ჩათვალა, რომ ჩვენს ასაკში დროა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება შვილებს ან ოჯახურ პასუხისმგებლობებს. ჩვენმა ქალიშვილმა, ჩემი მხარე დაიჭირა. და ზოგადად, ყველა ჩვენი საერთო ნაცნობი მე მიჭერდა მხარს და ჩემს დახმარებასაც კი ცდილობდა. მაგრამ, რა დახმარება მჭირდებოდა? ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მაქვს და შვილებიც მეხმარებიან. სხვა რა მჭირდება?

თვე თვეს მიჰყვებოდა, ცხოვრება გრძელდებოდა. გიორგის შემდეგი დაბადების დღე პრინციპულად არ აღვნიშნე. არც შვილები დამიპატიჟებია. ჩემი ვაჟი ალბათ მამამისთან იქნებოდა, მაგრამ რა მექნა? ამაზე არ გვისაუბრია, ან რა შეიცვლებოდა? ცხოვრება გრძელდება.

სამი დღის წინ გიორგიმ თვითონ დამირეკა. მითხრა, რომ მოსვლა უნდოდა, მაგრამ ეშინოდა, რომ სცენას დავდგამდი და გამოვაგდებდი. მოკლედ, მას დაბრუნება სურს. მისი რომანი დასრულდა, მათ ერთმანეთს ვერ გაუგეს. ვერ შეეწყვნენ, დეტალები არ მაინტერესებს, მაგრამ ვფიქრობ, ხვდებით მთელ არსს. მუხლებზე არ დაიჩოქებს, მაგრამ პატიებას ითხოვს და სურს პირადად დამელაპარაკოს ყველაფერზე.

ვფიქრობ, როგორ მოვიქე? შემიძლია უბრალოდ უარი ვუთხრა და ვერავინ ვერაფერს ვერ მეტყვის. შინაგანი კმაყოფილება და სამართლიანობის გრძნობა – ძალიან სასიამოვნოა. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში ნამდვილად მივხვდი, რომ ფინანსურად აღარ მჭირდება მამაკაცი. მეორე მხრივ, ორივე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ბავშვები აღვზარდეთ, ცხოვრება ერთად გავატარეთ. მაგრამ, ის შეცდა.

ღირს თუ არა მისი საბოლოოდ მიტოვება და ხიდების გადაწვა? თუ ერთხელ ვაპატიო უვარგის ადამიანს, რომ მეორედაც იგივე გაიმეოროს? არჩევანი არის, მაგრამ არ ვიცი როგორ გამოვიყენო. ბავშვებს არ მინდა ვკითხო, უკვე ვიცი რასაც მიპასუხებენ. და არც ახალი ურთიერთობის დაწყება მინდა. აი ასეთი ორაზროვანი სიტუაციაა. საკუთარ ცხოვრებას თავად ვმართავ, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, რომელი გზით წავიდე. ნამდვილად ძალიან რთულია…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს