სახლში უამრავი საჩუქრით ვბრუნდებოდი, მაგრამ ადგილზე მიტანის სერვისმა ჩემოდანი დამიკარგა, რომელშიც ჩემი ვაჟისა და რძლის საჩუქრები იდო

314

ღირს თუ არა საერთოდ იმაზე ფიქრი, თუ რა აჩუქო ოჯახის წვრებს დღსასწაულებზე? იმ გაგებით, რომ ბევრი ადამიანი ახლობლებს მხოლოდ რაღაც უსარგებლო ნივთებს ჩუქნის ან უბრალოდ ფულს. ზოგჯერ, შეიძლება წინასწარ მოლაპარაკება, რადგან ზრდასრულმა ადამიანებმა თავად უკეთ იციან, რა სურთ საჩუქრად.

განსაკუთრებით უცნაურია ზრდასრული ნათესავების პრეტენზიების მოსმენა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საჩუქრებით. თითქოს ვინმე მათ წინაშე ვალდებულია. თუმცა, დამიჯერეთ, დიდ ოჯახებში უარესებიც ხდება. და რატომ ითმენენ ზოგიერთები ასეთ საყვედურებს? პირადი მორალური მდგომარეობა ხომ სხვის “კაპრიზებზე” უფრო მნიშვნელოვანია?

რა ვაჩუქოთ ოჯახის წევრებს

ჩემი რძალი ყოველთვის მაწუხებს თავისი პრეტენზიებით საჩუქრებთან დაკავშირებით. მეუბნება, რომ ჩემი ქალიშვილი უფრო მიყვარს, ვიდრე ვაჟი და მასზე უფრო მეტს ვზრუნავ. მე ორი შვილი მყავს და ორივე ერთნაირად მიყვარს. სიბერეში კიდევ ერთი ნათესავი შევიძინე, რომელიც მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ჩემს ნერვულ სისტემას ანადგურებს. არც კი ვიცი, ამას როგორ ვებრძოლო.

მე და ჩემმა ქმარმა შვილები ისე აღვზარდეთ, როგორც ჩვენ გვეჩვენებოდა სწორად. არც ძალიან სიმკაცრეში და არც ძალიან გაგვითამამებია. სამწუხაროდ, პატარა ასაკში ჩემს შვილებთან იმდენი დრო არ გამიტარებია, რამდენიც მინდოდა გამეტარებინა. საქმე ისაა, რომ 10 წლის წინ სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავედი, რათა ოჯახს ფინანსურად დავხმარებოდი და მენახა იქ ხალხი როგორ ცხოვრობდა.

მას შემდეგ ჩემი შვილების აღზრდით ჩემი ქმარი იყო დაკავებული, მაგრამ თავისთავად ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს და ძალიან დიდხანს ვესაუბრებოდი ჩემს შვილებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან ათასი კილომეტრით ვიყავით დაშორებული. უბრალოდ, ამის შესაძლებლობა არსებობდა. და კიდევ წელიწადში ერთხელ, ერთი თვით ჩამოვდიოდი და დროს ერთად ვატარებდით.

გარკვეული თანხის შეგროვება შევძელი და მშვენივრად მესმოდა, რომ ეს ფული რაღაცაში უნდა გამომეყენებინა. გარდა ამისა შვილები უკვე ზრდასრულები იყვნენ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. პირველი, ჩემი ქალიშვილი გათხოვდა, მას ქორწილში ფული ვაჩუქეთ, რათა ახალგაზრდა ოჯახს პირველი შენატანი გაეკეთებინა ბინის იპოთეკისთვის. ვფიქრობ, ეს კარგი დასაწყისია მყარი ქორწინებისთვის.

ბინა ქალიშვილისთვის

ჩემი ქალიშვილი ძალიან ბედნიერი იყო. მუდმივად მადლობას გვიხდიდა მე და ჩემს მეუღლეს. ჩემი სიძეც მადლიერი იყო. აღარც კი მახსოვს, სიძის მშობლებმა რა აჩუქეს ახალგაზრდებს. ჩემი აზრით, თუ გაქვს საშუალება – უნდა დაეხმარო, თუ არა და – ვერაფერს იზამ. საგანგაშო არაფერია.

შემდეგ ჩემი ვაჟი დაინიშნა. მომავალ რძალთან ბევრი არ მისაუბრია და, როგორც ჩანს, ამაოდ. ძალიან პატარა გოგოა, გამხდარი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, რამდენი ბოროტება და ნეგატივია მასში. რა თქმა უნდა, როცა სჭირდება, ის იღიმის. მაგრამ, ჩემი ბიჭიც კი მეთანხმება, რომ მას ძალიან მძიმე ხასიათი აქვს. როგორც ჩანს, ის ამას თავისი მცირე გაბარიტებითა და საყვარელი გარეგნობით აბალანსებს, როგორც ის ჯიბის ძაღლები, რომლებიც გამუდმებით იღრინებიან და კანკალებენ, თუმცა კატის წონა აქვთ.

პრეტენზიული რძალი

ასეა თუ ისე, ურთიერთობა თავიდანვე ვერ აგვეწყო. ქორწილში მათაც ფული ვაჩუქე, მაგრამ ჩემმა ვაჟმა საცხოვრებლის საკითხის მოგვარების ნაცვლად, მანქანის ყიდვა გადაწყვიტა. ამჟამად ისინი ბინას ქალაქის გარეუბანში ქირაობენ. მათთვის მოსახერხებელია, სამსახურში მისასვლელად რამდენიმე წუთი სჭირდებათ. მაგრამ, როდესაც ქალაქის ცენტრში აქვთ საქმე?

თუმცა, ეს მათი ოჯახია და გადაწყვეტილებებიც თავად უნდა მიიღონ. მაგრამ, ჩემი რძლის აზრით, მე დავაძალე ჩემს ვაჟს ავტომობილის ყიდვა. მას კი ამ ფულით იდეალური დასვენება სურდა. ჩემი აზრით, ეს უფრო არარაციონალური იქნებოდა, ვიდრე მანქანა. ვთვლი, რომ ჩვენთან ქალაქის ნებისმიერ წერტილში ავტობუსითაც შეიძლება მისვლა. თუმცა ასე მე ვფიქრობ და არა ახალგაზრდა თაობა, საერთოდ, მე რა მესმის?

უკვე ერთი თვეა, რაც სამშობლოში სამუდამოდ დავბრუნდი. რა თქმა უნდა, საჩუქრების გარეშე ვერ ჩამოვიდოდი. დიდხანს ვფიქრობდი, რა მეჩუქებინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის. ჩანთების მთელი მთა მოვაგროვე საჩუქრებით. არავის ვაწყენინე: ყველასთვის საკმარისად იყო. მაგრამ მიტანის სერვისმა მიღალატა და ერთი ჩანთა დაიკარგა. ჩეკიც კი მაქვს შენახული. და ვისმა ჩანთამ არ მოაღწია სახლამდე? რა თქმა უნდა, რომელშიც ჩემი ვაჟისა და რძლის საჩუქრები იდო.

ძალიან არასასიამოვნო იყო მათთან თავის მართლება, მაგრამ რა მექნა? ჩემი ვაჟი, რა თქმა უნდა, მხოლოდ იღიმებოდა და მამხნევებდა. მან მითხრა, რომ პირიქით მას უნდა ეჩუქებინა ჩემთვის საჩუქრები. რძალმა კი მხოლოდ ნესტოები დაბერა და არაფერი უთქვამს. ჩვენ, როგორც წესი იყო, აღვნიშნეთ ჩემი ჩამოსვლა და ძალიან ვიმხიარულეთ. თითქოს ყველაფერი დალაგდა და ყველა კმაყოფილი იყო.

გუშინ კი, ჩემი სხვა ნათესავისგან გავიგე, რომ ჩემი რძალი დადის და ყველას ეუბნება, რომ მე მათთვის განზრახ არ ჩამოვიტანე არაფერი, რათა მეტი ფული დამრჩენოდა ჩემი ქალიშვილის საჩუქრებისთვის. წარმოგიდგენიათ, როგორი ხასიათი აქვს? მეტი საქმე არ მქონდა, ასე მოვქცეულიყავი.

საერთოდ არ მესმის, რა ვუყო ჩემი შვილის ცოლს. თუ ის ისევ გამოიგონებს მსგავს სისულელეების, შვილიშვილებს ჩემს მიმართ როგორი დამოკიდებულება ექნებათ? მერწმუნეთ, მე ვიცნობ ასეთი ჯიშის ქალებს. შურისმაძიებლები და მარად გაბოროტებულები. რატომ? ვინ იცის. ერთადერთი ის მახარებს, რომ მას ჩემი შვილი ნამდვილად უყვარს. ეს კარგია, ასეთი სიყვარული ქორწინებისთვის სასარგებლოა. მაგრამ, მე რა ვქნა?

და კიდევ. არასდროს მიფიქრია ამაზე, მაგრამ ახლახანს გამიჩნდა ეს აზრი. ჩემი ქმარი ჩემი რძლისთვის – მეორე მამაა. უყვარს და პატივს სცემს მას. ის მას ძალიან დიდი პატივისცემით ექცევა. უკეთ რომ გაიგოთ, ჩემ ქმარს მისთვის მთელი ამ ხნის მანძილზე ერთი შოკოლადიც კი არ უჩუქებია. ის ჩუმად არის და მათ საქმეში არ ერევა, მაგრამ მანქანისთვის ფული ხომ მე მივეცი? დედამთილმა, და არა მამამთილმა!

ასე როგორ გამოდის, რომ მას ჩემი ქმრის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჩემს მიმართ კი – უამრავი? მე არ ვთვლი საკუთარ თავს ცუდ ან პრეტენზიულ ადამიანად. მაგალითად, ჩემი სიძის მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, ის ჩემი ქალიშვილისთვის შესანიშნავი ქმარია და კარგი მეოჯახე. რატომ არის ეს “პატარა გაუგებრობა” ჩემს მიმართ ასე ნეგატიურად განწყობილი? და, რაც მთავარია, არ ვიცი, როგორ გამოვასწორო სიტუაცია…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს