ამბობენ, რომ რამდენჯერაც არ უნდა გათხოვდეს გოგონა, მისი ყოფილი პირველი ქმარი, ყოველთვის მის გულში იქნება. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ საუბარი აუცილებლად ნაზ და ნათელ გრძნობებზეა. პირველი სერიოზული ურთიერთობა, თავისი სიახლით, ორიგინალურობით და ემოციებით გვამახსოვრდება. და რა ემოციებზეა საუბარი, ეს უკვე ცალკე თემაა.
საბოლოო წერტილის დასმა – გართულებულია საერთო შვილების ან შვილის გამო. მშობლები, რომელთაც ერთმანეთის მიმართ გრძნობები აღარ გააჩნიათ, სიტუაციის ტყვეები ხდებიან. და გამოდის, რომ ისინი ვერც საკუთარ ცხოვრებას ალაგებენ და სხვებსაც უშლიან. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნან? ზოგიერთი ითმენს, სანამ შვილები გაიზრდებიან. ზოგი ტოვებს ოჯახს. რომელი ჯობია? საკმაოდ რთული კითხვაა.
პირველი ყოფილი ქმარი
ცხოვრებაში არასოდეს მიგრძვნია ფინანსური კმაყოფილება. დღემდე, არასოდეს. მაგრამ ღირდა კი 56 წლამდე ლოდინი? არ ვიცი. მადლობა მძახალს, რომ ახლა მაინც ვიგრძენი თავი ადამიანად. მინდა გითხრათ, რომ შეგრძნებები დაუვიწყარია. გინდა იცხოვრო და ცხოვრებით დატკბე.
ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო. როდესაც გავთხოვდი, ახალგაზრდა გულუბრყვილო გოგო ვიყავი. ჩემი ქმარი ქალაქელი ბიჭი იყო, ჩემზე 5 წლით უფროსი. იმ მომენტისთვის უბრალო მუშა იყო, მაგრამ ჩემთვის ეს რაღაც ზებუნებრივი იყო. მისი მოუვლელი ბინა არ მომწონდა, მაგრამ ორი ოთახი – ორი ადამიანისთვის, ძალიან შთამბეჭდავი იყო.
6 თვის შემდეგ მივხვდი, რომ მიუხედავად ცალკე ცხოვრებისა, ჩემი დედამთილი თავის ვაჟის ცხოვრებას მაინც ყოველთვის გააკონტროლებდა. ის მაშინ მოდიოდა, როდესაც მოისურვებდა. შეეძლო დილით ადრე მოსულიყო ან გვიან საღამოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თავისი შვილის გვერდზე ყოფნის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. მართლა ასე იყო და ეს ძალიან მღლიდა.
მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ ჩემს ქმარს დაც ჰყავდა. ის თავის ქმართან და დედამისთან ერთად ცხოვრობდა, ერთ ბინაში. წარმომიდგენია, იქ რა საგიჟეთი იყო. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ დიდხანს ვერ ვორსულდებოდი. თუმცა, ჩემმა მულმა ეს როგორღაც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი გვერდზე ოთახში ცხოვრობდა. როგორც ჩანს ჩემი მულის ქმარს რკინის ნერვები აქვს.
ჩემი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მორალურად ბევრად გამიადვილდა. ფული არ გვყოფნიდა, ჩემი ქმარი ძალიან ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. თითოეული ზედმეტი ლარი ხმარდებოდა ბავშვს, მის ჩასაცმელს, სწავლას. იმ წლებში მივხვდი, რომ ჩემი ქმარი აღარ მიყვარდა. და როგორც პარტნიორი აღარ მჭირდებოდა, რადგან ჩემი ცხოვრება აღარ უმჯობესდებოდა, მთელი ჩემი პოტენციალი კი – საჭმლის კეთებასა და სარეცხის რეცხვას ხმარდებოდა. ვგრძნობდი, რომ მე მეტის გაკეთება შემეძლო.
ხშირად ვკამათობდით, ერთმანეთს კვირების მანძილზე არ ველაპარაკებოდით. გასაგები იყო, რომ ჩვენი ქორწინება დანგრეული იყო და მხოლოდ ჩვენი შვილი გვაკავებდა ერთად. თუმცა, რაც იზრდებოდა, აღარც ის აღარ გამორბოდა თვალცრემლიანი ჩვენ შესარიგებლად. ჩვენს ურთიერთობაზე ჩვენმა ერთადერთმა ქალიშვილმაც კი ხელი ჩაიქნია. ეს სამწუხაროა, მაგრამ არა საბედისწერო. მრავალი წყვილი შორდება, ერთმანეთზე წყენის ქონის გარეშე.
შემდეგ ჩემი ქალიშვილი გაიზარდა და ღირსეული საქმრო იპოვა. თანამედროვე ახალგაზრდობა დროს ტყუილად არ კარგავს, ამიტომ გაცნობიდან 6 თვის შემდეგ ქორწილი გადაიხადეს. ჩემი მძახალი პირდაპირ ქორწილში გავიცანი და იმავე საღამოს გავხდით საუკეთესო მეგობრები. ის ევროპიდან სპეციალურად ვაჟის ქორწილისთვის ჩამოვიდა. ჩვენ მთელი საღამო ვსაუბრობდით, რამაც საბოლოოდ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს მომავალზე.
ლოგიკურია, რომ როდესაც ჩემი ქალიშვილი მშობლების ბუდიდან გაფრინდა, მეც მის მაგალითს მივბაძე. მე და ჩემს ქმარს შორის შედგა მოკლე საუბარი, რაც უკვე დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა. ჩვენ ერთმანეთს მადლობა გადავუხადეთ ერთად გატარებული დროისთვის, ვიტირეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
მე ევროპაში წავედი სამუშაოდ. ჩემმა მძახალმა კი ყველა საჭირო მისამართი და ტელეფონის ნომერი მომცა. მისი წყალობით ძალიან კარგად მოვეწყვე და მუშაობა პირველივე კვირიდან დავიწყე. ყველას ვურჩევ ასე მოქცევას. საზღვარგარეთ წასასვლელად წინასწარ უნდა მოემზადოთ.
ოთხწლიანი მძიმე შრომის შემდეგ ოროთახიანი ბინის ფული მოვაგროვე. არაფერი მიშლიდა ხელს, რომ სამშობლოში ჩამოვსულიყავი და საკუთარი სიამოვნებისთვის მეცხოვრა. გარდა ერთი წვრილმანისა, ჩემი ყოფილი ქმრისა.
საქმე ისაა, რომ ამ დროის მანძილზე მან სხვა ქალი იპოვა და მასთან ერთად ჩვენს ძველ ბინაში ცხოვრობდა. გულსატკენი იყო ქალის ნახვა, რომლისთვისაც ოროთახიანი სარემონტო „ხრუშოვკა“, მის ასაკში, საცხოვრებლად ნორმალურ ვარიანტს წარმოადგენდა. ეს ხომ ფაქტიურად მე ვიყავი, წინა ცხოვრებიდან. თუმცა, სხვა რამ იყო უფრო მნიშვნელოვანი.
ჩემმა ქმარმა დათმობაზე წასვლა მთხოვა. კერძოდ, მე უნდა დამეთმო ჩემი წილი ჩვენს საერთო ბინაში და ის ერთპიროვნული მფლობელი უნდა გამხდარიყო. შვილების გაჩენას ის აღარ აპირებს, ამიტომ საბოლოოდ სახლი ჩვენს ქალიშვილს დარჩება. მე ახლა საცხოვრებელი ადგილი მაქვს და ამიტომ, ის თვლის, რომ მე წინააღმდეგი არ ვიქნები.
მე ამის მხოლოდ მომხრე ვარ. წაიღოს, რადგან ასე თვლის საჭიროდ. მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. მის ახალ ცოლს შვილი ჰყავს და, რა თქმა უნდა, მასაც სურს, რომ უზრუნველყოს იგი. და თუ მე ჩემს წილს დავთმობ, ვინ იცის, ხომ არ შეხვდება ის უცხო ადამიანს? მეც ქალი ვარ და მშვენივრად მესმის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რა ურთიერთობაც არ უნდა მქონდეს ჩემს ქმართან, მე მას მატყუარად არ ვთვლი. მის ახალ არჩევანში კი – დარწმუნებული არ ვარ. მათი საცხოვრებელი ფართი ნამდვილად არ მაღელვებს, მაგრამ უცხო ქალის ნდობას, როგორ მაიძულებთ? მინდა, რომ ყველა კარგად იყოს, მაგრამ ცხოვრება ისეთი რამაა, რომ ვერავის ენდობი. ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდე.