საზღვარგარეთ ვმუშაობდი და თითოეულ გროშს ვზოგავდი, რათა დედაჩემს და ჩემს ქალიშვილს კარგად ეცხოვრათ, მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ

36381

ზოგიერთი ჩვენგანი ფულს ზოგავს და რაღაც განსაკუთრებული მიზნისთვის აგროვებს, თუნდაც ამ მიზნამდე დიდი გზა ჰქონდეს გასავლელი. სინამდვილეში ეს ყველას არ ძალუძს. უარს ვამბობთ კომფორტზე და პატარა წუთიერ სურვილებზე, რომლებისგანაც შედგება ჩვენი ცხოვრება. მაგრამ ოცნებები ყოველთვის არ ხდება და მერე…

კარგი ნებისყოფის მქონე ადამიანები ყოველთვის დარწმუნებული არიან საკუთარ მოტივაციაში. თუ მათ ფულის შეგროვება რაიმე უძრავი ქონებისთვის სჭირდებათ, დარწმუნებული იყავით, რომ ისინი ამას გააკეთებენ. გახდომის მიზნით, რაიმე საკვებზე სჭირდებათ უარის თქმა? 6 თვეში მათ უკვე სასურველი პრესი ექნებათ. მთავარია, რომ შედეგი დახარჯულ ძალისხმევად ღირდეს. თუ არა, მაშინ ის შეიძლება დიდმა იმედგაცრუებამ ჩაანაცვლოს.

დაზოგვა და დაგროვება

მთელი 7 წლის მანძილზე, რაც საზღვარგარეთ ვმუშაობდი, საკუთარი თავისთვის რაიმე წუთიერ სიამოვნებაზე ფულის დახარჯვის უფლება არ მიმიცია. თუმცა, მართალი გითხრათ, ზოგჯერ ძალიან მინდოდა. არ მიყიდია ძვირფასი ტანსაცმელი, რადგან წასასვლელიც არსად მქონდა. საკუთარი თავი არც რაიმე განსაკუთრებული საჭმელებით გამინებივრებია, თუმცა დამიჯერეთ, რომ ადგილობრივები ამაზე გიჟდებოდნენ. ყავასაც მხოლოდ მაშინ ვსვამდი, როდესაც წნევის მოწესრიგება მჭირდებოდა. ავადმყოფი თავით შორს ვერ წახვალ, მე კი ყავა უფრო ბუნებრივ წამლად მიმაჩნია, ვიდრე აბები.

აი ასე, თიყოეულ გროშს ვზოგავდი და ასე ვცხოვრობდი. ჩემი აზრით ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. დრო=ფულს. და პირიქით: რაც უფრო მეტ ფულს ვზოგავდი, მით ნაკლები დრო მჭირდებოდა დაგეგმილი თანხის შესაგროვებლად. ფული ოჯახისთვის მჭირდებოდა, უფრო სწორედ ჩემი ქალიშვილის მომავლისთვის.

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე მივატოვე ჩემი ქმარი, რომელიც ჩემი შესაფერისი ადამიანი არ აღმოჩნდა. მასში საერთოდ არ იყო სიმკაცრე და რაციონალიზმი, რასაც მე ძალიან ვაფასებ მამაკაცებში.

სკოლის მოსწავლე გოგონას მამა, ახალგაზრდა მეუღლე, რომელსაც არ შეეძლო საკმარისი ფულის გამომუშავება და თან საკუთარ თავს უფლებას აძლევდა, რომ სამსახურის შემდეგ დრო მეგობრებთან ერთად გაეტარებინა და სულელურ ჰობიზე დაეხარჯა. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა.

განქორწინების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საკუთარი ოჯახისთვის ფული თავად უნდა გამომემუშავებინა. და იდეალურ შემთხვევაში გამეცნო თავდაჯერებული მამაკაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპებს გაიზიარებდა. რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული არ ვიყავი, მარამ რა იცი? ბავშვი დედაჩემთან დავტოვე, ბინა ერთ ნაცნობ წყვილს მივაქირავე და თავად ჩემი გეგმების განსახორციელებლად გავემგზავრე.

რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა ძალიან ძნელია. მუდმივად ფეხზე დგახარ, ძალიან ბევრი ჭურჭელი გროვდება. წყეული ტენიანობა. გარდა ამისა, დასაწყისში ძალიან მაღიზიანებდა ის, რომ მარტივ საუბარში ჩართვა არ შემეძლო, ცოდნა არ მყოფნიდა. დროთა განმავლობაში რამდენიმე საჭირო ფრაზა ვისწავლე და ასე თუ ისე აზრიანი წინადადებების შედგენა შემეძლო.

მერე ერთი მამაკაცი გავიცანი, ცოტა ხნის შემდეგ – მეორე. თუმცა სერიოზული ვერავინ. აღმოჩნდა, რომ ევროპელები კარგ ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულნი და მათ არ ჰქონდათ ისეთი შინაგანი სწრაფვები როგორიც მე. რაში მჭირდებოდა ერთი უჟმურის გაცვლა მეორეზე? არა, თქვენ განაგრძეთ თქვენი ლიმონის ნამცხვრების ჭამა, მე კი საკუთარ თავს თავად მივხედავ.

ერთხელაც აღმოჩნდა, რომ პლანშეტი დამეკარგა, რომლითაც დედას და ქალიშვილს ვუკავშორდებოდი. არ ვიცი, დავკარგე, თუ მომპარეს. თითქმის ორი კვირა გავიდა, სანამ იაფიან მოდელს ვნახავდი და ხელზე შევიძენდი. როგორც უკვე გითხარით, დაზოგვა მჭირდებოდა და დაუგეგმავ შენაძენს ჩემი გეგმები არ უნდა დაეზარალებინა.

ჩემი ქალიშვილი და დედაჩემი ძალიან ნერვიულობდნენ, ამიტომ ძალიან გაუხარდათ, როდესაც ეკრანზე ხელახლა დამინახეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მათი ემოციები გულწრფელი იყო და ტყუილად არ ვხარჯავდი ჩემი ცხოვრების წლებს უცხოეთში.

დრო გადიოდა. ფული არავითარ საქმეში არ ჩამიდია, მოგების მიღების მიზნით. რისკები ძალიან დიდი იყო. ხელფასის მესამედს სახლში ვგზავნიდი, დანარჩენს ჩემთან ვინახავდი. ჩემთვის ასე უფრო სანდო და მოსახერხებელი იყო. დედას ვეუბნებოდი, რომ ფული გონივრულად დაეხარჯა. ვიმედოვნენდი, რომ სახლში პატარა რემონტსაც გააკეთებდა, რათა ჩემი ჩასვლის მომენტისთვის რაიმე ცვლილებები მაინც ყოფილიყო.

ჩემი ახლობლები აეროპორტში დამხვდნენ. დიდი ჩანთით ჩამოვედი, რომელშიც საჩუქრები, საჭმელი და ტანსაცმელი იყო. ისეთი არაფერი, გადავწყვიტე, რომ ძვირიან სისულელეებში ფული არ დამეხარჯა. ეს ხომ არავის სჭირდება. შეხვედრისას დედა მაგრად ჩამეხუტა და მერე ჩემი ქალიშვილიც შემოგვიერთდა. მაშინვე შევნიშნე, რომ ისინი კარგად იყვნენ ჩაცმულები და ჩემს შვილს ახალი ტელეფონი ეჭირა.

სახლში რომ მოვედით, დედაჩემს ვკითხე, საიდან ჰქონდათ ეს ყველაფერი. ნუთუ ბინის ქირის ფული მათ ჰყოფნიდათ? რაზედაც მან გაიცინა და მითხრა, რომ მხოლოდ მისი პენსიით ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, ბინის ქირის ფული და ჩემი გამოგზავნილი ფულიც ეხმარებოდათ. შვილიშვილი, ჩემი შვილი, დიდ თანხებს ხარჯავდა წვრილმანებში და ძვირფას ნივთებში. ის ზოგჯერ სკოლაშიც პრემიუმ კლასის ტაქსითი მიდიოდა, რათა თანაკლასელები გაეოცებინა.

გადავწყვიტე, ეს ყველაფერი თავად ჩემი ქალიშვილისგან გამეგო. სიმართლე იყო თუ არა ის ყველაფერი, რაც დედაჩემმა მითხრა. რეალობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. ჩემ გამოგზავნილ მთლიან თანხას ჩემი შვილი თავისთან ინახავდა. ის სხვადასხვა წვეულებებზე დადიოდა და ძვირადღირებულ ტანსაცმელს ყიდულობდა. თითქოს, ეს მისი სტილი იყო. და კიდევ, ის დარწმუნებული იყო, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მისი ცხოვრევბა კიდევ უფრო ფერადი გახდებოდა. სწავლა რა საჭიროა, როდესაც დედამ ფული ჩამოიტანა?

ასე რომ, არავითარ უმაღლეს განათლებაზე, მითუმეტეს უფასოზე, საუბარიც კი არ ყოფილა. სწავლაში სრული ნული იყო. ჩემ არ ყოფნაში ხასიათიც საბოლოოდ გაუფუჭდა. დედაჩემიც კი ვერაფრით ვერ დამეხმარა.

ჩემი ერთი გადაწყვეტილებით გავაფუჭე ჩემი შვილი, დავკარგე უამრავი დრო და ვერაფერს ვერ მივაღწიე. გარკვეული თანხა დამრჩა. მაგრამ რაში უნდა გამოიყენო, როდესაც ცოდნა არ გაქვს? ბიზნესი, ნაცნობობისა და პრაქტიკის გარეშე ალბათ ჩაიძირება. ასაშენებელი არაფერი გვაქვს, რადგან ქალაქში ვცხოვრობთ. ბანკში კი მთელი წლის მანძილზე უმნიშვნელო თანხა გროვდება. თუ თავადაც არ აფეთქდა.

ჩემს ასაკში მამაკაცის ძებნა, რომელიც მეც და ჩემს ქალიშვილსაც შეიყვარებდა, დაგვიანებულია. ჩემი ყოფილი მეორედ დაქორწინდა, თუმცა ის არც მაინტერესებს. რა უნდა გავაკეთო, ჯერ არ ვიცი. მაგრამ ამის შემდეგ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხოლოდ კარგად დაფიქრების შემდეგ მივიღებ. ეს ცხოვრებამ კარგად მასწავლა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს