პიტნის ზეთი საკმაოდ მოთხოვნადია კოსმეტოლოგიაში, მედიცინაში და კულინარიაშიც კი. ყველამ არ იცის, რომ ამ ეთერზეთის რეგულარულ გამოყენებას შეუძლია დაგვიცვას სტრესის, დეპრესიისა და მრავალი სხვა დაავადებისგან. პიტნის ზეთი შესანიშნავი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალებაა მოქმედების ფართო სპექტრით.
დამეთანხმეთ, რომ სულაც არ არის რთული მისი შესხურება ოთახში და მისი დაწვეთება ქურთუკზე ან შარფზე ხალხმრავალ ადგილებში მისვლამდე. დროთა განმავლობაში, უბრალოდ გასაოცარ ეფექტს შენიშნავთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, უფრო ახლოს გაეცნოთ ბუნებრივი პიტნის ზეთის გამოყენებას და თვისებებს.
პიტნის ზეთის შედგენილობა და თვისებები
ბევრი მკურნალი და ჯადოქარი უხსოვარი დროიდან იყენებდა პიტნას, როგორც ანტისპაზმურ და ანტიბაქტერიულ საშუალებას. აქამდე მის სასარგებლო თვისებებში ეჭვი არავის გასჩენია და მისი მოქმედების სპექტრი მხოლოდ ფართოვდება.
პიტნის ეთერზეთი არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთიერების ნარევი. პროდუქტის შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები (ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებები), აზულენი (ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები) და ლევომენტოლი, რომელიც სუნთქვას აადვილებს.
პიტნის ეთერზეთის გამოყენების გზები
პიტნას გამაგრილებელი არომატი აქვს. პიტნის შესუნთქვას ურჩევენ მშობიარე ქალებს ძლიერი ტკივილის დროს.
არომათერაპია (ორთქლის შესუნთქვა)
პიტნის ზეთის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა პასიური ინჰალაცია: ჰაერის ჩასუნთქვა მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებით. რადგან პიტნის ეთერზეთი ოთახის ტემპერატურაზე ორთქლდება, ამიტომ ინჰალაციისთვის უბრალოდ უნდა დააწვეთოთ ცოტაოდენი ზეთი ხელსახოცზე და მოათავსოთ თქვენს გვერდით.
გაციების პრევენცია და მკურნალობა
ანტისეპტიკური თვისებების გამო, პიტნის ზეთი (ისევე როგორც პიტნის ჩაი) ხშირად გამოიყენება გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადების დროს. ეს ბუნებრივი საშუალება აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას, დეზინფექციას უკეთებს სასუნთქ გზებს და მთლიანად ოთახში არსებულ ჰაერს. პასიური ინჰალაცია ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს ლორწოვანი ზედაპირების იმუნიტეტზე, ატენიანებს მათ და ამცირებს შეშუპებას. ამგვარად, პაციენტი შვებას გრძნობს სურდოსგან და ხველის ინტენსიობისგან. გასაკვირი არ არის, რომ გაციების საწინააღმდეგო მრავალი საშუალება შეიცავს პიტნის ზეთს. პიტნის ზეთი ასევე შესაფერისია სასუნთქი გზების დაავადებების პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებით გაციების და გრიპის სეზონზე (ოქტომბრიდან მარტამდე).
გადაუდებელი დახმარება სტრესის დროს
პიტნის ზეთში 70% მენთოლია. ეს, თავის მხრივ, ამცირებს შფოთვას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი და ხელს უწყობს სხეულის უმეტესი კუნთების აბსოლუტურ მოდუნებას.
თავის ტკივილის შემცირება
პიტნის ეთერზეთი ეფექტურია თავის ტკივილს დროს, რადგან ის მყისიერად ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს. ტკივილის რეგულარული შეგრძნებისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნის ზეთი არომამედალიონში ან სახლის არომალამფაში. ასევე, ეს საშუალება გამოიყენება ტრანსპორტის აუტანლობის დროს და ხშირი თავბრუსხვევისას. ამ შემთხვევაში, დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ზეთი ხელსახოცს და უბრალოდ თან ატარეთ.
გარე გამოყენება
პიტნის ეთერზეთი შესანიშნავად უმკლავდება გარე ანთებით პროცესებს. პიტნის ზეთი კანში შეიზილება ტრავმის დროს და ასევე კოსმეტიკური მიზნებისთვის.
სისხლჩაქცევები
პიტნა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ხელს უწყობს ჰემატომების გაწოვას. ამიტომ სისხლჩაქცევების დროს რეკომენდებულია კომპრესების გაკეთება პიტნის ექსტრაქტით. ამისათვის, პიტნის ზეთი უნდა შეურიოთ საბაზისო ზეთს, როგორიცაა მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი.
ვარიკოზული ვენები, ნევრალგია, რევმატიზმი
პიტნის ზეთი ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს სპაზმებს. ვარიკოზული ვენების შემთხვევაში მისი გამოყენებით მასაჟები კეთდება, ნევრალგიისა და რევმატიზმის დროს კი მტკივნეულ ადგილზე აქტიურად შეიზილება საბაზისო ზეთისა და პიტნის ზეთის ნარევი.
სველი ხველა, ჰიპოთერმია
პიტნის ექსტრაქტი შედის მრავალი გამათბობელი გელისა და მალამოს შედგენილობაში, რომლებსაც ექიმები უნიშნავენ ჰიპოთერმიისა და გახანგრძლივებული სველი ხველის დროს. პიტნის ეთერზეთი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს იმუნურ სისტემას და ასევე აადვილებს ნახველის გამოყოფას.
კანის ანთება
პიტნის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია კანის მოვლის საშუალებებში, როგორიცაა კრემები, ტონიკები და ლოსიონები. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ასეთი პროდუქტები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანქვეშა შრეში, ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს კანის დაზიანებული უბნების აღდგენას.
თმის მოვლა
პიტნის ზეთს აქტიურად იყენებენ თმის პროდუქტების მწარმოებლები. პიტნის ეთერზეთის შემცველი შამპუნები ხელს უწყობს ქერტლის მოშორებას, თმას მატებს მბზინვარებას და შესახებად სასიამოვნოს ხდის.
პიტნის ზეთის მიღება
გთხოვთ გაითვალისწინოთ: პიტნის ეთერზეთი პერორალურად უნდა მიიღოთ უკიდურესი სიფრთხილით. ყოველთვის დაიცავით მკურნალი ექიმის რეკომენდაციები და ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას!
კუნთების სპაზმის დროს
ბევრი ქალი ჩაის უმატებს რამდენიმე წვეთ პიტნის ეთერზეთს მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებლად. ეს ბუნებრივი საშუალება ასევე ამცირებს გულის ტკივილს სისხლძარღვების ნაზად გაფართოებით. სწორედ ამიტომ პიტნა იმ წვეთების შემადგენელი ნაწილია, რომლებსაც იღებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
ყელის ტკივილის მოსახსნელად
პიტნის ზეთი გვხვდება ყელის ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების უმეტესობაში. ის ახდენს ცხვირ-ხახის დეზინფექციას, არბილებს ლორწოვან გარსს და ხსნის შეშუპებას.
მნიშვნელოვანია: ყურადღებით დააკვირდით თქვენი სხეულის რეაქციას ნებისმიერ ეთერზეთზე. ზოგიერთ მათგანზე შესაძლოა გქონდეთ ალერგია. და დაიმახსოვრეთ: სამწუხაროდ, ხალხური საშუალებების წყალობით 100%-იანი გამოჯანმრთელების გარანტიას არავინ მოგცემთ.