კალენდულა კურნავს ეგზემას, ფურინკულოზსა და სირსველს: მარტივი და ეფექტური რეცეპტები

634

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კალენდულა დეკორატიული და სამკურნალო მიზნებისთვის მოჰყავთ. მან ასეთი საყოველთაო აღიარება ნამდვილად დაიმსახურა, რადგან იგი ლამაზად ჩანს ყვავილების თაიგულში,უხდება სხვადასხვა კერძს და ბევრ დაავადებას ებრძვის, გვეხმარება სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. იგი ისეთ მძიმე ქრონიკულ დაავადებებს კურნავს, როგორებიცაა ეგზემა და ფურუნკულოზი.

ეგზემა

ესაა კანის ქრონიკული და ალერგიული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომებია: გაწითლებული კანი, ქავილის დაუოკებელი სურვილით, რომელიც იქერცლება, შემდეგ კი ფუფხით იფარება.

ეს კანის ღრმა და ზედაპირული ფენების ანთების გამო ხდება. ყველაზე ხშირად, ეგზემით ზიანდება ხელის მტევნები და იდაყვები, მუხლისა და იდაყვის მოხრის შიდა კუთხეები, ბავშვებში კი ეგზემა აზიანებს სახეს, თავისა და კისრის კანს.

ეგზემის გაჩენის მიზეზი იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევაა, რომლის შედეგადაც ორგანიზმი კანის პათოლოგიით რეაგირებს გარკვეულ საკვებზე ან სხვა გარემო-ზემოქმედებაზე. ხშირად, ეგზემა გენეტიკურად გადაეცემა მშობლიდან შვილს.

დაავადებამ თავი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს – როგორც თოთო ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანშიც. ადრეულ ბავშვობაში გაჩენილი ეგზემა დიდხანს მიიჩქმალება ან სულაც ქრება, ბავშვის გაზრდის შემდეგ.

ეგზემით კანის დაზიანება მიუთითებს დისბაქტერიოზის არსებობაზე და მის ფონზე ჩნდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ კანის მკურნალობა, არამედ ნაწლავების მიკროფლორის აღდგენაც.

რამდენადაც კალენდულას ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, იგი ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს, რომელთა სიჭარბეც კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსში იჩენს თავს. ორგანიზმიდან მათ გამოსადევნად აუცილებელია ერთდროულად ენტეროსორბენტების, მაგალითად, გააქტიურებული ნახშირის მიღებაც.

გარდა ამისა, არ უნდა დაგავიწყდეთ დიეტაც: ისეთი პროდუქტი, როგორიცაა კვერცხი, შოკოლადი, ყავა, ციტრუსი, მარინადი და მნილები – უმჯობესია, არ მოიხმაროთ. ეგზემას, ხშირად, იწვევს ფსიქიკური გადატვირთვა და სტრესიც, ამიტომ კალენდულა ძალიან ეფექტური საშუალებაა, რამდენადაც მას ანტიდეპრესიული თვისებები აქვს.

სავლები ეგზემის წინააღმდეგ

აიღეთ 1 ჭიქა დაქუცმაცებული კალენდულას ყვავილები და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დაახურეთ და დააყენეთ 40 წუთით. შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ხუთლიტრიან ჭურჭელში, გაავსეთ წყლით პირთამდე. გააკეთეთ ადგილობრივი აბაზანები. თითოეული აბაზანის ხანგრძლივობა 10-15 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს. მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურისგან შედგება. ან, ხსნარში ჩალბობილი მარლა დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე 5-7 წუთით.

მალამო ეგზემის წინაღმდეგ

დააქუცმაცეთ კალენდულას ყვავილები და აიღეთ 1 ჩ.კ. ეს მასა. შეურიეთ 3 ს.კ. ვაზელინს. წაისვით მალამო დაზიანებულ მონაკვეთებზე დღეში ორჯერ – დილა-საღამოს.

მალამო კანის ანთების წინააღმდეგ

აიღეთ 1/2 ჭიქა კალენდულას ყვავილები და დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ და დააყენეთ 2 საათით. შემდეგ გადაწურეთ და შეურიეთ 1 ს.კ. ვაზელინი. წაისვით დაზიანებულ კანზე.

სამკურნალო ნაყენი ფუტკრის ნაკბენის სამკურნალოდ

აიღეთ 1 ს.კ. ყვავილები და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. თავდახურული გააჩერეთ 30-40 წუთით და გადაწურეთ. გამოიყენეთ გარეგანად ნაკბენი ადგილებზე წასმით, ასევე, მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

ნაყენი დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ

აიღეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული ყვავილები და დაასხით 70%-იანი სპირტი, 1:10 პროპორციით. დააყენეთ ბნელ ადგილას 8-10 დღით. ყველაზე ხშირად, ნაყენს იყენებენს კომპრესების სახით – 2 ჩ.კ. ნაყენს ხსნიან 1/2 ჭიქა ადუღებულ წყალში. ოყნებისა და საშოს აბაზანებისთვის იღებენ 1 ჩ.კ. ნაყენს 1 ჭიქა წყალზე.

მალამო ინფიცირებული ჭრილობებისთვის

აიღეთ 1 ს.კ. ნაყენი, მომზადებული წინა რეცეპტის მიხედვით, და შეურიეთ 2 ს.კ. ვაზელინს. კარგად შეიზილეთ მალამო ყოველდღე, ზემოდან შეიხვიეთ მარლით.

სირსველი

დერმატომიკოზი – ეს ცხოველების დაავადებაა, რომელიც მარტივად გადადის ადამიანზეც. დაავადებას იწვევს მიკროსკოპული სოკოების – დერმატომიცეტების – სხვადასხვა სახეობა. სოკოებს ბოჭკოვანი, უშტო სხეულები აქვთ და დიდი რაოდენობით სპორებს წარმოქმნიან, ამიტომ სწრაფადაც მრავლდებიან. ისინი უძლეებნ სითბოსა და დეზინფექციის საშუალებებს, ამიტომ დიდხანს ჩერდებიან ტანსაცმელზე, იატაკზე, ნიადაგსა თუ ხეში.

ამ დერმატომიცეტების მატარებლები არიან თაგვები, ვირთხები და სხვა მღრღნელები, უსახლკარო კატები და ძაღლები. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, დაავადება ხელებზე ნაკაწრისა და კანის სხვა უმნიშვნელო დაზიანებების გზით გადაეცემათ, რომელიც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში მოხვდა.

ადამიანებში ინკუბაციური პერიოდი 1 კვირიდან 1 თვემდე გრძელდება. დაავადება იწყება კანზე მცირე ზომის, მრგვალი ლაქების გაჩენით, რომლებიც დაფარულია ნაცრისფერი ფუფხებით. ყველაზე ხშირად ზიანდება თავის კანი, კისერი და კიდურები. თუ დაავადება გამწვავდა, ლაქები გაიზრდება და ერთმანეთს შეუერთდება, დაიკავებს კანის ძალიან დიდ ნაწილს. ისინი ან არ გექავებათ, ან საშინლად გექავებათ.

დიაგნოზის დასასმელად ტარდება კანის აფხეკის ანალიზი, თუმცა ექიმს დაავადების დადგენა კლინიკური სურათითაც შეუძლია, ანუ, გარეგნულად.

სამკურნალო ნახარში

აიღეთ თითო ს.კ. კალენდულა, მაყვლის ფოთლები, ცხენისკუდას ბალახი, ვარდის ფურცლები და მუხის ქერქი. კარგად მოურიეთ. შემდეგ 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ თავდახურული 15 წუთით.

გაიკეთეთ აბაზანები ლოკალურად, დღეში ორჯერ.

ფურუნკულოზი

დაავადება იწყება მჭიდრო, მტკივნეული, წითელი კვანძით, რომელიც დღითიდღე იზრდება ზომაში და იწვევს მეზობელი ქსოვილების შეშუპებას. როცა ანთებითი პროცესი სრულდება, კვანძი რბილდება და იხსნება. იგი გამოყოფს ჩირქსა და ნეკროტულ ბირთვაკს. ამის შემდეგ, ანთებითი პროცესი ცხრება, გაჩენილი წყლული იზრდება, თუმცა მას შემდეგ ოდნავ შესამჩნევი ნაწიბურიღა რჩება.

ფურუნკულები შეიძლება კანზე ერთეულ შემთხვევებში გაჩნდეს, თუმცა, არსებობს გაფანტული ფურუნკულოზიც, რომლის დროსაც ანთება ერთმანეთის მიყოლებით წარმოიქმნება, ერთმანეთის გვერდით თუ სხეულის სხვადასხვა მონაკვეთში.

დაავადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, კანის კარგად დაბანა და სინთეტიკის მჭიდრო ტანსაცმლისთვის თავის არიდება.

ფურუნკულების მკურნალობა

ეს ნაყენი წინასწარ უნდა მოამზადოთ, თუ იცით, რომ ქრონიკული ფურუნკულოზი გაწუხებთ. ნაყენი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ მუწუკების, ჩირქგროვების ან კანის სხვა ანთებების მკურნალობა დაგჭირდათ.

მის მოსამზადებლად 50 გ სპირტი და 1 ჭიქა კალენდულას ყვავილებია საჭირო.

მოათავსეთ ბოთლში ან ქილაში ყვავილები და დაასხით სპირტი, დაახურეთ და დადგით ბნელ ადგილას 2 კვირით. გადაწურეთ ნაყენი და შეინახეთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ნაყენში ამოვლებული მარლა ან ქსოვილი დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე 15 წუთით, დღეში რამდენჯერმე, 3-4 დღის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს