1998 წლის 24 მარტს ამერიკელი ბრედლების ოჯახი საკრუიზო ლაინერზე “ზღვების რაფსოდია” ავიდა. გემი მისდევდა მარშრუტს პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანიდან კარიბის კუნძულ კრუასაომდე. ტროპიკულ კურორტზე დასვენებას ცოლ-ქმარი რონი და ივა, მათი ვაჟი ბრედი და ქალიშვილი ემი აპირებდნენ.
თუმცა, სახალისო მოგზაურობა მდიდრულ ხომალდზე ოჯახისთვის სწრაფად იქცა კოშმრად. 23 წლის ემი უკვალოდ გაქრა შიგ ოკეანის შუაგულში.
კრუასაოს გზაზე, ბრედმა და ემიმ ბორტზე არსებულ ღამის კლუბში გართობა გადაწყვიტეს. ცეკვის წყურვილის მოკვლის შემდეგ, ახალგაზრდები თავიანთ კაიუტებში დაბრუნდნენ.
დილის ექვსის ნახევარზე რონმა ქალიშვილის ოთახში შეიხედა – მას თავის საწოლში ეძინა. თუმცა, 6 საათისთვის, როცა მშობლები მის გასაღვიძებლად მივიდნენ, გოგონა თითქოს ჰაერში აორთქლდა.
პირველ რიგში, გოგონას მამა მისი ძმისკენ გაეშურა. ბრედმა გასული საღამოს ყველა დეტალი გაიხსენა და, მისი თქმით, ყველაფერმა სრულიად მშვიდად ჩაიარა. მართალია, ბიჭი წვეულებიდან დაზე უფრო ადრე დაბრუნდა და შეიძლება რამე გამორჩენოდა.
მშობლებისთვის ერთადერთი ხელჩასაჭიდი იყო ახალგაზრდის მონათხრობი ემის ახალი მეგობრის შესახებ. ბრედის თქმით, გოგონა ცოტახანს ცეკვავდა ვიღაც ალისტერ დუგლასთან ერთად, მეტსახელად ყვითელი, “ლურჯი ორქიდეის” ჯგუფის წევრი, რომელიც იმ საღამოს წვეულებაზე უკრავდა. შეიძლება, მუსიკოსმა რაღაც იცოდა უბედური გოგონას გაუჩინარების შესახებ.
როცა ალისტერმა განაცხადა, რომ მომხდართან არავითარი კავშირი არ აქვს, რონმა და ივამ ხომალდის კაპიტანს მიმართეს, ევედრებოდნენ, რომ ნაპირისკენ არ გაეცურა.
მათ ეშინოდათ, რომ მათი ქალიშვილის გამტაცებლები ამ მომენტით ისარგებლებდნენ და გაიქცეოდნენ. თუმცა, კაპიტანი ვერ გადაარწმუნეს და “ზღვების რაფსოდია” პორტში დანიშნულების დღეს შევიდა.
კრუასაოზე ძებნაში პოლიციაც ჩაერთო. გემის გაჩხრეკისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შემდეგ. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ემი ბორტიდან არ გადავარდნილა. სპეციალისტების დასკვნით, გოგონა მართლაც გაიტაცეს. თუმცა, ძებნას შედეგი არ მოჰყოლია.
სახლში დაბრუნებულმა ბრედლის ოჯახმა გფბ-ს მიმართეს. დაკარგული გოგონას შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდო დააწესეს. დროთა განმავლობაში, ემის მსგავსი ადამიანის დამნახავი მოწმეები მომრავლდნენ. დიდი ალბათობით, გოგონა დღემდე სადღაც კარიბის ზღვაშია და ადამიანებით მოვაჭრეთა მსხვერპლად აქციეს.
ერთხელ, კანადელმა ტურისტებმა ზღვაზე ემი შენიშნეს. სვირინგები, რომლებიც კანადელებმა აღწერეს, ემთხვეოდა ემის სვირინგების აღწერას მის გაუჩინარებამდე. მოგვიანებით გამოჩნდა ვინმე დებიდ კარმაიკლი, რომელმაც შენიშნა, თუ როგორ გააცილა ემი ქუჩაში ორმა მამაკაცმა.
ვიღაც მეზღვაური ამტკიცებს, რომ კრუასაოს ბორდელში იყო და იქ ნახა ქალი, რომელმაც მას თავი ემი ბრედლიდ გააცნო და დახმარება სთხოვა, თუმცა, წითელი სანათების სალონის თანამშრომლებმა უბედური სწრაფად გააცალეს მამაკაცს და დაწესებულების სიღრმეში შეათრიეს. სამწუხაროდ, მეზღვაურმა პოლიციას არ მიმართა, რადგან თავადაც უკანონობა ჩაიდინა ბორდელის სტუმრობით.
2005 წელს კი ანონიმურმა კეთილისმსურველმა ბრედლის ოჯახს გაუგზავნა ნახევრადგახდილი ქალის ფოტო. ამ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ძალიან ჰგავს მათ ქალიშვილს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ასე შეიძლებოდა შეცვლილიყო ემის გარეგნობა ამ დროისთვის. თუმცა, ოჯახის მიერ დაქირავებულმა დეტექტივმაც კი ვერ იპოვა გოგონა კრუასაოზე.
ემის ძებნა დღემდე გრძელდება. გფბ-იმ 25 000 დოლარი დააწესა გოგონას შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის, უბედურის მშობლები კი იმედოვნებენ, რომ, ადრე თუ გვიან, მათი დაკარგული ქალიშვილი სახლში დაბრუნდება.