მთელ მსოფლიოში სულ 7 ქალია, რომლებსაც რომის პაპის წინაშე თეთრი ტანსაცმლის ტარება არ ეკრძალებათ

755

ვატიკანის ტრადიციები და რომის პაპის ჩვეულებები გაჟღენთილია საინტერესო თავისებურებებით. მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის მთავარი მოძღვარი ვალდებულია, ატაროს ოქროს ბეჭედი პეტრეს აპოსტოლის გამოსახულებით, ხოლო წმინდა პრესტოლის მმართველის დაცვით პაპის ცალკეული გვარდიაა დაკავებული.

რაც შეეხება ტანსაცმელს: ფრანცისკი უპირატესობას თეთრ ქსოვილებს ანიჭებს, ხოლო მის წინამორბედ ბენედიქტ XVI-ს წითელი და ყვითელი ფერები უყვარდა. სხვათა შორის, პაპის გვერდით მყოფ პირებს არავითარი თავისუფლება არ გააჩნიათ: მათი დრეს-კოდი მკაცრად დარეგულირებულია კათოლიკური პროტოკოლით.

მსოფლიოში მხოლოდ 7 ქალს აქვს რომის პაპის წინაშე თეთრი ტანსაცმლის ტარების უფლება, ამ სიაში კი მელანია ტრამპი და ელისაბედ II არ შედიან. თეთრის ტარების პრივილეგია აქვთ კათოლიკე დედოფლებს, ასევე, კათოლიკე მონარქების ცოლებსა და ქვრივებს.

ამრიგად, თეთრი ფერის ტანსაცმელში, რომის პაპთან ვიზიტის დროს, მისვლა მხოლოდ ესპანეთის დედოფლებს – სოფიასა და ლეტიციას, მონაკოს პრინცესა შარლენს, ბელგიელ დედოფლებს – მატილდასა და პაოლას, ლუქსემბურგის დიდებულ ჰერცოგინიას – მარია ტერეზასა და ნეაპოლელ პრინცესა მარინას შეუძლიათ.

მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლებს ევალებათ შავი, გრძელსახელოიანი კაბისა და მანტიის ტარება, თუმცა, ეს წესი ყოველთვის არაა დაცული. მაგალითად, კათოლიკური ტრადიციისგან შორს მდგარი რაისა გორბაჩოვა პაპთან წითელი ფერის ტანსაცმელში იყო შესული.

ეს თავისებურება პონტიფიკის მნიშვნელობისთვის ხაზგასასმელად მოიფიქრეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად რომაელი პაპები არ მოითხოვენ პროტოკოლში გაწერილი წესის მკაცრად დაცვას.

თეთრის პრივილეგია – ესაა ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ ათეული საუკუნის წინ გაჩნდა და მის დაცვას დღემდე ცდილობენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს