სიმინდის ფუჩეჩის ჩაი – ღვიძლის და თირკმლების დამხმარე საშუალება

1886

სიმინდის ფუჩეჩი შეიცავს ეთერზეთს და ცხიმოვან მჟავას, ასკორბინის მჟავას, ვიტამინებს (B ჯგუფი, K), ფისოვან და სხვა ნივთიერებებს. სწორედ ამიტომ, მისი მიღება შარდკენჭოვანი და ნაღვლკენჭოვანი დაავადებების, თირკმლის და ღვიძლის ანთებითი დაავადების, გულის შეშუპების, ჰიპერტონული დაავადების და ათეროსკლეროზის, სისხლდენის და შაქრიანი დიაბეტის დროს მიზანშეწონილია.

ნაღვლის ბუშტის ანთება

  1. სიმინდის ფუჩეჩისგან ნაყენი მოამზადეთ: 1 ს/კ ფუჩეჩს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ ნაყენი ყოველ სამ საათში 5 დღის განმავლობაში დალიეთ.
  2. რთული ნარევი მოამზადეთ: ასკილის ნაყოფი, სიმინდის ფუჩეჩი, შვიტას კვირტები, უკვდავას ყვავილები, თეთრი ვარდის ფურცლები, ტყის მარწყვის ნაყოფი, სააფთიაქო გვირილას ყვავილები, ღვიის ნაყოფი, ბერულას ბალახი, არყის ფოთლები, კამის თესლი, გულყვითელას მიწისზედა ნაწილი 3:3:3:4:2:2:2:1:1:1:1:1 პროპორციით აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით ხარშეთ და გადაწურეთ. ¾ ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. კურსი – 10-12 დღე.
  3. თანაბარი პროპორციით მატიტელას ბალახი, ქრისტესისხლას ბალახი, ბაბუაწვერას ფესვები, სიმინდის ფუჩეჩი, კრაზანას ბალახი, სამფერა იას ბალახი, ანისულის ნაყოფი და ქინძის ნაყოფი აიღეთ. კარგად დააქუცმაცეთ და აურიეთ. 3 ს/კ ნარევის 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ დალიეთ. კურსი – 7-10 დღე.

გლაუკომა, თვალში სისხლჩაქცევა

ხმელი სიმინდის ფუჩეჩი დააქუცმაცეთ. 15 გრ ფუჩეჩს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 40 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 2-3 ს/კ საშუალება დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.

თირკმლის უკმარისობა

1 დესერტის კოვზ სიმინდის ფუჩეჩს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ ყოველ 3 საათში დალიეთ. მკურნალობის დროს მარილის და სითხის მიღება შეზღუდეთ.

შეშუპების დროს – ძლიერი შარდმდენი საშუალება

1 ს/კ სიმინდის ფუჩეჩს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 20 წუთით დააყენეთ. ½ ჭიქა ნაყენი დღეში 2-ჯერ დალიეთ.

პიელონეფრიტი

პიელონეფრიტის დასამშვიდებლად ლობიოს ჩენჩო და სიმინდის ფუჩეჩი თანაბარი პროპორციით აიღეთ და დააქუცმაცეთ. 2 ს/კ ნარევს 400 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით წყლის ორთქლზე გააჩერეთ, გადაწურეთ და ½ ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. კურსი 3-4 კვირა.

პანკრეატიტი, თირკმლები

თირკმლები გაჯანსაღდება, შეშუპება გაქრება, ასევე პანკრეატიტი არ განვითარდება, თუ სიმინდის ფუჩეჩს, ალუბლის ყუნწებს თანაბარი პროპორციით აურევთ. შემდეგ 1-2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაასხით, გააგრილეთ, გადაწურეთ და დალიეთ.

შარდის შეუკავებლობა

ამ პრობლემის მოსაგვარებლად არყის ფოთლები, დათვის კენკრის ბალახი, სიმინდის ფუჩეჩი და ძირტკბილას ფესვები თანაბარი პროპორციით აიღეთ, დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დატოვეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ.

ღვიძლის დაავადებები

ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ფუნქციების გაუმჯობესებას შემდეგი საშუალებით შეძლებთ. ამისთვის პიტნის, კვლიავის, ბირკავას, ხავერდას და სიმინდის ფუჩეჩის ნახარში გამოიყენეთ. ნებისმიერი მცენარე მწიკვი რაოდენობით აიღეთ, 1 ჭიქა წყალში 3-5 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ და ½ ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. რეკომენდებულია ღვიძლი სათბურათი შეათბოთ. თუ სათბურა არ გაქვთ, პლასტმასის ბოთლი წყლით აავსეთ, ბეწვის ქსოვილში შეფუთეთ და ღამით მარჯვენა გვერდზე დაიდეთ.

უკუჩვენება

სიმინდის ფუჩეჩი პროთრომბინს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომ მათი მიღება სისხლის კოაგულაციის, თორმბოზის და თრომბოფლებიტის დროს არ ღირს. მადის დაქვეითების და სხეულის დაბალი მასის დროს სიმინდის მიღებისგან თავი შეიკავეთ, რადგან ასე სხეულის დასუსტებას იწვევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს