ადამიანი სოციალური არსებაა და მარტო ცხოვრება არ შეუძლია. ისტორიიდან ჩვენ ვიცით ცალკეული შემთხვევების შესახებ, მაგალითად, განდეგილი ბერების შესახებ, რომლებიც ამჯობინებდნენ ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრებას. ადამიანების უმეტესობა დაბადებიდანვე არის დაკავშირებული საზოგადოებასთან. დავდივართ საბავშვო ბაღში, სკოლაში, სადაც გვასწავლიან სოციალიზაციის უნარებს. გვასწავლიან სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, საკუთარი ინტერესების დაცვას, სხვისი პირადი საზღვრების პატივისცემას. შემდეგ ასაკი გვემატება, მეტი კომუნიკაცია გვაქვს. იზრდება ჩვენი ემოციების ფართო სპექტრი და ეს ნორმალურია ნებისმიერი ადამიანისთვის.
საჭიროა თუ არა პატიება
დღეს პიროვნებათაშორისი ურთიერთობების დამყარების კონტექსტში ერთ-ერთი მთავარი საკითხია – პატიება. ადამიანი ცუდად მოიქცა ჩვენს მიმართ და ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროა თუ არა პატიება? როგორ გავაგრძელოთ ამ ადამიანთან ურთიერთობა პატიების შემდეგ? როგორ მოიქცევა ეს ადამიანი ჩვენი პატიების შემდეგ?
სინამდვილეში, ეს არის ძალიან რთული და საკამათო კითხვები ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. თანაც, კარგი მანერების წესების მიხედვით, რაღაცნაირად უხამსობაა თვეობით ან წლობით წყენის შენახვა. მით უმეტეს, თუ ეს ახლობელი და ძვირფასი ადამიანია. მან, შესაძლოა, უნებურად გაწყენინათ და ეს დიდი ხნის წინ მოინანია, ჩვენ კი, მასზე ისევ ნაწყენი ვართ.
რა ემართება ადამიანს სულიერ დონეზე, როდესაც პატიობს? ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიან პატიებას, ამას გვასწავლის ეკლესია და რელიგია. როგორ ხდება რეალურად პატიების პროცესი? ნამდვილად იწვევს თუ არა სიმშვიდესა და კმაყოფილებას, იკლებს თუ არა წყენა?
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის აპატიებ: მტერს თუ მეგობარს, ნათესავს თუ კოლეგას. თქვენს სხეულში იგივე პროცესები მიმდინარეობს, მხოლოდ ემოციების სიძლიერე შეიძლება იყოს განსხვავებული. უარყოფითი ემოციების დაგროვება ხომ შინაგანად გვანადგურებს. ამის შედეგია დაავადებები, ცუდი ჯანმრთელობა და წარუმატებლობა.
რაში მდგომარეობს პატიების არსი
მოდით შევხედოთ სიტუაციას. თქვენმა ახლო მეგობარმა რაღაცნაირად გაწყენინათ. შესაძლოა, უნებურადაც. მან შეიძლება არ იცოდა თქვენი რეაქცია მის საქციელზე. მაგრამ თქვენ გეწყინათ და ძალიან არ გესიამოვნათ. მან პატიება გთხოვათ და თქვენ აპატიეთ. თითქოს, კონფლიქტი მოგვარებულია, წყენა აღარ არის. თქვენ აგრძელებთ ურთიერთობას, თითქოს არაფერი მომხდარა. გეჩვენებათ, რომ ემოციურად გაუშვით ეს წყენა და ის აღარ დაგიბრუნდებათ.
სინამდვილეში, თქვენ იგი თქვენი ქვეცნობიერის სიღრმეში ჩაფლეთ. შემდეგ ჯერზე, როდესაც მსგავსი სიტუაცია განმეორდება, წინა წყენა თქვენს მეხსიერებაში ამოტივტივდება და ორმაგი ძალით დაარტყამს თქვენს ემოციურ გეგმას.
ასეთ მომენტებში ხვდებით, რომ ახლა აღარ აპატიებთ. თქვენ საკუთარ თავში ზრდით ამ წყენას და უარყოფით ემოციებს. მაგრამ ზუსტად ეს წყენები წარმოადგენს დაავადებების წყაროს და ყველაზე ხშირად ეს არის განუკურნებელი დაავადებები. როცა მათ საკუთარ თავში ვაგროვებთ, არ ვაანალიზებთ, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის სიტუაცია. ეს არის ყველა დაავადების მიზეზი.
ამიტომ, იმისთვის, რომ დაიცვათ თავი საშინელი დაავადებებისგან, რათა სამუდამოდ განთავისუფლდეთ წყენისა და გაუგებრობის გრძნობისგან, უბრალოდ ისწავლეთ, რომ არ გეწყინოთ. ისწავლეთ სიტუაციის გაშვება. ისწავლეთ მისგან და გაუშვით. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ძაღლი გიყეფთ, თქვენც ხომ არ დაიჩოქებთ და მას ხომ არ დაუწყებთ ყეფას.
იგივე ხდება წყენასთან დაკავშირებით. სიტუაცია მოხდა განზრახ თუ შემთხვევით, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მიუდგებით მას. გეწყინოთ თუ გაუშვათ, ნეგატივი მოიზიდოთ თუ მოიშოროთ იგი. ჩვენს დამოკიდებულებას შეუძლია შეცვალოს ამ სიტუაციის შედეგები პლანეტარული მასშტაბითაც კი.