ლეღვის ნახარში სასარგებლოა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს. ლეღვს აქვს შარდმდენი თვისება, არეგულირებს კუჭის ფლორას, აძლიერებს თირკმლებს.
ლეღვის ნაყოფი გამოიყენება, როგორც საფაღარათე საშუალება, სასარგებლოა ანემიისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
ლეღვის ნაყენი ყაბზობის წინააღმდეგ
- რეცეპტი – 3 წილ ხეჭრელის ქერქს დაუმატეთ 2 წილი ჭინჭრის ფოთლები, 1 წილი ასფურცელას ბალახი და 20 გ ლეღვი. 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ ღამით, 1/2 ჭიქა.
- რეცეპტი – 3 წილ ხეჭრელის ქერქს დაუმატეთ თითო წილი ჭინჭრის ფოთლები და ყვითელი ძიძოს ბალახი, 20 გ ლეღვი. 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და დალიეთ ღამით, 1/2 ჭიქა.
- რეცეპტი – 4 წილ ხეჭრელის ქერქს დაუმატეთ თითო წილი ტუხტის ბალახი და ქინძის ნაყოფი, 20 გ ლეღვი. 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ ნაყენი ცხლად.
- რეცეპტი – 4 წილ ხეჭრელის ქერქს დაუმატეთ 1 წილი ბეგქონდრის თესლები, 3 წილი გვირილის ყვავილები და 20 გ ლეღვი. 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთით ორთქლის აბაანაზე და გადაწურეთ. დალიეთ დღეში ერთხელ, ღამით.
- რეცეპტი – 4 წილ ხეჭრელის ქერქს დაუმატეთ თითო წილი კამისა და სელის თესლები, 20 გ ლეღვი. 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთით ორთქლის აბაზანაზე და გადაწურეთ. დალიეთ ერთხელ, ღამით.
ლეღვისა და ლიმონის აბაზანები
წყლის ეს პროცედურა ამშვიდებს და აფხიზლებს ორგანიზმს, აფართოვებს კანის ფორებს და წმენდს მათ. ასეთი აბაზანა ატენიანებს კანს და ათეთრებს პიგმენტურ ლაქებს.
- აბაანისთვის აიღეთ 1 კგ ლიმონი, 100 გ ლეღვი და 1 ლ მდუღარე წყალი.
- ლიმონები გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, კანიანად, დაასხით მდუღარე წყალი.
- დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლეღვი. დააყენეთ 3-4 საათით და გადაწურეთ.
- დაუმატეთ ნაყენი თბილ აბაზანას.
ლეღვისა და ფორთოხლის აბაზანები
ეს აბაზანა ამკვრივებს კანს, ხელს შეუშლის ნაოჭების გაჩენას, ასევე, უბრალოდ ამაღლებს განწყობას და შესანიშნავად უმკლავდება დეპრესიას.
რეცეპტი 1
- აბაზანისთვის აიღეთ 1 კგ ფორთოხალი და 100 გ ლეღვი.
- გარეცხეთ ხილი, დაჭერით წრეებად კანიანად და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი.
- დააყენეთ 3-4 საათით და გადაწურეთ, დაწურეთ დარჩენილი ნედლეულიც.
- მიღებული ნაყენი დაუმატეთ თბილ აბაზანას და გამოიყენეთ არაუმეტეს 20 წუთით.
რეცეპტი 2
- აიღეთ 500 გ ფორთოხალი, 400 მლ მდუღარე წყალი, 100 მლ ზეითუნის ზეთი, 100 გ ლეღვი.
- ციტრუსის ცედრა ჯერ უნდა გამოაშროთ, შემდეგ დააფქვიოთ, დაუმატოთ ლეღვი, დაასხათ მდუღარე წყალი და დააყენოთ 30-50 წუთით.
- შემდეგ ფრთხილად გადაწურეთ და შეურიეთ ნაყენი თბილ ზეითუნის ზეთს, ერთგვაროვანი სუბსტანციის მიღებამდე.
- დაუმატეთ მიღებული ზეთოვანი მასა თბილ აბაზანას.
შვრიის ფანტელებისა და ლეღვის აბაზანები
ასეთი აბაზანა კანს სიგლუვეს, სინაზესა და სიმკვრივეს მიანიჭებს. მას აქვს ნაოჭების ჩალაგებისა და კანისთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნების უნარი.
- აბაზანისთვის აიღეთ 500 მლ შვრიის ფანტელების სქელი ნახარში, 100 გ ლეღვი და 25 მლ წიწვოვანი ექსტრაქტი.
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და დაუმატეთ ნახევრად სავსე აბაზანას, შემდეგ დაასხით წყალი საჭირო დონემდე და ჩაწექით.
- 20 წუთში დაასრულეთ პროცედურა თბილი შხაპით.
ლეღვის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის
შეურიეთ 20 გ დაქუცმაცებული ლეღვი, 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი და 100 მლ არაყი. შეიზილეთ ნაზავი თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე პოლიეთილენის პაკეტი და პირსახოცი. გაიჩერეთ ნიღაბი თავის დაბანამდე 1-1 1/2 საათით.
ნიღაბს სებორეის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ხსნის კანის ქავილს, არეგულირებს ქონის ჯირკვლების ცხოველქმედებას.
ლეღვისა და ასფურცელას ნიღაბი
20 მგ დაქუცმაცებულ ლეღვს, ასფურცელას 1 ს.კ. წვრილად დაჭრილ ღეროებსა და ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 2 საათით და გადაწურეთ. ფაფა შეიზილეთ თავის კანსა და თმაში და გაიჩერეთ 20-30 წუთით. შემდეგ თმა ჩამოიბანეთ გრილი წყლით და გადაივლეთ ნახარში წყლით.
პროცედურა 1 თვის განმავლობაში, თავის ყოველ დაბანამდე უნდა გაიმეოროთ. ნიღაბი ხსნის კანის ქავილს, ხელს უშლის ქერტლის გაჩენას. ამ პროცედურის წყალობით, თავის კანი გაახალგაზრდავდება, ხოლო თმა დარბილდება.
ხახვისა და ლეღვის ნიღაბი
1 თავი ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში და დაუმატეთ 20 გ დაქუცმაცებული ლეღვი. მიღებული ფაფა შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი და პირსახოცი. ჩამოიბანეთ 50-60 წუთში. პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ გაიმეორეთ.
ნიღაბი აუმჯობესებს თავის კანისა და თმის მდგომარეობას, აშორებს ქერტლს.
მუხის, ხახვისა და ლეღვის ნიღაბი
შეურიეთ 1/2 ჭიქა მუხის ქერქი და ხახვის ნაჭუჭი, დაუმატეთ 20 გ ლეღვი. მასას დაასხით 1/2 ლ ცხელი წყალი და გააჩერეთ 1 საათით ნელ ცეცხლზე, ორთქლის აბაზანაზე.
მიღებული ნახარში გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და წაისვით თავის კანსა და თმაზე. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, დაუმატეთ 1 ს.კ. სალიცილის სპირტი. თავი შეიხვიეთ პოლიეთილენის პაკეტითა და პირსახოცით.
ჩამოიბანეთ 2 საათში. ეს საშუალება გამოიყენება თავის ყოველ დაბანამდე. ნიღაბი აშორებს ქერტლს და ხელს უშლის მის გაჩენას.