D ვიტამინის დეფიციტის 5 საგანგაშო ნიშანი. დაიმახსოვრეთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე

1293

რამდენად ხშირად გრძნობთ სევდას ან ხართ დათრგუნული? შესაძლოა, წონაში მოიმატეთ ან უფრო ხშირად ავადდებით? ხალხი ასეთ სიმპტომებს დროებით სირთულეს ან ცუდ განწყობას მიაწერს, მაგრამ პრობლემა უფრო ღრმად შეიძლება იმალებოდეს. თუ ერთხელ მაინც უპასუხეთ “დიახ”, დაფიქრდით, შესაძლოა თქვენს ორგანიზმს D ვიტამინი აკლია.

თუ ვიტამინის დეფიციტს დროულად არ აღმოფხრავთ, ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. სიბერეში ამ ელემენტის დეფიციტი გამოიწვევს ალცჰაიმერის დაავადების პროგრესს. პაპარაცი გიამბობთ, რა ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ “მზის” ვიტამინის შევსების მომენტი არ გამოგრჩეთ.

D ვიტამინის ძირითადი ფუნქციები

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რა ფუნქციებს ასრულებს D ვიტამინი. საკმაოდ დიდხანს ექიმები თვლიდნენ, რომ ამ ელემენტის დეფიციტი მხოლოდ ბავშვებში გვხვდება. მაგრამ ასე არაა!

დიახ, D ვიტამინი მნიშვნელოვანია ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის, რადგან მისი დახმარებით კალციუმი ძვლებსა და კუნთებში შედის ბავშვისთვის საჭირო რაოდენობით. ამის წყალობით პატარას ორგანიზმი ჰარმონიულად ვითარდება, კუნთებში საჭირო ძალა ყალიბდება, ძვლები მაგრდება და ძლიერდება. საიდუმლო არაა, რომ D ვიტამინი რაქიტის განვითარებას ხელს უშლის.

ამავდროულად, ზრდასრულებში ამ მიკროელემენტის საჭიროებაზე საუბარი არ ყოფილა. ბოლო დრომდე მედიცინა თვლიდა, რომ ის სჭირდება მხოლოდ 10–13 წლის ასაკის ბავშვებს, რომელთა ორგანიზმი სწრაფად ვითარდება. მსგავსი მოსაზრება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ მოზრდილები უკვე იღებენ საკმარის D ვიტამინს ულტრაიისფერი გამოსხივების და მზის სხივების წყალობით. დღეს დამტკიცებულია, რომ D ვიტამინი სჭირდება ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს, ასაკის და დაბადების ადგილის მიხედვით. D ვიტამინი ეხმარება:

  • ფოსფორის და კალციუმის ათვისებას;
  • უჯრედების რეგენერაციის დროს;
  • ანთებით პროცესებს აქრობს;
  • იმუნიტეტს მხარს უჭერს;
  • ნერვულ სისტემას აძლიერებს;
  • ორგანიზმში მინერალების და ნახშირწყლების სინთეზს უზრუნველყოფს;

ახლახანს მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ D ვიტამინის ორგანიზმში სწორად შეღწევისთვის აუცილებელია მზის სხივები ადამიანს კანს გარკვეული კუთხით მოხვდეს. ჩვენს განედებში მზე მსგავს მდგომარეობაშია 12–დან 16 საათამდე. არადა ამ დროს მზე ადამიანისთვის ყველაზე სახიფათოდ ითვლება. ასეთი რუჯი ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს და კანის ნაადრევ დაბერებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ყველა დერმატოლოგი და კოსმეტოლოგი გვირჩევს მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას. თუმცა ის D ვიტამინის შეღწევას ხელს უშლის. ზოგი ამ დროს სახლიდან საერთოდ არ გადის მზის დარტყმის და დამწვრობის თავიდან ასაცილებლად. ჩაკეტილი წრე გამოდის.

რატომ ჩნდება D ვიტამინის დეფიციტი?

ეს ვიტამინი ცხიმში ხსნადია და უჯრედებში გროვდება. საწყის ეტაპზე მისი დეფიციტის გამოვლენა საკმაოდ რთულია. D ვიტამინის დეფიციტის შედეგების გამოვლენას დიდი დრო სჭირდება. D ვიტამინის დეფიციტის ძირითადი მიზეზებია:

  1. ცხოვრება ისეთ ადგილას, სადაც ცოტა მზიანი დღეა.
  2. მძიმე სმოგის მქონე ადგილას ცხოვრება.
  3. ყოველდღიურ საკვებში მიკროელემენტების ნაკლებობა.
  4. ვეგანიზმის და სხვა სახის საკვებით გატაცება, რომელიც ორგანიზმში ცილების დეფიციტს იწვევს.
  5. ლაქტოზას შეუწყნარებლობა.
  6. მედიკამენტების მიღება, რომელიც მიკროელემენტის ათვისებას ხელს უშლის.
  7. უცხიმო დიეტა.
  8. ნაღვლის ბუშტის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

როგორ განვსაზღვროთ D ვიტამინის დეფიციტი?

D ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში შეიძლება განისაზღვროს შემდეგი ნიშნებით:

  • კუნთების სისუსტე, დისტროფია ან კრუნჩხვები;
  • გაღიზიანება, დაღლილობა და სევდის გრძნობა;
  • მუდმივი ვირუსული დაავადებები და გაციება;
  • ხშირი მოტეხილობა, ძვლებში ტკივილი;
  • კბილების და ღრძილების პრობლემები;

მეორეხარისხოვან ნიშნებს მიეკუთვნება ცუდი ძილი, მადის დაკარგვა, თმის უკონტროლო ცვენა და ფერმკრთალი კანი. თუ D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრა ბუნებრივი მეთოდებით ვერ მოახერხეთ, დაფიქრდით სპეციალური ანალიზის ჩაბარებაზე და საკვები დანამატების მიღებაზე. ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს