სამზარეულო ქურის გარეშე სამზარეულო აღარაა. თუმცა, ოჯახის წევრები მუდმივად კამათობენ იმაზე, თუ ვის მოუწევს ქურის გაწმენდა კერძების მომზადების შემდეგ. თუ გსურთ, რომ ქურამ დიდხანს შეინარჩუნოს პირველადი იერი, რა თქმა უნდა, იგი ყოველი დაბინძურების შემდეგ უნდა გაწმინდოთ. ორი კვირის ცხიმიანი, გამხმარი ლაქები გაწმენდას ექვემდებარება, თუ იცით, როგორ გააკეთოთ ეს.
როგორ გავწმინდოთ ქურა
სამუდამოდ დაივიწყეთ მეტალის სახეხების შესახებ. ისინი ფოლადის ზედაპირებზეც კი ტოვებს ნაკაწრებს. გამოიყენეთ ბუსუსებიანი ღრუბელი. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ 4 ეფექტურ საშუალებას, რომლებიც უპრობლემოდ გაუმკლავდება ბინძურ ლაქებს და ქურას იდეალურად გაწმენდს.
საკვები სოდა
- 150 მლ ცხელი წყალი
- 30 გ სოდა
- სამზარეულოს ქურის გასაწმენდად, მოაყარეთ ქურას სოდა და მოასხით ცოტაოდენი ცხელი წყალი.
- 5 წუთის შემდეგ, გაწმინდეთ ზედაპირი ღრუბლის გამოყენებით. ნატურალური საწმენდი საშუალება რბილად წმენდს ემალირებულ და უჟანგავ ზედაპირებს, არ ტოვებს ნაკაწრებს და იდეალურად ირეცხება.
სილიკატის წებო
- 200 მლ ცხელი წყალი
- 3 ს.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. სარეცხი ფხვნილი
- 2 ს.კ. სილიკატის წებო
- პატარა ბოთლში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ სოდა, ფხვნილი, წებო და კარგად შეანჯღრიეთ.
- გადაანაწილეთ სითხე დაბინძურებულ ქურაზე და გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ მოწმინდეთ ცხიმისა და ჭუჭყის ლაქები ღღუბლის გამოყენებით.
საპნის ხსნარი
- 1 ლ ცხელი წყალი
- 20 გ საყოფაცხოვრებო საპონი
- 1 ვაშლი
- აადუღეთ წყალი დიდ ქვაბში.
- დახეხეთ საპონი მსხვილად და ჩაყარეთ მდუღარეში.
- მსხვილად დახეხეთ ვაშლიც და დაუმატეთ საპნის ხსნარში. ვაშლის მჟავა გაუმკლავდება ცხიმიან ლაქებს.
- როცა მასა ოდნავ გაგრილდება, მოასხით ქურას და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლით. ასეთი ხსნარით გამწოვის, ფოლადის ქვაბებისა და თუჯის ტაფების გარეცხვაც შეგიძლიათ.
ნიშადურისა და ანისულის წვეთები
- რეზინის ხელთათმანები
- ბამბის დისკები
- 25 მლ ნიშადურ-ანისულის წვეთები
- ჩაალბეთ ბამბის დისკი ხსნარში და გაწმინდეთ დაბინძურებული ზედაპირი. ეს საშუალება შესანიშნავად წმენდს ქურის სახელურებს.
- გახეხეთ ზედაპირი სველი ტილოთი.
ქურის ბადის გაწმენდა საკმაოდ რთული მისიაა. ამისთვის უნდა იცოდეთ, თუ რა მასალისგანაა დამზადებული იგი. თუჯის ბადის გაწმენდა შეიძლება ღია ცეცხლზე გადატარებით. ფოლადის ნაკეთობისთვის გამოდგება სარეცხ ხსნარში ჩალბობა. ემალი გაწმინდეთ ცხელი წყლისა და სოდის ხსნარით ან ჩაასხით პაკეტში ნიშადურის სპირტი და გააჩერეთ მასში ბადე მთელი ღამით. დილით გარეცხეთ გამდინარე წყლით.
ახლა უკვე იცით, როგორ გაწმინდოთ ქურა მიმწვარი და ცხიმიანი ლაქებისგან. სამზარეულოში სისუფთავის დამყარება გაცილებით უფრო მარტივი გახდება.