სრულყოფილი სისუფთავე: როგორ დავუბრუნოთ უნიტაზს პირველადი სიქათქათე

2540

ნებისმიერი კარგი დიასახლისი ზრუნავს სახლის სისუფთავესა და სიმყუდროვეზე. ამ საკითხში ყველაზე მეტი პრობლემა ჩნდება სააბაზანოსა და საპირფარეშოში, რადგან იქ რეგულარული დალაგებაა საჭირო. ქალბატონ ოლგას, როგორც გამოცდილ დიასახლისს, მარაგში აქვს რამდენიმე ეფექტური საშუალება ნებისმიერ დაბინძურებასთან გასამკლავებლად.

და დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ხრიკს, რომლის გამოყენებითაც უნიტაზს გააპრიალებთ, თანაც, ამისთვის მხოლოდ ხელთ არსებული პროდუქტი დაგჭირდებათ.

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი

ვიღაც იტყვის, რომ არაა საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, რადგან ძალიან დიდი ხნის წინ გამოიგონეს სპეციალური საშუალებები. მართალია, ასეთი საშუალებები ნამდვილად არსებობს და ეფექტურიც კია, თუმცა, პირველ რიგში, ეს ქიმიაა, რომელთან კონტაქტიც ადამიანისთვის სახიფათოა და მეორეც, ამ საშუალებების ფასი იკბინება.

თანაც, რატომ უნდა იყიდოთ სპეციალური საწმენდი საშუალებები, როცა არანაკლებ ეფექტური საშუალებები ხელთ გაქვთ? ქალბატონი ოლგა თვლის, რომ ამის აუცილებლობა არაა, და გვთავაზობს ხელმისაწვდომ საშუალებებს უნიტაზის გასაწმენდად. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ 2 შეკვრა ლიმონმჟავა, თბილი წყალი, საკვები სოდა და უნიტაზის ჯაგრისი.

აიღეთ ლიმონმჟავა და გახსენით ცოტაოდენ წყალში. სითხე გადაღვარეთ შხეფიან ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. შეაშხეფეთ იგი უნიტაზის ზედაპირს, განსაკუთრებული ყურადღება კი დაუთმეთ ყველაზე დაბინძურებულ მონაკვეთებს. გააჩერეთ 10-15 წუთით.

ახლა ჩაიცვით ხელთათმანები და დაიწყეთ ხეხვა ჯაგრისით ან ღრუბლით, მოაშორეთ მთელი ჭუჭყი, რათა უნიტაზი გაქათქათდეს. ოლგა გვირჩევს საკვები სოდის დამატებასაც. ჩაყარეთ იგი პირდაპირ უნიტაზში. როცა სოდა აშუშხუნდება და აქაფდება, დაამუშავეთ ამ ქაფით მთელი ზედაპირი.

ახლა რამდენჯერმე ჩაარეცხეთ უნიტაზი, ამის შემდეგ კი სველი, სუფთა ღრუბლით გაწმინდეთ დარჩენილი ზედაპირებიც. ახლა უნიტაზი სისუფთავით იბრწყინებს. ეს კომპლექსური საშუალება ნებისმიერ, მათ შორის, ძველ ჭუჭყსაც ამოიყვანს.

უნიტაზისა და მისი ავზის კარგად გასაქმენდად, ჩაასხით ავზში ნახევარი ბოთლი ჩვეულებრივი სუფრის ძმარი და გააჩერეთ რამდენიმე საათით. შემდეგ ჩარეცხეთ რამდენჯერმე. ასე უნიტაზში დაბინძურებას აიცილებთ თავიდან.

ეს საშუალებები ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია. ამასთან, ზედმეტი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. ჩვენ უკვე გამოვცადეთ ეს მეთოდი და იგი ნამდვილად ეფექტურია. თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს