ხანდახან ყველას გვსურს მომავალში ჩახედვა და გაგება, რა სიურპრიზებს გვიმზადებს ბედი. სწორედ ამიტომ, ორცხობილა წინასწარმეტყველებით და ჯადოსნური ბურთი „რვიანი“, რომელიც კითხვებს პასუხობს, აქტუალობას არ კარგავს. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდიც იმის გასაგებად, რა ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ მომავალში. ტესტი „რა გელოდებათ 2024 წელს“ ერთ–ერთი ასეთი მეთოდია.
ქვემოთ ნახავთ სურათს სამი სადღესასწაულო წინდით, რომელსაც ბუხარზე კიდებენ. ასეთი საახალწლო აქსესუარი მიგანიშნებთ, რა მიმართულება აიღოთ წელს და რისთვის იყოთ მზად. ყველაზე მეტად რომელი წინდა საჩუქრებით მოგეწონათ? სწორედ ის გეტყვით მთელ სიმართლეს თქვენს მომავალზე.
საინტერესო ტესტი: რა გელოდებათ 2024 წელს?
ცისფერი წინდა
ის, რასაც ყველაზე მეტად ნატრობდით, ახდება. 2024 წელს ბედი თქვენს მხარესაა. იდეალური დროა სანუკვარი სურვილების ასახდენად და გეგმების განსახორციელებლად. დიდი ხანია ბიზნეს იდეა თავში გიტრიალებთ? დროა განახორციელოთ. შეუპოვარი შრომისმოყვარეობისთვის დაჯილდოვდებით.
წითელი წინდა
ჯერ კიდევ ვერ გამონახეთ დრო, რომ საკუთარ თავს და ჭეშმარიტ სურვილებს მოუსმინოთ? 2024 წელს ამის გაკეთება დიდხანს არ გადადოთ. საუკეთესო რამ, რაც საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, დაკავდით იოგით და წაიკითხეთ ფსიქოლოგიური წიგნი. საუკეთესო მეთოდია საკუთარი თავის შესაცნობად, იმის გასაგებად, რა გსურთ სინამდვილეში და რისკენ მიისწრაფვით.
ყვითელი წინდა
გასულ წელს თავს თოხარიკი ცხენივით გრძნობდით? იყო მხოლოდ საქმე, საქმე და კიდევ ერთხელ საქმე? საკუთარ თავს დასვენების უფლება მიეცით. გააკეთეთ ის, რასაც ნამდვილი სიამოვნება მოაქვს. ეს შეიძლება იყოს ჰობი, რომლის დრო არასდროს გქონდათ. ხატვა, ცეკვა, მუსიკა, სპორტი, ძერწვა, მძივებით ქსოვა – მთავარია, აირჩიოთ ისეთი აქტივობა, რომელიც ბედნიერებას და სიხარულს მოგანიჭებთ.
ძალიან მალე გაიგებთ, რამდენად ზუსტი აღმოჩნდა ტესტის შედეგები.