ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესის სურვილს გვიტოვებს. სანამ ექსპერტები ეკონომიკური კრიზისიდან მალე გამოსვლას პროგნოზირებენ, რომელსაც სინამდვილეში დასაწყისი და დასასრული არ აქვს, ჭკვიანი ბებიები წიწიბურას და კონსერვებს აგროვებენ.
ამ დროს აქტიურდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც უფრო საშიში არიან, ვიდრე რიგში მდგარი პენსიონერები – ბინის ქურდები. უმეტესობას ნარკომანები, უსახლკაროები და უმუშევრები შეადგენენ, თუმცა მათ შორის ნამდვილი პროფესიონალები არიან.
ქურდები ყველაზე მეტად სახიფათოა დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის: აქ შემოსავალი უფრო მაღალია, ბინის მეპატრონეები სახლში უფრო მეტ ძვირფასეულობას ინახავენ და სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებენ. ამ შემთვევაში დამნაშავის პოვნა პრაქტიკულად არარეალურია, რადგან ისინი “უსახლკარო გასტროლიორები” არიან..
შედარებით მომცრო ქალაქის მაცხოვრებლებიც არ უნდა მოდუნდენ. ზღვაზე, აგარაკზე ან ნათესავებთან დიდხანს ყოფნა თქვენი ბინისთვის სახიფათოა. ქურდებს უამრავი მეთოდი აქვთ, რომ გაიგონ, სახლშია მეპატრონე თუ არა და შემდეგ ბინა სწრაფად დააცარიელონ. ახლა გავარკვიოთ, როგორ ირჩევს ბოროტმოქმედი მსხვერპლს და როგორ დავიცვათ თავი.
ხშირად ბინას ნარკომანი ან უსახლკარო ქურდავს, რომ მორიგი დოზის ან ბოთლის შესაძენად ფული ნახოს. ისინი ხშირად დაუპატიჟებლად შემოსვლას არ რისკავენ და პირველი სართულის აივანზე ან ეზოში ნაპოვნს ჯერდებიან, მაგრამ ინციდენტები ხდება.
სხვა საქმეა პროფესიონალები, რომლებიც ჩვეულებრივ ბინაში არ შევლენ. მათ მხოლოდ კარგი ქონების მქონე მოქალაქე აინტერესებთ. ასეთ შემთხვევაში, დიდი მოგების მისაღებად მზად არიან რისკზე წავიდნენ.
ჩვეულებრივ ჯგუფებად მუშაობენ, სადაც თითოეულის როლი მკაცრად განსაზღვრულია. ერთი პოტენციურ კლიენტს უთვალთვალებს, მეორე გეგმას ადგენს, მესამე უშუალოდ ქურდობაში მონაწილეობს. შემდეგია – ნაქურდალის გამყიდველები.
პირველ რიგში, პოტენციური მსხვერპლის ფინანსურ მდგომარეობას აფასებენ. კონდიციონერის, სატელიტური ანტენის არსებობას ამოწმებენ და ფანჯარაში იყურებიან. სოლიდურ კარებს ასევე კარგი ქონების ნიშნად თვლიან.
ძვირადღირებული ავტომობილი – მსხვერპლის კარგი მდგომარეობის უტყუარი ნიშანია. სახლამდე მსხვერპლის მიცილება ძალიან მარტივია: დამკვირვებელი უბრალოდ მასთან ერთად ბინაში შედის, კარამდე აცილებს და უფრო ზემოთ ადის, რომ ეჭვები არ გამოიწვიოს.
მეზობლები შეიძლება ქურდებს დაეხმარონ და მათ სავარაუდო მსხვერპლზე ინფორმაცია მიაწოდონ. მოხუცებს ეზოში შეკრება და თითოეული შენაძენის გარჩევა უყვართ. მათ გვერდით დაჯდომა და მოსმენა საკმარისია, რომ საჭირო ინფორმაცია მიიღოთ.
სახლში ქურდები შეიძლება თავად მიიყვანოთ. როგორც კი ახლობლებს ახალი ტექნიკის, ძვირფასეულობის, პალტოს და სხვა ნივთების შეძენის შესახებ უყვებით, ბნელი პიროვნებისთვის საინტერესო ხდებით. ასეთი ინფორმაციის გაზიარების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.
მეორე საფრთხე – სოციალური ქსელი. ჩვენ ყველას ტრაბახი და სოციალურ ქსელებში სურათების გამოქვეყნება გვიყვარს. ბოროტმოქმედებმა შეიძლება მეგობრებში დაგამატოთ და შეგისწავლონ. როცა კურორტზე ყოფნის სურათს გამოაქვეყნებთ, ბინაში დაუპატიჟებელი სტუმრები შევლენ.
თუ მსხვერპლი განსაკუთრებით მდიდარია, მაშინ დამნაშავეები მას ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებენ. ისინი მაცხოვრებლების გრაფიკს ადგენენ და ეძებენ დროს, როცა სახლში არავინ იქნება.
შემოწმების ჩვეულებრივი მეთოდი – კომუნალური სერვისების, სოციალური მომსახურების და სოციოლოგიური ცენტრების წარმომადგენლების მოჩვენებითი ზარები. ასეთმა უჩვეულო აქტივობამ უნდა დაგაეჭვოთ.
ქურდები ასევე საფოსტო ყუთების შემოწმებით ადგენენ, ბინაში ადამიანი ცხოვრობს თუ არა. თუ საფოსტო ყუთი გადავსებულია, მაშინ სახლში დიდი ხანია არავინ გამოჩენილა. კარზე მიკრული სარეკლამო ფლაერებიც იმის მანიშნებელია, რომ სახლში არავინაა. ყველაზე ეშმაკი ქურდები ელექტრო მრიცხველს ამოწმებენ, თუ ის გარეთ მდებარეობს.
ბოროტმოქმედებმა შეიძლება „შუქურა“ დააყენონ: კარზე ასანთის, განცხადების ან ძაფის დამაგრება. თუ მისი პოზიცია შეიცვალა, ესე იგი ბინაში მეპატრონე იყო.
ეს ფოტო ბიჭმა გადაიღო, რომელმაც მეზობელი ქურდებისგან გადაარჩინა.
კარის წინ დადებული ხალიჩა შეიძლება მფლობელის წინააღმდეგ გამოიყენონ. მის ქვეშ ორცხობილას დებენ და ვინმეს შემოსვლას ამოწმებენ. შეიძლება კარის საკეტი ან სახელური საღებავით აღნიშნონ.
როგორ დავიცვათ ბინა გაქურდვისგან?
ოჯახურ ღირებულებებზე ინფორმაციის გავრცელება და ახალი ნივთების შეძენით ტრაბახი არ ღირს. ბავშვებს სთხოვეთ, რომ მშობლების შემოსავლის შესახებ არ ისაუბრონ. ფრთხილად იყავით, თუ უცნობი პირები ხშირად გირეკავენ. თუ სახლის დიდხანს მარტო დატოვება გიწევთ, ნათესავებს თვალყურის მიდევნება სთხოვეთ. გასვლის წინ ფანჯრები დაკეტეთ და ფარდები გადაწიეთ.
გაქურდვის თავიდან აცილების ყველაზე საიმედო მეთოდს სიგნალიზაცია წარმოადგენს. როცა სახლში უცხო პირები შემოდიან, სენსორები აქტიურდება და სისტემა განგაშის სიგნალს აგზავნის. 10 წუთში ბინაში რამდენიმე ძლიერი ბიჭი გამოჩნდება.
ასეთი სისტემა უბრალო მოქალაქეს ძვირად მოეჩვენება, მაგრამ თუ გაქვთ ის, რისი დაცვაც ღირს, სჯობს დაზღვეული იყოთ. უსაფრთხოებაზე ეკონომიის გაწევა არ ღირს. როგორც ამბობენ, ძუნწი ორჯერ იხდის.
უსაფრთხოების მარტივი წესები დაიცავით და ყურადღებით იყავით. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩემოდანი მშვიდად ჩაალაგოთ და დასასვენებლად გაემგზავროთ.