რონი და კემბერლი ერთმანეთს სკოლაში ხვდებოდნენ და მხოლოდ მაშინ იქორწინეს, როცა 50 წელი შეუსრულდათ

90

მრავალი სერიალისა და ფილმის გმირები უთანხმდებიან ერთმანეთს, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, ერთმანეთზე იმ შემთხვევაში იქორწინებენ, თუ მანამდე არ გაუჩნდებათ მუდმივი პარტნიორები. ასეთი რამ რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, თუმცა არასდროს გამიგია, რომ ასეთი პირობა ოდესმე რეალობად ექციათ. დღემდე…

კიმბერლისა და რონის ამბავი კიდევ იმითაა გასაოცარი, რომ მათ რამდენჯერმე სცადეს ერთმანეთთან ურთიერთობა, თუმცა არ გამოსდიოდათ. და მხოლოდ “გიჟურმა შეთანხმებამ” დაადო მათ უღელი, როცა ორივეს 50 წელი შეუსრულდა.

პირველად, მომავალი ცოლ-ქმარი ერთმანეთს მაშინ შეხვდა, როცა რონი 11-ე, ხოლო კიმბერლი – მე-8 კლასში იყო. 1 წელიწადში მათ შეხვედრა დაიწყეს, თუმცა მალე ბიჭმა სკოლა დაამთავრა და საყვარელი გოგონას მიტოვება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მან კიმბერლის გული ატკინა, ისინი ურთიერთობას მეგობრების როლში აგრძელებდნენ.

სკოლის შემდეგ, კიმბერლი სხვას გაჰყვა ცოლად. რამდენიმე წლის შემდეგ, რონიც დაქორწინდა, თუმცა არც ახლა შეუწყვეტიათ ურთიერთობა. მეტიც, ორი ოჯახი ერთმანეთთან მეგობრობდა. ამ ქორწინებაში კიმბერლის ორი შვილი შეეძინა, ხოლო რონი უშვილოდ დარჩა.

პირველად მამაკაცი განქორწინდა, შემდეგ კი კიმბერლი. მათ ისევ სცადეს ერთად ყოფნა, თუმცა ეს მათთვის საუკეთესო დრო არ ყოფილა. თანაც, ძველი მეგობრები ისევ ყველაფერზე საუბრობდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს დაიდო ეს სახუმარო შეთანხმებაც.

ისინი 30 წლისანი იყვნენ და რონი ამბობდა, რომ მას არავინ ჰყავდა, ვისაც დანაზოგს დაუტოვებდა და სიბერეს მარტო გაატარებდა. მაშინ კიმბერლიმ ხუმრობით დაქორწინება შესთავაზა, თუ მათ 50 წლისას არ ეყოლებოდათ ოჯახი.

მათ გაეცინათ და დიდი ხნით დაივიწყეს ამ შეთანხმების შესახებ, სანამ, ორი წლის წინ, კიმბერლიმ რონს არ დაურეკა და უთხრა: “შენ გახსოვს ჩვენი გიჟური შეთანხმება?” მას ყველაფერი გაახსენდა, თუმცა მაშინ არ დაქორწინებულან.

2017 წლის სექტემბერში, ძველი მეგობრები დიდი ხნის განმავლობაში პირველად წავიდნენ პაემანზე. რონმა და კიმბერლიმ შესანიშნავი დრო გაატარეს. ახალი წლის წინა დღით კი დაინიშნენ. მამაკაცმა საყვარელ ქალს ჩრდილოეთ მინესოტაში, გაყინულ ჩანჩქერთან სთხოვა ხელი.

ქორწილი 2018 წლის პირველ ივნისს შედგა. გასაოცარია, არა? მთელი ცხოვრება, ისინი ერთად იყვნენ, თუმცა ვერაფრით შეეწყვნენ სასიყვარულო ურთიერთობაში. მხოლოდ ახლა, როცა რონი 54, ხოლო კიმბერლი 51 წლისაა, ძველი მეგობრები ბოლოს და ბოლოს დაქორწინდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს