გამოვიყენოთ ყავის ნალექი დასუფთავებისთვის

1522

როგორც წესი, ყავის ნალექი არის ნარჩენი, რომელიც რჩება დილის გამამხნევებელი სასმელის მომზადების შემდეგ. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მას ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, რის გამოც ის საოცარი დამხმარეა ყოველდღიურ ცხოვრებაში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, თუ როგორ გამოიყენება ყავის ნალექი დასუფთავებისთვის.

ზოგიერთი დიასახლისი ასეთ ნედლეულს ფილების გასაწმენდად იყენებს. ნალექის აბრაზიული ნაწილაკები კარგად უმკლავდება ყველაზე სერიოზული ჭუჭყის მოშორებას. თუმცა, ეს არ არის ყავის ნარჩენების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების ერთადერთი გზა.

როგორ გამოვიყენოთ ყავის ნალექი სახლის დასუფთავებისას

მეთოდი №1

ხანგრძლივი გამოყენებისას, ღუმელის ბადე ყავისფერ ფერს ღებულობს. ყავის ნალექი დაგეხმარებათ ასეთი ნადების მოცილებაში. ჩაკეტეთ სანიაღვრე ხვრელი ნიჟარაში. ჩაყარეთ მასში 2 ს/კ. ყავის ნალექი და შეავსეთ თბილი წყლით. მიღებულ სითხეში მოათავსეთ ბადეები, რომლებიც გაწმენდას საჭიროებს. გააჩერეთ ისინი 40-50 წუთის განმავლობაში. შემდეგ ღრუბლის მსუბუქი მოსმით მოაშორეთ მთელი ჭუჭყი.

მეთოდი №2

შენიშნეთ, რომ ხის ავეჯზე ნაკაწრები გაჩნდა? გამოიყენეთ ყავის ნალექი. ის ავეჯის გაპრიალებაში დაგეხმარებათ. აიღეთ ყავის ნალექის ძალიან მცირე რაოდენობა და შეურიეთ მზესუმზირის ზეთს, რათა მიიღოთ სქელი პასტა. მომზადებული ნარევი წაუსვით ნაკაწრებს და ნაზად შეაზილეთ დაზიანებულ ადგილებს. 15 წუთის შემდეგ ნარჩენები მოაშორეთ. ავეჯის ზედაპირი გაამშრალეთ.

მეთოდი №3

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყავის ნალექს გააჩნია აბრაზიული თვისებები. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოაცილოთ ჩამჯდარი ჭუჭყი ქვაბებს და ტაფებს. ვინაიდან ნალექი რბილი აბრაზიული საშუალებაა, თავისუფლად გამოიყენეთ ისეთი ტაფების გასაწმენდათაც, რომელთან აქვთ მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირი.

მეთოდი №4

ყავის ნარჩენები ასევე გამოსადეგია ჩაკეტილი სანიაღვრეების შემთხვევაშიც. ყავის ნალექს შეუძლია მილებიდან დაგროვილი ნალექის და უსიამოვნო სუნის მოცილება, ჭუჭყისა და ცხიმის დაშლა. 3,5 ლიტრი წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ 4 ს.კ. ყავის ნალექი. კარგად აურიეთ. მას შემდეგ, რაც ხსნარი მთლიანად გაგრილდება, ჩაასხით ჩაკეტილ მილში (ნიჟარაში ან უნიტაზში). 8-10 საათის შემდეგ ჩარეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით.

მეთოდი №5

მაცივრიდან უსიამოვნო არომატი არის პრობლემა, რომელსაც თითქმის ყველა დიასახლისი შეუწუხებია. მკვეთრი სუნის მოსაშორებლად, ყავის მშრალი ნალექი მოათავსეთ ჭიქაში ან პატარა თასში. საღამოს ეს ჭურჭელი მოათავსეთ მაცივრის თაროზე. ღამით, ნალექი ყველა უსიამოვნო სუნს გაანადგურებს.

ყავის ნარჩენების გამოყენების ეს სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები დაგეხმარებათ სახლში სისუფთავის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, ყავის ნალექი სახლის დალაგების პროცესს უფრო სახალისოს და არომატულს გახდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს