ალბათ, ყველას, გამონაკლისის გარეშე, სმენია ყავის ისეთი ანალოგის შესახებ, როგორიცაა ვარდაკაჭაჭას სასმელი, რომელიც ენერგიის ამაღლებას ხელს უწყობს. ეფექტი მავნე კოფეინის მონაწილეობის გარეშე მიიღწევა. ვარდკაჭაჭა კოფეინს არ შეიცავს. ეს ამ სასმლის ერთადერთი უპირატესობა არაა ყავასთან შედარებით. რით არის კარგი?
ცნობილია, რომ ვარდკაჭაჭას ფესვების ნაწილი, რომლისგანაც სასმელი მზადდება, 75% ინულინისგან შედგება. ეს ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც აქტიურად გამოიყენება დიაბეტის დროს დიეტის დაცვისას. ინულინი ორგანიზმის მიერ ადვილად შეიწოვება და მავნე ბაქტერიების მიმართ მის წინააღმდეგობას ზრდის. ასევე ვარდკაჭაჭას ახასიათებს დაბალი კალორიულობა. თამამად შეუძლია დალიოს მას, ვინც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის. სასმელი არც ისე უვნებელია, როგორც ჩანს. დეტალურად განვიხილოთ მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედება ორგანიზმზე.
რა სარგებელი და ზიანი აქვს ვარდკაჭაჭას სასმელს
მდიდარი შემადგენლობა
როგორც აღვნიშნეთ, ვარდკაჭაჭას ფესვი დიდწილად ინულინისგან შედგება. მასში არის ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაც, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია.
- ბეტა კაროტინი. ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების გამოდევნას, ონკოლოგიის პროფილაქტიკას ახდენს.
- E ვიტამინი. დაბერების პროცესის შენელებას და იმუნიტეტის დამცავი ფუნქციების გაზრდას ხელს უწყობს.
- თიამინი. ამ ნივთიერებას აქვს გამძლეობის გაზრდის და ნევროლოგიური დაავადებების განვითარების პრევენციის თვისება.
- ქოლინი. მისი მთავარი ფუნქციაა ღვიძლის გაწმენდა ცხიმოვანი დეპოზიტებისგან, რაც უარყოფითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე.
- ასკორბინის მჟავა. იმუნიტეტს აძლიერებს, სურდოს და სხვა დაავადებების პრევენციას ახდენს.
- B5 ვიტამინი. კანის მდგომარეობის გაუმჯობესება ვარდკაჭაჭაში შემავალი ამ ნივთიერების მთავარი დამსახურებაა.
- პირიდოქსინი. სტრესის და დაღლილობის დროს გვეხმარება. სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
- K ვიტამინი. სისხლის შედედებას ხელს უწყობს, ასევე დიდ როლს ასრულებს ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორიცაა ძვლოვანი ქსოვილების ფორმირება.
ვარდკაჭაჭის სასმლის ზიანი
აღსანიშნავია, რომ ექიმები ვარდკაჭაჭის სასმლის დალევას არ ურჩევს მათ, ვისაც აწუხებს ვარიკოზული ვენები და ნაღვლკენჭოვანი დაავადება. ასევე ამ მცენარის სასმლის დალევა არ ღირს მძიმე ალერგიის დროს. ვარდკაჭაჭას ახასიათებს სისხლძარღვების გაფართოება და სისხლის გათხელება, ჰიპოტონიკებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ.
იმის მიუხედავად, რომ ეს სამკურნალო მცენარეა, მისგან მომზადებული სასმლის ბოროტად მიღება არ ღირს. დალიეთ დღეში არაუმეტეს 300 მლ ყავის ანალოგი. ასე მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.