მაკიაჟის ზოგიერთი ტექნიკის დახმარებით შეგიძლიათ მარტივად გაუსვათ ხაზი თქვენი გარეგნობის ბუნებრივ უპირატესობებს, დამალოთ ნაკლოვანებები და ასევე გახდეთ ვიზუალურად რამდენიმე ათეული წლით ახალგაზრდა.
ასეთ გარდაქმნებს ხშირად გვაჩვენებენ ვიზაჟისტები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟში. მათი ნამუშევრების უმეტესობაში გამოიყენება ერთიდაიგივე მეთოდები, რომელთა შესახებაც პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
კანის ფერი
თანაბარი და ლამაზი კანის ფერი ყოველთვის ასოცირდება ახალგაზრდობასთან და ჯანმრთელობასთან. ამიტომ დაბერების საწინააღმდეგო ნებისმიერ მაკიაჟში მაქსიმალური ყურადღება ეთმობა კანს.
პიგმენტური ლაქები, მონაცრისფრო ელფერი და სიწითლე ვიზუალურად აბერებს კანს ნაოჭებზე უფრო არანაკლებ.
დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟში ყოველთვის გამოიყენება კონტურინგის ტექნიკა ვიზუალური ლიფტინგ-ეფექტის შესაქმნელად. სქემები დაახლოებით იგივეა, მაგრამ გათვალისწინებულია სახის ინდივიდუალური მახასიათებლები:
ვინაიდან ამ ტიპის მაკიაჟი მრავალფენიანია, ბევრ ქალს ეშინია, რომ ის თაბაშირს დაემსგავსება. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა აირჩიოთ ტონალური საშუალებები კარგი დაფარვით, მაგრამ ამავე დროს მსუბუქი ტექსტურით.
ამ პრობლემას ასევე აგვარებს კანის კარგი მომზადება შემდგომი მანიპულაციებისათვის, რაც გულისხმობს ცხიმის საფუძვლიან გაწმენდას, დატენიანებას და მაკიაჟის ბაზის გამოყენებას.
მუქი წარბები და გრძელი წამწამები
წარბების ზომიერად მუქი ფერი, რომელიც შეეფერება სახის კანის ტონს, თვალებისა და თმის ფერს – გარეგნობის მნიშვნელოვანი ელემენტია. ხშირად, წარბების ფორმისა და ფერის გასწორებით, ქალი ვიზუალურად კარგავს რამდენიმე წელს.
ვიზაჟისტების კიდევ ერთი საყვარელი ტექნიკა ამ ტიპის მაკიაჟში არის ხელოვნური წამწამების გამოყენება. ეს ყოველთვის ცვლის თვალებს და იერს უფრო გამომხატველს ხდის.
ყველას არ სურს ხელოვნური წამწამების გამოყენება ჩვეულებრივ ყოველდღიურ მაკიაჟში (თუმცა ამ აქსესუარის თანამედროვე ვერსიები საკმაოდ კომფორტულია და ადვილად გამოსაყენებელი). მაშინაც კი, თუ თქვენ ბუნებრივად არ გაქვთ გრძელი წამწამები, საკმარისია გამოიყენოთ ტუში დამაგრძელებელი ეფექტით.
მოცულობითი ტუჩები
წლების განმავლობაში ტუჩები კარგავს მოცულობას, ამიტომ ვიზაჟისტები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას ტუჩის მაკიაჟის გასაკეთებლად, რაც მათ ვიზუალურად უფრო გაბერილს და მოცულობით ხდის.
ამ მიზნით გამოიყენება გლოსები, რომლებიც სიპრიალის წყალობით უფრო მოცულობითს ხდის ტუჩებს და ასევე კონტურინგის სხვადასხვა ტექნიკა.