მაშინაც კი, თუ ავეჯს ფრთხილად გამოიყენებთ, რბილი ავეჯი შეიძლება საგრძნობლად გაჭუჭყიანდეს, რაც მის შემდგომ გამოყენებას უსიამოვნოს ხდის. თუმცა მხოლოდ ამ მიზეზის გამო ნივთებს ნაგავსაყრელზე ხომ არ მოისვრით? დივნის, სავარძლის ან რბილი, გადაკრული სკამების პროფესიონალურად წმენდა საკმაოდ ძვირი ჯდება. ამ პრობლემის გამკლავებას საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ?
„პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გაწმინდოთ ავეჯი სახლის პირობებში საინტერესო, მაგრამ ხელმისაწვდომი მეთოდის გამოყენებით. აუცილებლად სცადეთ და საყვარელ სავარძელს ძველი იერი დაუბრუნეთ.
როგორ გავწმინდოთ ავეჯი
უნივერსალური, შინაურული გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად 2 სპრეის ბოთლი (სჯობს ნახევარ ლიტრიანი ბოთლები), საკვები სოდა, თხევადი სარეცხი საშუალება, ლიმონის მჟავა და წყალი დაგჭირდებათ.
პირველ ბოთლში 5 ს/კ სოდა ჩაყარეთ, მეორეში კი 5 ჩ/კ ლიმონის მჟავა. ლიმონის მჟავას დაახლოებით 2-3 ს/კ თხევადი სარეცხი საშუალება დაუმატეთ.
ახლა თითოეული ბოთლი ნახევარზე ოდნავ მეტი წყლით აავსეთ, თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. შინაურული გამწმენდი საშუალება მზადაა. ავეჯი სუფთა რომ გახდეს, შინაურული საწმენდი საშუალება სწორად გამოიყენეთ.
ამისთვის, პირველ რიგში, ჭუჭყიან ზედაპირს სოდიანი ბოთლის ხსნარი შეასხით. შესაძლოა, სპრეი ბოთლი გაიჭედოს, ამიტომ სოდიანი ხსნარი უბრალოდ ბინძურ ადგილას დაასხით.
ახლა ზემოდან მეორე ბოთლის ხსნარი დაასხით, რომ სოდა და ლიმონის მჟავა რეაქციაში შევიდეს. მიღებული ქაფი ყველაზე ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი ადვილად ამოიყვანს. ახლა ზედაპირს ჭუჭყი სველი ჩვრით მოაშორეთ.
ავეჯს გაშრობა აცადეთ და ოჯახის წევრებთან თავი შეიქეთ, თუ როგორ მარტივად და თითქმის უფასოდ მოახერხეთ ძველი ავეჯის განახლება, ჭუჭყისგან გაწმენდა და ჩამჯდარი ლაქების, მათ შორის საყვარელი კატის მიერ დატოვებული სიურპრიზის მოშორება.
ასეთი მარტივი მეთოდით არა მხოლოდ ავეჯიდან ლაქების ამოყვანას, არამედ ავტომობილის სალონის გაწმენდასაც შეძლებთ. ეს ეფექტური და იაფი საშუალება არაერთხელ დაგეხმარებათ. ქიმწმენდის პროფესიონალი თანამშრომლებიც კი მიღებული შედეგის დანახვისას საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერებენ.