რამდენიმე ლიტრი საშინაო ფანტის მომზადება 3 ფორთოხლით? სავსებით რეალური წამოწყებაა! სასმელს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ იგი ძალიან ჰგავს ცნობილ “ფანტას” გემოთი.
მის უსაფრთხოებაში კი დარწმუნებული იქნებით. სასმლის შემადგენლობაში არ შეგხვდებათ არანატურალური კონსერვანტები – მხოლოდ ლიმონმჟავა.
ფორთოხლის წვენის რეცეპტი
ინგრედიენტები
- 3 ფორთოხალი
- 9 ლ წყალი
- 1 კგ შაქარი
- 30 გ ლიმონმჟავა
მომზადება
1. თავიდან ფორთოხალი აუცილებლად უნდა მოათავსოთ საყინულეში, მინიმუმ 2 საათით. საერთოდ კი, ციტრუსი იქ ძალიან დიდი ხნით შეიძლება მოათავსოთ – არ გაფუჭდება. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ხილმა გემო შეიცვალოს, სიმწარე მოიშოროს.
2. გაყინული ფორთოხალი გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააქუცმაცეთ ბლენდერში. დაასხით 3 ლ წყალი და გააჩერეთ კიდევ 2 საათით. ამ დროისთვის მთელი წვენი წყლად იქცევა, ხსნარი კონცენტრირებული გახდება.
3. დაუმატეთ 1 კგ შაქარი და 30 გ ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და გადაწურეთ ფენებიან მარლაში. დაუმატეთ კიდევ 6 ლ წყალი. დააყენეთ და საბოლოო ჯამში მიიღებთ მთელ 9 ლიტრ ნატურალურ ფანტას.
საშინაო ფანტა – ესაა სასმელი, რომლის უსაფრთხოებაშიც ეჭვი არ შეგეპარებათ. მას გაკერებული გემო, თუმცა არც ისე გაჯერებული ფერი აქვს – საღებავების არქონის გამო.
წვენს სიმწარე საერთოდ რომ გაუქრეს, შეარჩიეთ მცირე ზომის ფორთოხლები – მათ უფრო თხელი კანი აქვთ. სწორედ ის თეთრი საფარი, რომელიც ცედრასა და რბილობს შორისაა მოთავსებული, იძლევა მწარე გემოს. ასევე, ლიმონმჟავის ნაცვლად, გამოიყენეთ ლიმონი.