კლავდა მსხვერპლს, შემდეგ თავად იძიებდა საქმეს: გამომძიებელი სერგეი ვინოგრადოვის ამბავი

641

1990–იანი წლების დასაწყისში ეკატერინბურგში სერიული მკვლელი მოქმედებდა. ღამით მსხვერპლს ჩუმად და სწრაფად უმკლავდებოდა და არ სჯეროდა, რომ ერთ დღესაც დაიჭერდნენ.

გამომძიებლის ამოცანაა გახსნას საქმე და იპოვოს საშინელ დანაშაულებში დამნაშავე პირი. ნაბიჯ–ნაბიჯ ხსნიან კრიმინალურ საქმეებს, რომ საბოლოოდ სამართლიანობამ გაიმარჯვოს. მაგრამ ზოგჯერ მკვირცხლი ფსიქიკა ყველაზე მტკიცე ადამიანსაც ბოროტად ეხუმრება და უცვლის ადგილს მას, ვისზეც ცოტა ხნის წინ ნადირობდა.

ეკატერინბურგი, 1991

1991 წლის ზამთარში ეკატერინბურგის პოლიციაში ზარი შევიდა. 16 წლის გოგონა ზურგის არეში დანით მიყენებული ჭრილობით რეანიმაციაში გადაიყვანეს. იულია სავრასოვა სასწაულებრივად გადარჩა. გონზე მოსვლის შემდეგ მოსწავლის დასაკითხად გამომძიებლები მოვიდნენ. ისინი წარუმატებლად ცდილობდნენ მსხვერპლისგან გაეგოთ საშინელი ტრაგედიის დეტალები. გოგონა უარზე იყო. ამბობდა, რომ არაფერი უნახავს და განცხადებას არ დაწერს. ოფიცრებმა მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ თავდასხმა დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა. მომხდარის ახსნის შიშმა ძალოვან სტრუქტურებში დიდი გაოცება გამოიწვია. პოლიციამ მაშინვე იეჭვა, რომ გოგონა რაღაცას მალავდა.

ტანსაცმლის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ დანის ნახვრეტი მხოლოდ მაისურზე იყო, ხოლო პერანგზე და ქურთუკზე არა. ამან წარმოშვა უცნაური ფიქრები: რას აკეთებდა გოგონა მხოლოდ მაისურში ქუჩაში? თან შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ გოგონა სახლიდან წამოიყვანა. გამომძიებლებმა მსხვერპლის მშობლებთან დალაპარაკება გადაწყვიტეს. სავრასოვის ინტელიგენტი მშობლები გაკვირვებულნი იყვნენ ქალიშვილზე ჭრილობების არსებობით. გამომძიებლებს უთხრეს, რომ წინა ღამეს გოგონა მეგობართან დასარჩენად წავიდა, მაგრამ მოულოდნელად შუაღამით სახლში დაბრუნდა ყველაფრის ახსნის გარეშე. თავიდან არაფერზე ჩიოდა, მაგრამ მოგვიანებით ცუდად გახდა. მოსწავლემ ითხოვა ექიმის გამოძახება, მაგრამ მშობლებს მასთან ერთად წამოსვლა მკაცრად აუკრძალა.

უცნაური მკვლელობა

მეგობარი, ვისთანაც სავრასოვა იმ საღამოს წავიდა, მაშა კოტენკოვა იყო. გოგონები დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და ღამე სახლში ერთად ხშირად რჩებოდნენ. ამის გაგებისას ოფიცრები მოსწავლის ბინის დასათვალიერებლად წავიდნენ. ადგილზე შესასვლელი კარი ოდნავ ღია დახვდათ. შიგნით რომ შევიდნენ, ყველა გაოგნდა. იატაკზე იწვა მაშა და დედამისი ზინაიდა. დახრჩობილნი იყვნენ. მათი გვამების გვერდით იდო რაღაც ბინის სქემა–ნახატი.

ერთ ოთახში გამომძიებლებმა იპოვეს სისხლის კვალი. სავარაუდოდ, სწორედ აქ დაჭრეს იულია. დაკითხეს მეზობლები. მათი თქმით, არაფერი გაუგიათ და უნახავთ. მხოლოდ გადარჩენილის ალაპარაკების იმედი დარჩა. როცა გამომძიებლებმა ისევ სცადეს სავრასოვის ალაპარაკება, გოგონა ატირდა და მთელი სიმართლე თქვა.

მას შემდეგ, რაც იულია მაშასთან სახლში მივიდა, სამოყვარულო ფოტოსესია მოაწყვეს. ფოტოებს იღებდნენ და ფანტაზიორობდნენ, როგორ ახდებოდა ერთ დღესაც მათი მთავარი ოცნება და მოდელები გახდებიან. რაღაც მომენტში შენიშნეს ჩრდილი ფანჯრის ქვეშ, რომელიც გაუნძრევლად იდგა და მათ უყურებდა. უცნაური სილუეტი ვერ დაინახეს – მაშინვე გაქრა, მაგრამ მალე კარზე მოულოდნელი კაკუნის ხმა გაისმა. მაშას დედამ, ზინაიდამ, ვიღაც მამაკაცი სახლში შეუშვა. მეგობრებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს, ალბათ, ქალის ნაცნობი იყო.

მას შემდეგ, რაც გოგონები დასაძინებლად დაწვნენ, იულიას უცნაური ფაჩუნის ხმა მოესმა. თვალები ოდნავ გაახილა და დაინახა, რომ ვიღაც მამაკაცი მის მეგობარს ახრჩობდა. შიშისგან გაიყინა. როცა დამნაშავე მას მიუახლოვდა, უკვე მოასწრო სიცოცხლესთან გამომშვიდობება. მანიაკმა მოსწავლეს დანა დაარტყა, შემდეგ მოულოდნელად ჰკითხა სახელი, მისამართი და მშობლების სახელები. გოგონამ სწრაფად უპასუხა. მკვლელმა ინფორმაცია ბლოკნოტში ჩაიწერა. ამის შემდეგ ნაჩქარევად მოხაზა მისი ბინის გეგმა და გააფრთხილა, რომ თუ ერთ ცოცხალ არსებას მაინც ეტყვის მომხდარის შესახებ, მის მშობლებთან მივა. ამის შემდეგ დამნაშავემ სახლი სწრაფად დატოვა.

კიდევ ცოტა ხანი იულია დროის გასვლას ელოდა, რომ მანიაკს პირისპირ არ შეხვედროდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მანიაკი წავიდა, ქუჩაში გავარდა, გამვლელ მანქანაში ჩაჯდა და სახლამდე მივიდა. ამით მისი ამბავი სრულდება.

გამოძიება

სავრასოვმა სასწაულებრივად მოახერხა მამაკაცის სახის გახსენება, რის წყალობითაც პოლიციამ მისი ფოტორობოტი შეადგინა. ის არაფრით გამორჩეული ჩანდა, მაგრამ ყველაფრის ქაღალდზე ჩაწერის ჩვევა ზედმეტად უცნაურად ჩანდა. თან, დამნაშავეს სადღაც ეჩქარებოდა, რადგან ვერ დაინახა, რომ გაუვარდა ქაღალდი, რომელიც მთავარი მტკიცებულება გახდა. „ხელნაწერის“ შემხედველი სამართალდამცველებს არც ისე სასიხარულო ფიქრები გაუჩნდათ – მანიაკი „მათ შორის“ შეიძლება ყოფილიყო. გამომძიებლებმა ამ იდეის აქტიური შესწავლა დაიწყეს, რომ შესაძლოა დამნაშავე ადრე მსახურობდა პოლიციაში.

დაიწყეს ყოფილი თანამშრომლების აქტიური შემოწმება. პოლიციელებს არ დავიწყებიათ გარდაცვლილი ზინაიდა კოტენკოვის ნაცნობებთან გასაუბრება, რადგან სწორედ მან შეუშვა სახლში მამაკაცი იმ ღამეს. არც ერთი სავარაუდო დამნაშავე ეჭვს არ იწვევდა ან ალიბი გააჩნდა. ფოტორობოტიც არ გამოადგათ. ერთხელ, სასადილოში სადილობისას ერთ–ერთმა პოლიციელმა მკვლელის პორტრეტს შეხედა და გაბრაზებით თქვა: „ყველა მას ჰგავს! აი, იქ პროკურორი ზის, რეალურად მისი ასლია!“

მიზანში მოხვდა პროკურატორის გამომძიებელი სერგეი ვინოგრადოვი. მომხდარს სასაცილოდ საერთოდ არ აღიქვამდა და განაწყენებული მივიდა უფროსებთან. განაცხადა, რომ სასაცილო განცხადების შემდეგ მის გარშემო დაიწყეს ჩურჩული და თითის გაშვერა. ასეთ მდაბიო ეჭვებთან შეგუებას არ აპირებს და ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ ჩატარდეს იდენტიფიკაციის პროცედურა.

უფროსი დიდხანს ცდილობდა მის გადარწმუნებას და ეუბნებოდა, რომ ხუმრობა იყო, რა არის აქ გასაბრაზებელი? თუმცა ვინოგრადოვმა უკან არ დაიხია და საბოლოოდ იდენტიფიკაციის პროცედურა მოეწყო. იულიას აჩვენეს რამდენიმე ადამიანის ფოტო, მათ შორის გამომძიებლის ფოტოც იყო. გამოცდილი ოპერატორი გოგონას რეაქციას ყურადღებით აკვირდებოდა, მაგრამ ის გულგრილად უყურებდა ფოტოებს, ბოლოს განაცხადა, რომ დამნაშავე მათ შორის არ იყო. სერგეი ვინოგრადოვის სახელი ოფიციალურად „გაწმინდეს“, მაგრამ მანიაკი ვერ იპოვეს.

ახალი მსხვერპლი

6 თვის შემდეგ ეკატერინბურგში მორიგი მკვლელობა მოხდა. ამჯერად, მსხვერპლი გახდა დედა, ქალიშვილი და მისი დაქალი. საქმის ახალ გამომძიებლად სერგეი ვინოგრადოვი დაინიშნა. საკმაოდ ჭკვიანი მამაკაცი იყო და არაერთხელ გამოთქვა სურვილი, ეპოვა დამნაშავე, რომლის გამოც თავადაც დაზარალდა. საქმე აიღო და არსებული ინფორმაციის აქტიური შესწავლა დაიწყო. საინტერესოა, რომ მკვლელმა უფრო ფრთხილად მოქმედება დაიწყო – ახლა დანაშაულის ადგილზე კვალი აღარ დარჩა. გამომძიებლის ამოცანა გართულდა.

მალე კიდევ ერთი დანაშაული მოხდა. სახლში დაბრუნებულმა ქალმა იატაკზე ქალიშვილის ცხედარი იპოვა. ადგილზე მისულმა ექიმებმა ბასრი საგნის დარტყმის შედეგად გარდაცვალება დაადასტურეს. ეტყობოდა, რომ ამ საქმის უკან ვიღაც სხვა იდგა, რადგან ხელწერა შეიცვალა. მეზობლების გამოკითხვისას გამომძიებლებს რაიმე ინფორმაციის მიღების იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ ამჯერად ერთი მოწმე იპოვეს.

თვითმხილველმა განაცხადა, რომ დაინახა, რომ გამომძიებელი შევიდა ბინაში. ოფიცრებმა ხელი ჩაიქნიეს და თქვეს, რა თქმა უნდა, აბა ვინ უნდა მოსულიყო დანაშაულის ადგილზე? მაგრამ მოწმემ განმარტა, რომ გამომძიებელი დაინახა მანამ, სანამ მკვლელობა მოხდებოდა, საერთოდ უკვე შეხვედრია მას, როცა სხვა საქმეზე დაკითხვაზე იყო მისული. „მგონი, მისი გვარია ვინოგრადოვი“ – თქვა თვითმხილველმა. გამომძიებლებმა გაგონილი მაშინვე ვერ დაიჯერეს.

დაკავება

სერგეი ვინოგრადოვი იმავე დღეს დააკავეს. კოლეგებს ბოლო წუთამდე არ სჯეროდათ მისი დანაშაულის, ამიტომ გადაწყვიტეს საქმე არ გაეხმაურებინათ. მამაკაცი სამსახურში და ჰკითხეს, სად იყო გუშინ ღამე. მას არ დაუწყია თავის მართლება, არამედ მაშინვე თავის მოკვლა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. პროკურორი გადაიყვანეს ნეიროქირურგიაში, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

გაოგნებული პოლიციელები ვერ ხვდებოდნენ, რა შეიძლება ყოფილიყო კატალიზატორი. ვინოგრადოვი ითვლებოდა კეთილსინდისიერ თანამშრომლად და სამაგალითო მეოჯახედ. დაოჯახებული იყო და პატარა ქალიშვილს ზრდიდა. გამოძიებაში ჩაერთნენ ფსიქოლოგები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სერგეის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მოხდა ავღანეთში მსახურობის დროს. კოლეგები თვლიდნენ, რომ ცნობილი მკვლელის ნიკოლაი ფეფილოვის დაჭერამ თავისი როლი ითამაშა. ვინოგრადოვი, საგამოძიებო ექსპერიმენტებზე ყოფნისას, სავარაუდოდ მიხვდა, რომ აკლდა იგივე ძალა ადამიანებზე.

ფორმის წყალობით ქალები უშიშრად უღებდნენ კარს და სახლში უშვებდნენ. მისი პირველი დანაშაული დიდი სტრესი იყო, ამიტომ იულია სავრასოვა ცოცხალი დატოვა. თავისთავად, საგამოძიებო ექსპერიმენტის შეთავაზებით, რისკავდა, რომ ამოიცნობდნენ და დაიჭერდნენ. და მაინც, მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ შეძლო გოგონას ისე დაშინება, რომ მშობლების სიცოცხლით შეშფოთებული არასდროს გამოააშკარავებდა. თავად თავდასხმებს აგრძელებდა და აქრობდა მტკიცებულებებს, მით უმეტეს, რომ ახლა ამის აუჩქარებლად გაკეთება შეეძლო.

სერგეი ვინოგრადოვი ექვსი მკვლელობიდან სამზე გაასამართლეს, მაგრამ მისი მონაწილეობა ერთ ეპიზოდში ვერ დადასტურდა. ამის მიუხედავდ, შეგროვებული მასალები საკმარისი იყო სამუდამო პატიმრობისთვის. მისმა მეუღლემ, მომხდარის გაგების შემდეგ, გვარი შეიცვალა და ქალიშვილთან ერთად ეკატერინბურგი დატოვა. არ სურდა, გოგონას გაეგო მამის შესახებ და მით უმეტეს, გამხდარიყო ის, ვისკენაც თითს გაიშვერდნენ.

რაც შეეხება იულია სავრასოვს, მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენა ვეღარ შეძლო. თავდასხმიდან მომდევნო წლებში ვინოგრადოვის ერთადერთი გადარჩენილი მსხვერპლი ნელ–ნელა ქრებოდა და მალე გარდაიცვალა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს