შესანიშნავი დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟისა და სტილის მთავარი მანიშნებელი არის „მეორე შეხედვის“ ეფექტი

67

მაკიაჟის შექმნისას ჩნდება ცდუნება, ყურადღება გაამახვილოთ წვრილმან დეტალებზე და იმუშაოთ სახის თითოეულ ნაკვთზე ინდივიდუალურად, დამალოთ ნაკლოვანებები. თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთო შთაბეჭდილება დამოკიდებული იქნება იმაზე, შექმნის თუ არა ეს დეტალები ჰარმონიულ იმიჯს.

ჩვენ არასდროს ვუყურებთ უცხო ადამიანს ისე, როგორც ის უყურებს საკუთარ თავს! მაკიაჟი კეთდება პატარა სარკეში, ჩვენ კი ვუყურებთ მთლიანად ადამიანს!

ადამიანის ტვინი მიდრეკილია გამარტივებისკენ და არ უყვარს ენერგიის ფლანგვა ანალიზზე. იმის ნაცვლად, რომ ყველა დეტალი გაითვალისწინოს, ხშირად ეყრდნობა მზა შაბლონებს და სტერეოტიპებს.

პირველი შთაბეჭდილებები ხშირად ყალიბდება ყველაზე შესამჩნევი მახასიათებლების საფუძველზე, შემდეგ ჩვენ ვეძებთ ჩვენი აზრის დადასტურებას. ჩვენს ტვინს არ უყვარს საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ამიტომ, თუ ერთი შეხედვით შეამჩნევთ სიბერისა და დაღლილობის ნიშნებს, მაშინ ტვინი დიდი ალბათობით აღარ დაიწყებს სილამაზის ძებნას ამ სახეში.

და პირიქით, თუ მაშინვე მიაქცევთ ყურადღებას საგულდაგულოდ გათვლილ აქცენტებს, თქვენი გონება გააგრძელებს სილამაზის, ფუფუნების და მოვლის დადასტურების ძიებას!

იმის გამო, რომ ჩვენ ვხედავთ ათასობით ადამიანს, ჩვენი ტვინი ქმნის პირველადი შეფასების შაბლონს. თითოეულ ჩვენგანს აქვს ასეთი შაბლონების საკუთარი ინდივიდუალური ვარიაციები, რომლებიც დამოკიდებულია ჩვენს გემოვნებაზე, აღზრდაზე და გარემოზე. თუმცა, ასევე არსებობს გავრცელებული შაბლონებიც.

1.ზოგადი სილუეტი

პოზა, წონის განაწილება, სიმაღლე, პროპორციები – ჩვენ ამას მყისიერად ვკითხულობთ, არ გვჭირდება ყურადღებით დაკვირვება.

2. სახის შუქ-ჩრდილები ანუ ახალგაზრდობის სამკუთხედი

სიბერეში ეს სურათი იცვლება. წარბებს შორის ჩნდება ნაოჭი, რომელიც ხდება სამკუთხედის მწვერვალი. თვალები ერწყმის ნაოჭებს და ასაკობრივ ლაქებს სახეზე, კარგავს ექსპრესიულობას და თითქოს ქვევით „მიცურავს“. სამკუთხედი გრძელდება ცხვირ-ტუჩის ნაკეცების გასწვრივ და მისი ფუძეა დაწეული ლოყები.

წვრილმან დეტალებთან მუშაობა კარგია, მაგრამ მთავარი აქცენტები შორიდანაც უნდა ჩანდეს. მაგალითად, ღია ყავისფერი ტუში შეიძლება შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს ახლოდან, მაგრამ თვალებზე ყურადღებას უკვე სამი ნაბიჯიდან არ მიიქცევს.

3. დეტალები, მათი მოწესრიგებულობა თუ ქაოსი

წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა სახის დახატვა გჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე შტრიხით. შემდეგ კი მოგეთხოვებათ, რომ ნახატზე სახე უფრო დაბერებულად გამოიყურებოდეს. დიდი ალბათობით, დეტალების დამატებას დაიწყებთ: ნაოჭები, ნაკეცები, ლაქები. ნახატზე ასაკი გამოიხატება არა მხოლოდ დეტალებში, არამედ იმაშიც, რომ ხაზები სხვადასხვა მიმართულების და ქაოტური ხდება.

მაკიაჟში არსებობს კონცეფცია სახელწოდებით „ხაზოვანი რითმი“. სახის ძირითადი ხაზები ერთმანეთის პარალელურია: წარბი, ქვედა ქუთუთოს აღმავალი ხაზი, ყვრიმალი და ყბა. თუმცა, ასაკთან ერთად, ეს რითმი შეიძლება დაირღვეს და სახეზე გაჩნდეს ქაოტური ნაკვთები.

ამიტომ, მიზანმიმართული სიმკაცრე და სიზუსტე აახალგაზრდავებს. მოუწესრიგებელი და დაჭმუჭნული ტანსაცმელი და ვარცხნილობა ახალგაზრდა გოგოებზე მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ნაოჭებიანი სახის შემთხვევაში ეს დატოვებს მოუწესრიგებლობის შთაბეჭდილებას. ყველა მიმართულებით გაშლილი აწეწილი თმა, თითქოს, ხაზს უსვამს სახეზე ქაოტური ნაოჭების არსებობას.

ბევრი ქალისთვის იმიჯში აქცენტი არის ის, რასაც ისინი უბრალოდ გასართობად უმატებენ. თუმცა, კარგ მაკიაჟსა და სტილში, აქცენტები მოქმედებს როგორც საფუძველი, რომელზედაც მთლიანი იმიჯია აგებული. აქცენტები წინასწარ არის გააზრებული და დამუშავებული, შემდეგ კი იმიჯის დარჩენილი ელემენტები ემატება სწორი აქცენტების შესანარჩუნებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს