სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ. მორალურად მიჭირს, რადგან აქ არ არიან მეგობრები და დედაც არასოდეს მიჭერდა მხარს. მოკლედ რომ ვთქვა, დედას ხშირად მივყავდი გამოუსწორებელზე ფიქრამდე. ყველაფერი, რაც ახლა მაქვს, ჩემი შრომით ვიშოვე. მოგზაურობის, ბინის დაქირავების, თავის რჩენის შესაძლებლობა.
არ მოსწონს, რომ შორს ვცხოვრობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ უნდა მის გვერდით ვიყო. დარდობს, რომ სიბერეში არავინ ეყოლება მომვლელი, თუმცა არ მივატოვებ. დედ–მამა კატა–ძაღლივით არიან. მამა ბინას ეძებს, რომ ცალკე გადავიდეს საცხოვრებლად.
ჩემს ცხოვრებაში შეყვარებული გამოჩნდა. ლიეტუველი. მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, რადგან სასიამოვნო მამაკაცია და, რაც მთავარია, კარგად მექცევა, მეხმარება, ჩემზე ზრუნავს. არის ერთი მაგრამ: არ აღნიშნავს 9 მაისს. ამბობს, საბჭოთა ჯარისკაცები მის წინაპრებს დასცინოდნენ და ა.შ. ბევრი გადაასახლეს ციმბირში. მასთან ამ თემაზე ლაპარაკი არ შეიძლება.
9 მაისზე არ ვეთანხმები. მითხრა, იზეიმე, შენი ისტორიაა და არა ჩემიო. სხვა მხრივ, ბევრი რამ საერთო გვაქვს. ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი. დაიწყო ყვირილი, რომ ცოლად არასდროს მომიყვანდა და მასთან ურთიერთობით ბაბუებს ვღალატობ და ა.შ. დედა ყოველდღე მხოლოდ ისტერიკებს აწყობს და დახმარება არანაირი. მისთვის მარტივია, წყობიდან გამომიყვანოს, გული მატკინოს, შემდეგ ტელეფონი გათიშოს. ეს მამაკაცი კი მეხმარება. დედასთან ურთიერთობა უკვე შეუძლებელია. ყვირის და ტელეფონს ბლოკავს. ამბობს, რომ მასთან დროს ვკარგავ, გამომიყენებს და მიმატოვებს. ბაბუებს ვღალატობ და ა.შ. არ ვიცი, როგორ არის უკეთესი.
არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ახლა ეს ადამიანი მეხმარება და კარგად ვარ. დედას უნდა, რომ მარტო ვიყო. სიტყვაზე, პირველია, ვინც უსიამოვნებაში მტოვებს, უბრალოდ ტელეფონს ბლოკავს და მორჩა, შემდეგ ჩნდება თითქოს არაფერი მომხდარა და წერს „როგორ ხარ“?
მამაკაცებთან ფიზიკური კავშირი ჯერ არ მქონია, ამიტომ ამ საკითხს სერიოზულად ვეკიდები. ერთი მხრივ, მყავს დედა ავადმყოფი თავით, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიმატოვოს, მეორე მხრივ, ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელიც თუ რამე დამეხმარება, თუ ავად გავხდები და ა.შ. სერიოზული ურთიერთობა, ერთად ცხოვრება სურს. აი, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?!