დედა დაჟინებით მოითხოვდა საქმროს მშობლებთან შეხვედრას. ახლა ვეჭვობ, ქორწილი არ შედგება

1224

სიგმა ადამიანი: ვინ არის ეს იდუმალი რაინდი, რომელზეც გიჟდება თანამედროვე პოპკულტურა? თავნება, ძლიერი, დამოუკიდებელი და განსხვავებული. ჩრდილში იმალება და შეგნებულად გაურბის იმ ღირსებებს, რაზეც ალფა მამაკაცები ოცნებობენ. გავარკვიოთ, რას წარმოადგენს მამაკაცების ახალი ფენა და რატომ არიან მიმზიდველები.

სიგმა ადამიანი

ადამიანს ახასიათებს ყველაფრის კატეგორიებად დაყოფა. მათ შორის, საკუთარი თავის! ალბათ, გსმენიათ ადამიანების (ხშირად კაცების) ალფად და ომეგად დაყოფის შესახებ. როგორც ცოცხალ ბუნებაში, სოციალური იერარქიის სათავეში მეფობენ ალფა მამრები – ქალების ფავორიტები, მდიდარი და ენერგიული ლიდერები. სუსტი და უსიცოცხლო განდეგილი ომეგა ჯაჭვს ხურავს.

2010 წელს ამერიკელმა პოლიტიკურმა ბლოგერმა თეოდორ რობერტ ბილმა შემოიტანა ახალი ტერმინი, სიგმა. ამ „სახეობის“ ადამიანი ალფას არ ჩამორჩება მიმზიდველობით, წარმატებით და ძალით, მაგრამ სოციუმის აღიარება ნაკლებად აღელვებს. მარტოხელა მგელი ირჩევს საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებას სოციალური ნორმების საწინააღმდეგოდ. სოციოპათში არ აგერიოთ: მოტივირებულნი და კაშკაშები არიან, მაგრამ უფრო თავშეკავებულნი და ნაკლებად აგრესიულები.

თვალსაჩინოებისთვის კინოს მივმართოთ. ბრიუს უილისი „კერკეტ კაკალში“, ჯეიმს ბონდი, ტორი ალფა მამრები არიან. ჯიმ კერის გმირი ფილმში „ნიღაბი“ (წარუმატებელი ბანკირი) ტიპური ომეგაა. ჯონ ვიკი და ტომ შელბი „ალესილი კეპებიდან“ მარტოხელა მგლები, სიგმები. ბრწყინვალე, იდუმალი, ძლიერი და მიმზიდველი.

გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის ამბავს, რომლის მაგალითზე მიხვდებით, როგორ იქცევა სიგმა ბუნებრივ ჰაბიტატში და რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს მისი შეყვარებული.

სიძე, რომელმაც გამოცდა ვერ ჩააბარა

მე და დედამ რთული ცხოვრება გამოვიარეთ. 14 წლის ვიყავი, როცა მამა ოჯახიდან წავიდა. არა პირდაპირ: კიდევ 2 წელი ვითმენდით მას ახალ საყვარელთან ერთად ერთ სახლში.

ერთ მომენტში დედამ სიამაყე მოიკრიბა და ეს წყვილი ბინიდან გააგდო. ჩვენს წინაშე სხვა საკითხი დადგა. მე სწავლა და მისაღები გამოცდები მელოდა, დედას სამსახური უნდა ეპოვა.

დედამ გადაწყვიტა, რომ ცოტა ხნით დეიდასთან სოფელში გავეშვი, თავად ესპანეთში სამუშაოდ წავიდა. ქალაქში ჩვენი ოროთახიანი ბინა გააქირავა. ამ ფულით გადაიხადა მამის ვალი ბინის წილისთვის.

დედისა და მისი ხასიათის წყალობით უღრუბლო და კომფორტული მომავლის შანსი გამოგვიჩნდა. ღირსეული ფული გამოიმუშავა და უნივერსიტეტისთვის კარგი ფული დამიზოგა. 23 წლისთვის უკვე მქონდა საკუთარი ერთოთახიანი ბინა, რომელიც დედამ იპოთეკით აიღო.

მომავალი საქმროს გაცნობა

ლაშა სამსახურში გავიცანი. 6 თვიანი ურთიერთობის შემდეგ ხელი მთხოვა და დავთანხმდი. ასეთ კაცებს ვერ იპოვით. მშვიდი, გაბედული, დამოუკიდებელი. მასთან თავს დაცულად და იმედიანად ვარ. მაგრამ მის მშობლებთან და დედაჩემთან ერთად „დასამახსოვრებელი“ ვახშმის შემდეგ ეჭვი მეპარება, რომ ქორწილს გადავიხდით.

დედა სპეციალურად ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან მომავალი მძახლების გასაცნობად. თავადაც მინდოდა მეტი გამეგო საქმროს მშობლების შესახებ. სადილზე დედამ დაიწყო მათი გამოკითხვა.

მთელი საღამო ლაშას ოჯახს ყველა წვრილმანი გამოკითხა. როგორ, სად და რით ცხოვრობენ. რა გეგმები აქვთ მომავალში. სირცხვილისგან გავწითლდი. დედისგან ასეთ მოურიდებლობას არ ველოდი. შეხვედრის შემდეგ უკვე სახლში დედამ განაჩენი გამომიცხადა: კატეგორიულად არ სურს ლაშას სიძედ დანახვა.

სიგმა ადამიანი: ზრუნვა თუ რჩენა?

საქმე იმაშია, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ლაშას მშობლები ბინას ქირაობენ. ლაშა გვიან შეძენილი ბავშვია. მისი მშობლები თითქმის 60 წლის არიან, დედაჩემი კი მხოლოდ 48 წლის არის.

მძახლებს საკუთარი საცხოვრებელი არასოდეს ჰქონიათ. ხან დედამთილთან, ხან სიდედრთან ცხოვრობდნენ. მათი გარდაცვალების შემდეგ ორივე ბინა გაყიდეს და ფული ლაშას და მის დას გაუყვეს. ახლა ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ.

ლაშა მათ სრულად უზრუნველყოფს. იხდის ქირის ფულს, ყიდულობს პროდუქტებს და აძლევს ფულს ყოველდღიური ხარჯისთვის. მშობლები ლაშაზე ლოცულობენ და მისით ხარობენ.

დედა ამ მდგომარეობით კმაყოფილი არ არის. ყველა უბედურების საფუძველი ლაშას მშობლებია. „შვილო, ცალკე ოჯახი არ გექნება. ლაშა მშობლებისთვის სიცოცხლეს გაიღებს. ისინი არ მოშორდებიან. რაზე იცხოვრებ, როცა დეკრეტში გახვალ? უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ ლაშა მათ სახლში მოიყვანს“.

იქნებ, დედა რაღაცაში მართალია, მაგრამ მალე 30 წლის გავხდები და ოჯახის შექმნა მინდა. დიდი არჩევანი არ მაქვს. თან დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ სიტუაციის გაკონტროლებას და ლაშას ყურადღების ჩვენს ოჯახზე გადმოტანას. ჯიუტია და საღად მოაზროვნე. თავისი ოჯახი ძალიან უყვარს, მაგრამ ამას ჩვენი ურთიერთობის საზიანოდ არ გააკეთებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს