სად და რომელი მცენარე განვათავსოთ სახლის გასალამაზებლად და კეთილდღეობის მოსაზიდად

0
1093

ყვავილების ქოთნები სახლში თითქმის ყველას აქვს, მაგრამ მცენარეების სწორ კომბინაციასა და განლაგებაზე ცოტა თუ ფიქრობს. სწორად შერჩეული კომზოციების წყალობით დეფექტების დაფარვას ან ინტერიერის გალამაზებას შეძლებთ.

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ იდეების ნაკრებს, თუ ქოთნის მცენარეებით ინტერიერის ღირსებას ხაზი როგორ გაუსვათ.

მცენარეები სახლის ინტერიერში

1. ოთახის მცენარეები ინტერიერს ვიზუალურად აფართოებენ, განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან და ბინის სივრცის დაყოფის საშუალებას იძლევიან.

2. ალბათ, ყვავილების ქოთნებისთვის ფანჯრის რაფა ყველაზე გავრცელებული ადგილია. ორიგინალურად გაფორმებული დეკორის ელემენტს თავად წარმოადგენს და ამასთან განსაკუთრებულ სტილს ქმნის.

3. მოკრძალებულად მოწყობილი ოთახიც კი ბევრად უფრო მყუდრო გახდება, თუ აქ დიდ მცენარეს დადგამთ. ამ მიზნით სხვადასხვა პალმა, ფიკუსი და ჰიბისკუსი გამოგადგებათ. მცოცავებიდან – მონსტერა, რომლისთვისაც საყრდენი დაგჭირდებათ.

დაწნულ კალათებში ჩადებული მცენარეების ქოთნები ძალიან ლამაზად გამოიყურება. ასეთი დეკორის ელემენტი ოთახს მყუდროებას მატებს.

4. მცენარეების კომპოზიციას შეიძლება ფუნქციური ამოცანაც ჰქონდეს და თვალისმომჭრელ ხედად გადაიქცეს.

5. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა სახლისთვის!

6. თაროების დახმარებით სახლში მეტი სივრცის დაზოგვას შეძლებთ. ისინი ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნიან. მრავალსართულიანი სადგამი სხვადასხვა მასალისგან შეიძლება იყოს დამზადებული. ხის თაროები ძალიან პრაქტიკული არაა და დიდხანს ვერ გამოიყენებთ, რადგან დროთა განმავლობაში ხე ფორმას იცვლის, სოკოს და სინესტის გავრცელების ადგილი ხდება.

ამასთან ყვავილების ხის თაროები ქანთრის, პროვანსის, კლასიკური, სკანდინავიური და მსგავსი სტილის ინტერიერს შესანიშნავად ერწყმის.

ლითონის თაროეიბი ნებისმიერ ინტერიერს უხდება (განსაკუთრებით მინიმალიზმის, მოდერნის, ჰაი-ტექნოლოგიურ და ლოფტის სტილს უხდება) და მაღალი გამძლეობით გამოირჩევა. მინის თაროები ეკოლოგიური, უსაფრთხო და ძალიან მოდურია. აი, პლასტმასის თარო საკმაოდ ბიუჯეტურია.

რედაქციის რჩევა

იცით თუ არა, რომ არსებობს ვამპირი მცენარე და ჩვენით მკვებავი მცენარეები? მცენარეებთან ხუმრობა არ ღირს. ყვავილების მაღაზიაში გასაყიდად გამოტანლი ყველაზე მცენარის სახლში დადგმა არ ღირს.

ყვავილის ქოთანი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლო ნივთია. მცენარეს სახლში მყუდროება შემოაქვს, შენობას სუფთა ჰაერით ავსებს, ნეგატიურ ენერგიას შთანთქავს და უბრალოდ თვალს ახარებს. ეს ჯადოსნური იდეეები აუცილებლად გაითვალისწინეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი