რა გავაკეთოთ უსარგებლო ნაჭრით შობის და ახალი წლისთვის.

0
1057

თითქმის ყველა დიასახლისს, რომელსაც უყვარს კერვა და ხელსაქმე, სადღაც უგდია პარკი, ზოგჯერ კი მთელი კალათი, რომელიც სავსეა ქსოვილების ნარჩენებით.

ხშირად, მათ შორის იმდენად პატარა ეკზემპლარები გვხვდება, რომ მათ ნაჭერსაც ვერ ვუწოდებთ. ხანდახან კი საკმაოდ დიდ ნაჭრებს ვიპოვით, რომლებიც გადასაყრელად გენანებათ, თუმცა ვერც დანიშნულებას პოულობთ.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული გენერალური დალაგების შემდეგ, სახლში სწორედ ასეთი პაკეტი ვიპოვე. თავიდან, ყველაფრის გადაყრაზე ვფიქრობდი, თუმცა ჩემმა დამ ყველა ქსოვილი თავისთან წაიღო, 1 კვირაში კი სტუმრად მიმიპატიჟა და მაჩვენა, რაც გამოუვიდა ამ ნარჩენებით.

 

როგორც აღმოჩნდა, ქსოვილის პატარა ნაჭრებით, რომლებიც დიდი რამეების შეკერვისას მოგრჩათ, შეიძლება უამრავი სასარგებლო და სასიამოვნო წვრილმანის დამზადება, რომლებიც თქვენი საცხოვრებლის ინტერიერს გააფორმებს, განსაკუთრებით, საახალწლო და საშობაო დღეებში.

ქსოვილისგან დამზადებული დეკორი ნამდვილად ყველას მოხიბლავს სილამაზითა და უჩვეულობით, ასევე, შეიძლება აქციოთ სათამაშოდ ან ბავშვის განსავითარებელ ნივთად. საშობაო დეკორის დამზადება ქსოვილის ნარჩენებისგან არ მოითხოვს დიდ ხარჯსა და ტექნიკურ უნარებს, თუმცა, დიდი რაოდენობით სიხარულს ნამდვილად მოგიტანთ.

ხელნაკეთო საახალწლო დეკორაციები

დღეს ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 14 გასაოცარი იდეა ქსოვილის ნარჩენების გამოსაყენებლად, ხელნაკეთი საახალწლო დეკორაციების დასამზადებლად. არ მეგონა, თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო!

1. უბრალოდ ძალიან მომწონს ეს დეკორატიული ნაძვები.

2. ქსოვილისგან შეიძლება ერთგვარი სურათებისა და პანოს დამზადება, რომლებიც შემდეგ გააფორმებს თქვენს საძინებელს, მისაღებსა თუ საბავშვო ოთახს.

3. მაშინაც კი, თუ კერვა საერთოდ არ გეხერხებათ, შესაძლოა, ასეთი ნარჩენები დედის ან ბებიის კარადებში იპოვოთ. ხოლო შემდეგ – საქმეში კრეატიულობა უნდა ჩართოთ.

4. სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი რომ ჰქონდეს…

5. შესანიშნავი იდეაა საახალწლო საჩუქრისთვის.

6. ქსოვილის ყველაზე პატარა ნაჭრებით ნაძვისხის უნიკალური სათამაშოები გამოდის.

7. ბევრი დედა უპირატესობას ანიჭებს საწოლის თეთრეულის საკუთარი ხელით შეკერვას. თუ უცებ ზომას აცდით და ქსოვილი ზედმეტი მოგივიდათ, ნარჩენებისგან შეგიძლიათ ასეთი დეკორატიული ტომრების დამზადება წვრილმანების შენახვის მიზნით.

8. ან დიზაინერული ფარდების შეკერვა ფარდებისთვის.

9. ხოლო ასეთი სილამაზით, ჩემმა დამ ჩემი მისაღები ოთახის მორთვა მირჩია, ზამთრის დღესასწაულებისთვის.

10. საქმის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ ქსოვილის მიმართულების კონტროლი.

11. ასეთი ნაკეთობების წყალობით, სამზარეულოში სიმყუდროვესა და წესრიგს შეიტანთ.

12. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა.

13. ქსოვილის ნარჩენებისგან შეიძლება ორიგინალური დასადგამებისა და ხელსაკიდების შეკერვა ცხელი კერძებისა და ფინჯნებისთვის. ეს ნაკეთობები არამხოლოდ ძალიან სასარგებლო და ფუნქციურია, არამედ თქვენი სამზარეულოს დეკორის მომხიბლავ ელემენტადაც იქცევა.

14. ასეთი გასაოცარი ნაკეთობები თქვენს სახლს დღესასწაულისა და სითბოს ატმოსფეროთი გაავსებს.

საახალწლო სუფრა არაფერია სანთლების გარეშე. გთავაზობთ ულამაზესი ფერადი, სურნელოვანი სანთლების მომზადებას.

ქსოვილის ნარჩენებით დამზადებული ნაკეთობებით შეიძლება როგორც სახლის მორთვა, ისე ახლობლებისთვის ჩუქებაც. ლამაზი და საკუთარი ხელით გაკეთებული დეკორაციები ხომ გაცილებით მეტ დადებით ემოციას მოგიტანთ, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ნივთები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი